უცნაური

Go Go ზღაპრები – თავი 6

debdb4031fc2

თავი მეექვსე

ოთახში, სადაც ოთხი შიშველი ქალი იწვა და ამ ოთხ ქალს ლოგინში ერთი კაცი ებუღრავებოდა, დაუკითხავად ვერავინ შევიდოდა. ვერც ამ ოთახში დადგმულ სკამებზე ჩამოჯდებოდა ვინმე ნებართვის გარეშე, მიუხედავად იმისა, რომ სკამები მეტად რბილი გახლდათ. არც ეს კაცი _ ამ ოთახის პატრონი _ მოგეჩვენებოდათ მეტად საშიშ პიროვნებად. არა, საშიში კი არა, თუ კარგად დააკვირდებოდით მის ბედნიერ სახეს, იფიქრებდით, რომ ეს კაცი არავის არაფერს დაუშავებს, სიკვდილის ფასადაც რომ დაუჯდესო.

დიახ, ასეთი ბანალური და ჩვეულებრივი ფიქრები გეწვევოდათ მისი თაფლისფერი თვალებისა
და თაფლისფერზე ოდნავ ღია თმების დანახვისას. ოთახი დიდი იყო. შეიძლება ითქვას, რომ თუ
მთლიანად გავავსებდით, დაახლოებით ას კაცს დაიტევდა, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ,
რომ ეს საძინებელი გახლდათ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ოთახი მართლაც დიდი იყო. დიდ ოთახს
ორი ფანჯარა ჰქონდა. ერთი ფანჯარა საწოლის მარცხნივ იყო, მეორე – მარჯვნივ, ეს კი იმაზე
მიგვითითებდა, რომ ოთახს აქეთ-იქიდან კედლები არ ჰქონდა; ესე იგი, შენობის ძირითადი ნაწილიდან
ოდნავ წინ იყო გაწეული; ანუ, კიდევ უფრო დამაჯერებლად რომ აგიხსნათ, ფანჯრების გაღებისას,
ჰაერი დაუბრკოლებლად შემოვიდოდა შიგნით. თუმცა ახლა ფანჯრები ღია არ ყოფილა, რადგან
გარეთ ციოდა და ზამთრის სუსხი ძვალ-რბილში ატანდა. ალბათ ამიტომაც შეამჩნევდით იატაკზე
მიმოფანტულ ოთხი ქალისა და, შესაბამისად, ერთი მამაკაცის ზამთრის ძვირფას ტანსაცმელს. ქალის
ოთხი ბეწვიანი ქურქი ერთმანეთზე ეყარა, ხოლო მამაკაცის ერთი გრძელი, თბილი მოსასხამი ცალკე
ეგდო. ეს იმაზე მიუთითებს, რომ გახდის დროს ქალები ერთ მხარეს იდგნენ, ხოლო კაცი – ცალკე. თუ
იმასაც კარგად დავაკვირდებოდით, რომ ტანსაცმელი ერთმანეთის პირისპირ ეყარა, მივხვდებოდით,
რომ გახდისას, ერთმანეთს უყურებდნენ. თუმცა ეს ყველაფერი ნიუანსებია, მთავარი თავად ოთახის
შიდა განლაგება იყო: ლოგინი შუაში იდგა, მას მხოლოდ ერთ მხარეს ედგა კომოდი, რომელსაც ჩვენში
უფრო ხშირად ‘ტუმბოჩკას~ ეძახიან; ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ოთახში ერთი
მამაკაცი და ოთხი ქალი იყო, ეს იმას ნიშნავს, რომ სახლი მამაკაცს ეკუთვნოდა და იგი უცოლო იყო,
რადგან ცოლები თავთან აუცილებლად იდგამენ ტუმბოჩკას.
