არქივი

Medea-ს ახალი ბოთლი

1c5e3dbe51ae

საითაც არ უნდა გაიხედოს თანამედროვე ქალაქში მცხოვრებმა – მას ეკრანები ერტყმიან გარს. კინოთეატრები, ბანკომატები, მოედნებზე დამონტაჟებული გიგანტური პლაზმური პანელები, და ბოლოს მონიტორები და ტელევიზორები. ახლა ამ ინფორმაციის გამოტანის მოწყობილობამ არყის ბოთლამდეც მიაღწია, ასე რომ ეკრანების “ტოტალურ შემოსევაზე ” საუბარი უკვე შესაძლებელია.

ჰოლანდიური Medea-ს არაყი შეიძლება თავისებურად ყველაზე ტექნოლოგიურად ჩავთვალოთ. თავი დავანებოთ პროდუქტის გემოვნებით ხარისხს და ყურადღება ღირსშესანიშნავ სიახლეზე გავამახვილოთ. მცირე ზომის შუქდიოდიან ეკრანს 255 სიმბოლოსგან შემდგარი მორბენალი სტრიქონის გამოტანა შეუძლია. ნაკრები, აგრეთვე შეტყობინებების შენახვა ოთხი ღილაკით ხორციელდება, რომლებიც ეკრანის ორ მხარესაა განლაგებული.

გადაწყვეტა საინტერესოდ გამოიყურება, მხოლოდ ვერაფრით წარმოვიდგინეთ იმ ადამიანის მიერ შეტყობინების აკრეფა, რომელმაც ერთხელ უკვე “იგემა” Medea-ს მაღალი ტექნოლოგია. და რა უნდა ვუქნათ ბოთლს მას შემდეგ, რაც იგი დაიცლება? ალბათ, კიდევ ერთი უნდა შევიძინოთ $40 და მის ეკრანზე რაიმე ახალი დავწეროთ.

მსგავსი ამბები

Back to top button