საკითხავისასარგებლო

26 მაისი


26 მაისი არის გრიგორიანული კალენდრის 146-ე დღე (ნაკიან წლებში – 147-ე დღე). წლის ბოლომდე დარჩენილია 219 დღე

დღის მოვლენები
451 : ავარაირის ბრძოლა სომეხ აჯანყებულებსა და სასანიდის იმპერიის ჯარს შორის. სომხები დამარცხდნენ, თუმცა ქრისტიანობის თავისუფლად აღმსარებლობის უფლება მოიპოვეს.
1293 : მიწისძვრამ კამაკურაში, იაპონია, 30000 ადამიანი იმსხვერპლა.
1538 : ჯონ კალვინი და მისი მიმდევრები ჟენევიდან განდევნეს.
1670 : დოვერში ინგლისის მეფე ჩარლზ II და საფრანგეთის მეფე ლუი XIV საიდუმლოდ დოვერის ხელშეკრულებას დებენ.
1762 : მიხეილ ლომონოსოვმა ვენერაზე ატმოსფერო აღმოაჩინა.
1805 : ნაპოლეონ ბონაპარტი აკურთხეს იტალიის მეფედ.
1864 : მონტანა აშშ-ის ტერიტორია გახდა.
1865 : აშშ-ში დასრულდა სამოქალაქო ომი.
1869 : ბოსტონის უნივერსიტეტს მასაჩუსეტსის თანამეგობრობამ ქარტია მიანიჭა.
1879 : რუსეთი და დიდი ბრიტანეთი ხელს აწერენ შეთანხმებას, რომლის მიხედვით ჩამოყალიბდა ავღანეთის სახელმწიფო.
1889 : ეიფელის კოშკის პირველი ლიფტი გაიხსნა საზოგადოებისთვის.
1895 : ტახტზე ავიდა რუსეთის უკანასკნელი იმპერატორი ნიკოლოზ II.
1896 : ჩარლზ დოუ აქვეყნებს დოუ ჯონსის ინდუსტრიული საშუალოს პირველ გამოცემას.
1906 : ვოქსჰოლის ხიდი გაიხსნა ლონდონში.
1918 : გამოცხადდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
1919 : გამოიცა პირველი ქართული საფოსტო მარკა
1928 : პირველი მოძრავი ფილმის წარმოდგენა გაიმართა ათენში, საბერძნეთი.
1947 : სსრკ-ში გაუქმდა სიკვდილით დასჯა.
1966 : ბრიტანეთის გაიანა დამოუკიდებელი ხდება.
1970 : საბჭოთა ტუპოლევ ტუ-144 პირველი სამგზავრო ტრანსპორტი ხდება, რომელმაც მახ-2-ს გადააჭარბა.
1972 : აშშ და სსრკ ხელს აწერენ ანტიბალისტიკურ ქობინთა ხელშეკრულებას.
1986 : ევროპის თანამეგობრობამ ევროპის დროშა მიიღო.
1991 : საქართველოს პირველ საპრეზიდენტო არჩევნებში დიდი უპირატესობით იმარჯვებს ზვიად გამსახურდია.
2002 : მარს-ოდისეამ პლანეტა მარსზე უზარმაზარი წყლის ყინულის დანალექის ნიშნები აღმოაჩინა.
2006 : კუნძულ იავაზე მიწისძვრამ 5700 ადამიანი იმსხვერპლა. 200 000 უსახლკაროდ დარჩა.
2008 : ნასას ფენიქსი მარსზე პირველ წარმატებულ მოტორიზებულ დაშვებას ახორციელებს ბოლო 30 წლის განმავლობაში.

ამ დღეს დაბადებულნი

1822 : გონკური, ედმონდ დე – ფრანგი მწერალი.
1842 : წერეთელი, გიორგი – ქართველი პროზაიკოსი და პუბლიცისტი.
1859 : ბახტაძე, ილია – ქართველი პუბლიცისტი, ჟურნალისტი, მთარგმნელი.
1875 : მაჩადო-ი-რუისი, ანტონიო – ესპანელი პოეტი.
1877 : არაკი სადაო – იაპონიის სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე,
1878 : დუნკანი, აისედორა – ამერიკელი მოცეკვავე.
1912 : კადარი, იანოშ – უნგრელი პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე.
1926 : დევისი, მაილს – ამერიკელი ჯაზის მუსიკოსი.
1933 : შენგელაია, ელდარ – ქართველი კინორეჟისორი.
1939 : კოსტავა, მერაბ – ქართველი მუსიკათმცოდნე, პოეტი.

ამ დღეს გარდაცვლილნი
1976 : ჰაიდეგერი, მარტინ – გერმანელი ფილოსოფოსი.

დღესასწაულები
საქართველო – დამოუკიდებლობის დღე (1918).
შვედეთი – დედის დღე.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close