ამ დასადგამზე, რამდენად ჩვეულებრივადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, იდგა ლამპა და ორი წიგნი
იდო. ერთი წიგნი ჩანიშნული გახლდათ, ხოლო მეორე ბლოკნოტს უფრო ჰგავდა, ვიდრე წიგნს და
თავისი ნაცრისფერი სანიშნი ჰქონდა, რომელიც ფურცლებიდან არცთუ ისე კარგად იყო გადმოწეული,
ხოლო გაქუცული ყდა იმაზე მიუთითებდა, რომ მას ხშირად შლიდნენ და კეცავდნენ, ანუ ხშირად
ხმარობდნენ _ იმაზე ხშირად, ვიდრე ამ შიშველ ქალებს. კომოდს ერთი უჯრა ჰქონდა, რომელსაც
პატარა ლამაზი სახელური ამშვენებდა. ფანჯრებზე წითელი ფარდები ეკიდა, რომლებზეც რაღაც
ღერბები ეხატა. ფარდები გადაწეული იყო, რომ ოთახში მზის შუქი შემოსულიყო. საწოლის მარჯვენა
მხარეს, იმ ადგილას, სადაც მეორე ფანჯარა იყო, დიდი აკვარიუმი იდგა, სადაც უზარმაზარი თევზები
დაცურავდნენ. ძნელი არ იყო იმის მიხვედრა, რომ აკვარიუმი კედლის მეორე მხარესაც გადიოდა,
რადგან თევზი ძალიან შორს მიცურავდა ხოლმე. ეს კი მშენებლობის მიმართ, ამ ოთახის პატრონის

არასწორ დამოკიდებულებაზე მიუთითებს. აკვარიუმის გვერდით, ტელეფონის მაღალფეხებიანი
მაგიდა იდგა; ხოლო ამ მაგიდაზე შემოდებული იყო ტელეფონი, რომელსაც ეტყობოდა, რომ ხშირად
არ იყენებდნენ, რადგან დამლაგებელს გამორჩენოდა მის გარშემო მაგიდაზე დაგროვილი მტვერის
გაწმენდა, რომელიც საკმაო სისქემდე აღწევდა. ანდა, როგორ უნდა დაენახა, როცა მთელი წელი
ჯადოსნური ცოცხისთვის აგროვებდა ფულს, რომელიც მითითებულ ადგილებს ასუფთავებდა. თავად
პატრონს კი არც შეუმჩნევია ეს მტვერი, რადგან ტელეფონზე იშვიათად ლაპარაკობდა. ეს კი იმას
ნიშნავს, რომ საქმე იშვიათად ჰქონდა ხოლმე; ხოლო როცა ქვეყნის იმპერატორს საქმე იშვიათად
აქვს, ეს ძალიან ცუდია მისთვისაც და, რასაკვირველია, თავად ქვეყნისთვისაც.
არ ვიცი, რამდენად დაეტყო მას ეს უსაქმურობა, მაგრამ აი, ქვეყანა კი, ნამდვილად, დანგრევის
პირას იყო. ამაზე ცოტა მოგვიანებით. ახლა კი ოთახს დავუბრუნდეთ. მას ძალიან ლამაზი იატაკი
ჰქონდა, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს იატაკი არც ყოფილა. ეს გახლდათ შუშა, რომლის ქვემოთაც
წყალი ესხა; ხოლო ამ წყალში, ზღვის მცენარეებს შორის, უამრავი თევზი დაცურავდა. ამ ოთახში
თევზების ასეთი სიმრავლე, მათ მიმართ, პატრონის სიმპათიაზე მიუთითებდა. რა თქმა უნდა,
იმპერატორ გაიუსს იატაკის დამზადება იაფი არ დაუჯდებოდა. გაიუსი არ გახლდათ ღარიბი. აბა,
როგორ უნდა ყოფილიყო ღარიბი, განვითარებადი ქვეყნის იმპერატორი?! ეს ხომ სისულელეა!
