არქივი

ქართველთა უძველესი სპორტული თამაშობები და საბრძოლო ხელოვნება-ნაწილი 2

1ce58a891dc2

მორიგი რამდენიმე საბრძოლო ხელოვნება :)

სამბოს შექმნის ისტორია

რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსია-ოკუპაციის (1801) შემდეგ, რუსმა მოხელეებმა დაიწყეს მიზანმიმართული ბრძოლა ქართული ენის, ეკლესიის, ქართული ტრადიციების წინააღმდეგ, რათა საბოლოოდ ჩაეკლათ ქართული გაუტეხელი მებრძოლი სული. ამ მიზნით, XIX ს-იტ მიწურულს აიკრძალა მთელი რიგირ სპორტული თუ საბრძოლო სახეობები. ქართული ჭიდაობის (რომელიც რატომღაც არ არის შეტანილი ოლიმპიურ თამაშობებში) საფუძველზე რუსებმა შექმნეს პოპულარული ჭიდაობა – სამბო, სადაც შესულია ქართული ჭიდაობის მთელი რიგი ილეთები და ფინტები: კისრული, გადავლებული სარმა, შუა და გარე კაური, ბრუნი, ცერული, წისქვილი. ქართული ჭიდაობა საუკუნეების მანძილზე იქმნდებოდა, მაშინ, როცა სამბო, ერთმა კაცმა უმოკლეს დროში შექმნა!!!

“ყეენობა”

საქართველო მდიდარია სპორტული თამაშობებით; დიდებულთა წრეში გავრცელებული იყო საცხენოსნო სპორთის სხვადასხვა სახეობა: “ცხენბურთი”, “ყაბახობა”, “ისინდი”, “მკერდაობა”, “მარულა”, “შვილდოსნობა” და სხვა. ხალხი კი დღეობების დროს თავს ირთობთა სპორტული თამაშობებით – “ლელო”, “კრივი”, “ლახტის ცემა”, “ჭიდაობა” და სხვა. თუ “მუშაითობა” დიდებულთა საყვარელი გასართობი იყო, ხალხში ანალოგიური გართობა “ჯამბაზიობა” გახლდათ.

“ყეენობა” ქართველთა  გრანდიოზული გასართობი სადღესასწაულო სანახაობა იყო. ცნობილია მეორე სახელითაც – “ბერიკაობა”, რომელიც უხსოვარი დროიდან წარმოადგენდა თეატრალიზებულ სანახაობას. “ამ თავისი საყვარელი ჩვეულებით ყოველი ქართველი წელიწადში ერთხელ მსახიობობით გამოხატავს თვალწინ წარსულ ისტორიულ სურათს” (გ.წერეთელი). პოეტი ი. გრიშაშვილი თავის წიგნში “ძველი ტფილისის ლიტერატურული ბოჰემა” ასე აგვიღწერს ამ სანახაობას: ყველიერის ორშაბათს მთელი ტფილისი ყეენობს სათამაშოდ  ემზადებოდა. ქალაქი ორ უბნად იყო გაყოფილი: ისანი და ნარიყალა, ბარათაშვილი და ერისთავი; ისნის მხარეზე კახეთის მებატონეები: ჭავჭავაძე, ჯორჯაძე, ჩოლოყაშვილი, ვახვახიშვილი, ჯანდიერი. “ყეენის” ტახტი სეიდაბადის (ბოტანიკურ ბაღთან) მაღლობზე იდგა. ყეენად ირჩევდნენ გონებამახვილ, ოხუნჯ და მოხერხებულ კაცს. წოწოლა ქუდით თავზე და ტანთგადმობრუნებული ტყაპუჭით, გამურული სახით ვირზე უკუღმა იყო ამხედრებული. ასევე სასაცილოდ იყო გამოწყობილი მისი “ამალა” რომელიც ხალხს შესეოდა და ფულს სძალავდა “ყეენის ხარკისთვის”. ამასობაში ხალხი აჯანყებისთვის ხის ხმლებს, ხანჯლებსა და შურდულებს ამზადებდა. აჯანყებული ხალხი ყეენს ტყვედ ჩაიგდებდა ხელში და მტკვარში გადაუძახებდა. გამხიარულებული ხალხი შეგროვებული ფულით ნადიმობდა ორთაჭალის, ვერის თუ დიდუბის ბაღებში. “ყეენობა” იყო იმ ომების მისთიფიკაცია რასაც ქართველობა საუკუნეების მანძილზე ეწეოდა. ხშირად ყეენობის მთავარ პერსონაჟებად მონაწილეობდნენ საზოგადოების თვალსაჩინო ადამიანები. ერთ-ერთი ასეთი გრანდიოზული ყეენობა მოაწყო გრ. ორბელიანმა, ხოლო ერთ-ერთი უკანასკნელი “ყეენობა” XXს-ში მოეწყო პოეტ გრ. აბაშიძის უშვალო მონაწლეობით. “მწუხარება და უბედურება ქართველებს სიცოცხლის წყურვილსა და უნარს ვერ უკარგავდა. თავგანწირული ბრძოლის მეორე დღესვე მათ შეეძლოთ მომღიმარი სახით გაეთამაშათ ამ სისხლით მორწყულ ასპარეზზე” (ი. გრიშაშვილი).

ქართული ტრადიციების ქომაგნი

XXს-ის I ნახ.-ში მამულიშვილთა, ცნობილი მკლევრების ძალსხმევით (აკ. შანიძე, ს. მაკალათია, ი. გრიშაშვილი, ვ. ელაშვილი და სხვები) შეიქმნა ქართული ტრადიციული ორთაბრძოლისა და სპორტული თამაშობების ისტორია. ხოლო XXს-ის 80-იან წლებში რამდენიმე ენთუზიასტი (ნოდარ ლურსმანიშვილი, კახა ზარნაძე, მოგვიანებით ლევან კიკალეიშვილი) შეუდგა ქართული საბრძოლო ხელოვნების აღდგენის პროცესს და მის სისტემატიზაციაში მოყვანას.  მათ მოიძიეს მრავალი საბრძოლო სახეობა, ტრადიციული თამაშობები, რომელთაც ანალოგი არ მოეძებნებათ მსოფლიოში. ჩამოაყალიბეს სპორტული ჯგუფები, სადაც ავარჯიშებდმემ ყმაწვილებს უნიკალური ქართული ორთაბრძოლის სახეობებში.

დღეს ბევრი ქართველი ახალგაზრდა გატაცებით ეუფლება უცხოეთიდან შემოსულ ორთაბრძოლის ხელოვნებას. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ ტრადიციული მძლავრი, ეფექტური და უნიკალური საბრძოლო ხელოვნება, რომელიც კარგად მიესადაგება ქართველის ბუნებასა და ხასიათს, დავიწყებას არ უნდა მიეცეს.

ასე რომ ქართველები არაფრით არ ჩამოუვვარდებით სხვა ერებს, პირიქით უკეთესებიც კი ვართ :)

მსგავსი ამბები

Back to top button