სწორედ განვითარებადი ქვეყნების მმართველები არიან ყველაზე მდიდრები, რადგან სწორედ მათ
ქვეყნებში შედის ყველაზე ბევრი ფული და ასე იყო ამჯერადაც, – შედიოდა და შედიოდა ფული გაიუსის
ქვეყანაში და გაიუსიც მზად იყო მათ დასახვედრად. აი, ზუსტად ისე, როგორც ერთგული ცოლები
ელოდებიან ქმრებს მივლინებიდან. ფულიც, ქმარივით, აუცილებლად ბრუნდებოდა. გაიუსი ამ
ფულით ხან უცნაურ იატაკს აგებდა, ხან გოლფის მოედნებს იშენებდა და ხანაც _ სხვა ქვეყნის
პრინცესებს იჩენდა საყვარლად. ამის გამო, მას უამრავი ამბავი გადახდომია თავს. მაგალითად,
ერთხელ ჩრდილოეთის ქვეყანაში იყო. სწორედ მამამისმა გააგზავნა. მაშინ ჯერ კიდევ იმპერატორი
არ ყოფილა. ჰოდა, მამამ გააგზავნა, ჩადი და თავი მოაწონეო, რადგან მამა ძალიან კარგი კაცი და
მმართველი იყო, ხოლო ჩრდილოეთის ქვეყანა კი მუდამ ეხმარებოდა მას ფულითა თუ სხვა საჭირო
რაღაცეებით. პატივისცემის ნიშნად, გააგზავნა თავისი ერთადერთი ვაჟი, რომელსაც თან უამრავი
საჩუქარი გაატანა ჩრდილოეთის მეფესთან. რა თქმა უნდა, ჩრდილოეთის მეფეს ვერაფრით
გააკვირვებდა კაცი, მაგრამ მაინც, პატივისცემისა და მეგობრობის ნიშნად, აუცილებელი ფორმალობა
იყო. გაიუსიც ჩავიდა და მეფე ტორტმანას ძღვენი მიართვა. მეფემ დიდი სიხარულით მიიღო გაიუსი
და ყველაფრით გაუმასპინძლდა, რაც პრინცის გულს ესიამოვნებოდა. ღამით პრინცისათვის
განკუთვნილ ოთახში მოასვენა, რადგან პრინცი სანადიროდ იყო წასული. გაიუსი ხელ-პირს იბანდა,
უნდა დაწოლილიყო, როცა ოთახის კარი გაიღო და ღამის პერანგში ჩაცმული დედოფალი შემოვიდა,
რომელიც ტორტმანას მეორე ცოლი გახლდათ. ის ძალიან ახალგაზრდა იყო:

_ შვილო, ხომ არ იცი, სად არის ჩემი მარტინა? _ მარტინა დედოფლის ძაღლს ერქვა. “შვილოს”
კი იგი პრინცს უძახდა. ამოხედვისთანავე შეცბა, _ უი, მაპატიეთ, გაიუს, მე მეგონა, რომ…
გაიუსი დაიბნა და დედოფლისკენ წავიდა. მას მხოლოდ ბოქსერი ეცვა, ხოლო წელს ზევით შიშველს
ეტყობოდა ნავარჯიშები ტანი და კუნთები, რომელიც ამ განათების ფონზე, დედოფლისთვის
გამომწვევად ბზინავდა. ჰოდა, მიუახლოვდა დედოფალ მარიას, ხელი მხარზე მოკიდა და უთხრა:
_ არა, არა უშავს, პირიქით… არა, მე თქვენი ძაღლი არ მინახავს, _ და მაშინ დედოფალმა, რომლიც
ზუსტად მისი ასაკის, დაახლოებით ცხრამეტი წლის იყო და სამოცი წლის ქმარი ჰყავდა, შეხედა გაიუსს
შავ თვალებში და გაიუსი დაიბნა. მას მეტად ცისფერი თვალები ჰქონდა; იმაზე უფრო ცისფერი, ვიდრე
უკაცრიელი კუნძულების ზღვა. ნაწნავი მხარზე მოეგდო, ხოლო გამჭვირვალე ღამის პერანგის
შიგნიდან, ვარდისფერი საცვალი უჩანდა, რომელსაც ზედ ნაიკის ნიშანი ჰქონდა და გაიუსმა უთხრა:
_ ღმეთო ჩემო, რა გინდათ თქვენ, მასთან.
_ ჩუმად, სულელო, _ კარისკენ გაიხედა მარიამ. _ არავინ გაგვიგოს, თორემ ორივეს
დაგვხოცავენ.
_ ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს! _ იყო პასუხი და მარია გაიუსმა თავისკენ მიიზიდა.
_ გაიუს, გთხოვ, არ გინდა! _ დედოფალს სუნთქვა გაუხშირდა. _ დავიღუპებით, იცოდე, _
მარიას ერთი ზომით დიდი ღამის პერანგი მხარზე ჩამოუცურდა და შიშველი მხარი გამოუჩნდა,
რომელიც გაიუსის ვნებებს დედას უტირებდა.
_ მარია, _ უბრალოდ თქვა პრინცმა. მარიამ ქვედა ტუჩი მოილოკა და პრინცს ახლა თვითონ
მიუახლოვდა. ღამის პერანგი სულ მთლად გახდილი ჰქონდა და მხოლოდ ნაიკის საცვლების ამარა
იდგა. გაიუსმა ხელი წელზე მოავლო, ტანზე მიიკრა და ნელა, ძალიან ნელა აკოცა აცახცახებულ ზედა
ტუჩზე. ნაიკის ბიუსტჰალტერი ცალი ხელით გაუხსნა, მეორე ხელით მარიას თავი ეჭირა:
_ დაგვხოცავენ, _ ხმადაბლა თქვა მარიამ.
არის წუთები, რომლებიც ცხოვრებაში არასდროს ავიწყდება ადამიანს. სწორედ ერთ-ერთი ამ
წუთთაგანი ეწვია მაშინ გაიუსს და მარიასაც. გაიუსი სამი დღე იყო იმპერატორთან. როდესაც
წამოვიდა, იმპერატორმა ცოლი გასაცილებლად გააყოლა და მაშინ, სწორედ მაშინ, როდესაც ისინი
გადახურულ სამეფო მოსასვენებელში, რომელშიც ორი ცხენი იყო შებმული, ერთმანეთს კოცნიდნენ,
_ სწორედ მაშინ დაინახა მეფის გენერალმა, რომელმაც მყისვე ხმალი იშიშვლა და ცხენიდან მათკენ
გადაიხარა. გაიუსმა ამოიღო თავისი დამასკური ხმალი და გენერალს თავი გააგდებინა. ცხენებმა
ჭიხვინი მორთეს და მოსასვენებლის გარშემო უამრავი ჯარისკაცი მოგროვდა. გაიუსი ხან ერთ
შემოსასვლელს იცავდა, ხან მეორეს. მერე უცებ მეეტლის ადგილას დაჯდა, ცხენები გააჭენა და
ვინაიდან თავის საზღვრამდე ძალიან ახლოს იყო, მაინც მოახერხა მარიას იქ გადაყვანა. იმპერატორმა
მარია რომ დაინახა, გაუხარდა, მეფემ თავისი ცოლი სტუმრად გამოგზავნაო, მაგრამ მერე იმედები

გაუცრუვდა, რადგან მის განვითარებად ქვეყანას უამრავი ჯარისკაცი მოადგა. ჰოდა, იმპერატორი
იძულებული იყო, მარია უკან დაებრუნებინა მეფისთვის, რომელიც მეტს არაფერს ითხოვდა მათგან.
მარიას სანაცვლოდ, ამ ქვეყანას სრულ ხელშეუხებლობას პირდებოდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ის
ძველი მეგობრობა ვერასოდეს აღდგებოდა. იმპერატორმა, ბრძოლას, შვილის გაუბედურება არჩია,
რადგან ქვეყანა განვითარებადი იყო და ეს ომი მათ დაანგრევდა. მარია ისევ უკან გაუგზავნა მეფეს.
იგი, იმავე დღეს, სამაგალითო სიკვდილით დასაჯეს _ ჯერ დათვმა გააუპატიურა და მერე შუბებით
მოკლეს. ერთი შუბით სამ ადგილას დაჭრეს და ოცი წუთის განმავლობაში, სისხლისგან იცლებოდა.
მეფემ დიდსულოვნება გამოიჩინა და გაქცევის უფლება მისცა მარიას, რომელიც, რა თქმა უნდა,
ქალაქის მთავარ მოედანს ვერ გასცდა; მოედანს, სადაც უამრავი ხალხი იყო შეკრებილი იმის
საყურებლად, თუ როგორ სჯის მეფე თავის მოღალატეებს; სანახაობის შემდეგ, ყველა დარწმუნდა
მეფის სიძლიერეში. რაოდენ სასაცილოც არ უნდა იყოს, დაუცველი მარიას წამება მეფისათვის დიდი
რეიტინგის მომტანი გახდა. გაიუსი კი ამ დროს სახლში იჯდა და თავის ერთ თევზს უყურებდა,
რომელიც, რაღაც მიზეზის გამო, კვდებოდა და სადაცაა უნდა ამოტივტივებულიყო. სიკვდილის ეს
სანახობა ხომ ყველაზე დამთრგუნველი და, ამავე დროს, ყველაზე გასართობია.
თევზი მოკვდა თუ არა, აცნობეს, მარია მოკლესო. ჰოდა, აღარაფერი უთქვამს. ადგა და იმავე
ღამეს, მამამისი ლოგინში მიაკლა. ვერავინ გაიგო, ასე უცებ როგორ მოკვდა იმპერატორი. თუმცა
სხვა გზა არ იყო. გაუმარჯოს ახალ იმპერატორ გაიუსს, რომელიც ქვეყანას მომდევნო უამრავი წლის
განმავლობაში უმეთაურებს. გაიუსმა ერთი ის მოახერხა, რომ ჩრდილოეთის ქვეყნის მეფის
გასვენებაში ჯამბაზები გააგზავნა, რომლებიც, რა თქმა უნდა, იქ დახოცეს კიდეც. შურის საძიებლად,
ამის მეტი მას არაფერი გაუკეთებია. მან ხომ შური მამამისზე იძია. არა, ისიც მოახერა, რომ ქვეყანას
საგარეო დაფინანსება გაუზარდა და ამ ფულით მხოლოდ იარაღსა და უამრავ კატალოგს ყიდულობდა,
რომლის მიხედვითაც თავისი სასახლე მთლიანად გადააკეთა და ის ძველებული შენობა, სადაც
მამამისმა თავისი ცხოვრების ნაწილი გაატარა და დაასრულა კიდეც, სულ ახალ, თანამედროვე
შენობად აქცია _ თავისი აივნებითა და ბაღებით. იქ უამრავი ჯადოსნური ხე იდგა, რომლებიც
მოლაპარაკე ნაყოფს ისხამდნენ. ქვეყანაში ინვესტიციები შემოდიოდა, მაგრამ
ისევ ჭუჭყში იყო ყელამდე. რა თქმა უნდა, ეს გაიუსს არ აღელვებდა, რადგან
მან თავაშვებულ ცხოვრებას მიჰყო ხელი. ცხოვრებას, რომელიც
არაფერში წაადგებოდა ქვეყანას. აი, ახლაც, იგი ოთხი ქვეყნის
პრინცესასთან ერთად, რომლებიც მის სამშობლოში საქმიანი
ვიზიტით იყვნენ ჩამოსული, ისე თავდავიწყებით ერთობოდა, რომ
ხალხის პრობლემებსა და გასაჭირზე საერთოდ არ ფიქრობდა. ეს
რაღაც განვითარებადი ქვეყნების შეკრების მსგავსი იყო. გოგოები

სხვა, უფრო ღარიბი ქვეყნის პრინცესები იყვნენ, თუმცა ფული და ქონება არც მათ აკლდათ.
_ გაიუსი ძალ-ღონეს არ იშურებდა ერთი პრინცესის გასაგიჟებლად. დანარჩენი სამი კი მას
უყურებდნენ და მის გარშემო იკლაკნებოდნენ. ბოლოს ერთი მიუახლოვდა და ეუბნება:
_ რა კარგი იქნებოდა, ოთხივესთვის რომ შეგეძლოს მსახურება მიხვდა გაიუსი რა მსახურებაზეც
იყო საუბარი. _ გაიუსი გაჩერდა. მის ქვევით მყოფი ქალი, რომელიც ვერ მიხვდა რა ხდებოდა და
განცდებში იყო, დაიბნა და იმპერატორს დაუწყო ყურება. მაშინ გაიუსმა იმ პრინცესას კითხა:
_ ანუ შენ ახლა უკმაყოფილო ხარ? _ პრინცესა გაოგნდა და თმები ყურებს უკან გადაიწია,
როგორც ეს გოგოების უმეტესობას სჩვევია ხოლმე.
_ არა, მე არ მითქვამს, რომ უკმაყოფილო ვარ. უბრალოდ ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, თუ ოთხი
პენისი გექნებოდა, რადგან მაშინ ოთხივეს ერთად გაგვჟიმავდი და ჩვენ არ მოგვიწევდა ლოდინი.
– ანუ შენ ამბობ, რომ ცუდია ის, რომ მე ერთი პენისი მაქვს, ანუ შენ ამბობ, რომ რომ ჩემი ერთი
პენისი, რომელიც ყველა ნორმალურ ადამიანს ერთი აქვს, ჩემი ფიზიკური ნაკლია და შენ მე ამაზე
მიმითითებ, ხო?! – ხმას აუწია გაიუსმა.
– არა, უბრალოდ გითხარი, რომ უფრო კაი იქნებოდა, ოთხი პენისი რომ გქონოდა.
– ანუ ახლა ცუდია? _ დაიღრიალა იმპერატორმა, _ თქვე ბოზებო, თქვენი დედა შევეცი. აქ
ჩამოეთრიეთ, გასვით, გაჭამეთ, გტყნავთ და კიდევ პრეტენზიები გაქვთ, არა?! გაეთრიეთ აქედან,
ნაბოზრებო, ბოზის შვილებო!! _ მან კომოდის უჯრა გამოაღო და იქიდან იარაღი ამოიღო. ამასობაში
გოგოები ერთიმეორეს მიყოლებით გარბოდნენ. ბოლო ის გადიოდა, ვისაც გაიუსი ჟიმავდა. გაიუსმა
ფეხში ესროლა და დაჭრა. დავარდა. გაიუსი წამოდგა:
_ მუხლზე ცხვირი სამჯერ დაარტყმევინა. გოგო გაითიშა, იატაკზე ეგდო და რაღაცას უაზროდ
ლაპარაკობდა. გაიუსმა მოსამსახურე გამოიძახა და ოთახიდან გაათრევინა. თვითონ კი რბილ სკამზე
დაჯდა და ჩაფიქრდა. შემდეგ, ცივი ზამთრის მიუხედავად, ოთახის ორივე ფანჯარა გამოაღო, ლოგინზე
წამოწვა და ფიქრი დაიწყო. ბევრ რამეზე იფიქრა და ასე გააგრძელებდა კიდეც, რომ არა უცნაური
ჩახველების ხმა, რომელიც მის ოთახში მოისმა. იმპერატორმა თავი წამოსწია და შავებში გამოწყობილი
ყურებწაწვეტებული ადამიანი დაინახა, რომელიც ფანჯარასთან იდგა და იქიდან იყურებოდა.

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button