არქივი

სასარგებლო რჩევები (10 ნაწილი)

ff1d7cca13f6
თუ მჯდომარე სამუშაო გაქვთ და თანაც გონებრივად მაქსიმალურად დატვირთული, დაღლას გაცილებით მალე იგრძნობთ, ვიდრე სუფთა ჰაერზე ფიზიკურად მომუშავე ადამიანი.

გაითვალისწინეთ შემდეგი რჩევები:

მიანებეთ თავი რამდენიმე წუთით ფურცლებს და ყურადღების კონცენტრაცია შორეულ კედელზე გადაიტანეთ. ეცადეთ განსაზღვროთ გვერდითი მხედველობის არეში მოხვედრილი საგნები და მათი ფერი ისე, რომ არ უყუროთ პირდაპირ, შემდეგ სხვა მხარეს მიბრუნდით და იგივე გაიმეორეთ.

როცა ძალიან დაკავებული ხართ, ალბათ სადილობაც კი გავიწყდებათ. მიირთვით ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა. შუადღისას ძალიან ნუ დანაყრდებით, მუშაობაში ხელს შეგიშლით.

სხვათა შორის აშკარა კავშირი არსებობს ხასიათსა და საკვებს შორის. თუ გინდათ, რომ შუადღეს მხნედ იყოთ, მიირთვით მაგალითად წიწილა, თინუსის ნაჭერი ან ავოკადოს სალათი, რომელიც ბევრ პროტეინს შეიცავს, ეს კი ყურადღების კონცენტრაციის შესანიშნავი საშუალებაა, თუ დაწყნარება გჭირდებათ, გასინჯეთ კარტოფილი ან მაკარონი, თუმცა მათი მირთმევის შემდეგ შეიძლება დაღლილობა იგრძნოთ. ამიტომ მაინც მოერიდეთ მის მიღებას სამსახურის საათებში.

თუ ზომაზე მეტად გადაიღალეთ, რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენი მზერა შეაჩერეთ ცისფერ და მწვანე ფერებზე, დაგამშვიდებთ. თუ წითელი, ყვითელი და ნარინჯისფერი ზრდის სისხლის წნევას, ცისფერი და მწვანე დაბლა სწევს მას.

აუცილებლად იქონიეთ სამუშაო ოთახში ყვავილები – მცენარეები სტრესს ამცირებს. სხვათა შორის დადებითად მოქმედებს სუნამოც.

 

 

მიღებულია, რომ ნებისმიერი დღესასწაული მთავრდება ყავის სუფრით: ტკბილეულით და ტორტით. ტკბილეულის მრავალსახეობის მიუხედავად სუფრაზე ტორტს ვერაფერი ვერ შეცვლის. სამწუხაროდ, თანამედროვე ქალი საქმიანია და საოჯახო საქმეებს ცოტა დროს უთმობს. როგორ შევარჩიოთ ტორტი საკონდიტრო მაღაზიაში, რომ სუფრაზე სტუმრების გამასპინძლებისას არ შეგვრცხვეს ან კიდე უარესი, სტუმრებს ჩვენთან მირთმეული ტორტის შემდეგ კუჭის პრობლემები არ გაუჩნდეთ.
აუცილებელი შემადგენლობა
 ყურადღება უნდა მივაქციოთ არჩეული ტორტის შემადგენელ პროდუქტებს და მათ სიახლეს, რის შესახებაც ინფორმაცია უნდა იყოს ტორტის ყუთზე. უპირველეს ყოვლისა ხარისხიან, ბუნებრივი პროდუქტებით გამომცხვარ ტორტში, არ უნდა იყოს ხელოვნური დანამატები, კონსერვანტები, სხვადასხვა საღებავი ნივთიერებები და ქიმიური კომპონენტები. მათი ამოცნობა ადვილია, რადგან უმრავლესობა E ასოთი აღინიშნება.
ყურადღება უნდა მივაქციოთ რომ ტორტში გამოყენებული იყოს ნაღების კარაქი და არა მცენარეული ცხიმი.
ყურადღება უნდა მივაქციოთ შენახვის ვადას. თუ ტორტის შემადგენლობაში ბევრი ბუნებრივი კომპონენტია, მაშინ მისი შენახვის ვადა მცირე იქნება. ვინც ტორტის შერჩევა სწორად იცის, მათ ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ გულსართის შემადგენლობა მოძველებული არ იყოს, თუ კრემიანი ტორტი ახალია მხოლოდ 1.5 დღე. თუ ტორტის შემადგენლობაში სუფლე ან ახალი ხილი შედის მისი შენახვის ვადა 3 დღეა. ვაფლის ტორტის შენახვა შეიძლება 1 თვე. ყიდვისას ყურადღება უნდა მივაქციოთ მწარმოებლის მონაცემებს, რადგან ხანდახან შენახვის ვადა გაყალბებულია. უპირატესობა იმ მწარმოებლებს მიანიჭეთ, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ და მომხმარებლის მოწონებით სარგებლობენ.

ტორტის შესახედაობა
სჯობს ფოლგით შეფუთული ტორტის ყიდვა პლასტიკურ ყუთში შეფუთულს, რადგან პლასტიკური ყუთი ბაქტერიების გასამრავლებლად ხელსაყრელ ნიადაგს წარმოადგენს.
ყურადღება უნდა მივაქციოთ ასევე ტორტის გაფორმებას. ძალიან ხასხასა ფერები ტორტის შემადგენლობაში ქიმიური ნივთიერებების არსებობას მოწმობს. თუ ტორტი მორთულია კრემით მომზადებული მრავალნაირი ფიგურით, ეს ნიშნავს, რომ გამოყენებულია უხარისხო ნაღების კარაქი. ხარისხიან ტორტს მადისაღმძვრელი და მიმზიდველი შეხედულება უნდა ჰქონდეს.

 

 

ჯერ მხოლოდ დილის 10 საათია, თქვენ კი ფეხზე ძლივს დგახართ, თუმცა უკვე რამდენიმე ფინჯანი ყავის დალევა მოასწარით, საინტერესოა ღამე როგორ გატარეთ…

ალბათ, თვალებ დაჭყეტილი იწექით და მოუსვენრად წრიალებდით. სხვათაშორის ინკვიზიტორები ყველაზე საშინელ წამებათ უძილობას მიიჩნევდნენ… ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია.

მრავალი ჩვენგანი ნებით ისჯის თავს, როცა ძილს ღამის კლუბზე, ბარზე, კაზინოზე, ინტერნეტსა თუ ღამის სატელევიზიო გადაცემებზე ცვლის.

დაურთეთ ამას უამრავი ცხოვრებისეული პრობლემა და მშვიდობით ძილო! ცხოვრების ასეთ წესი ქრონიკულ დაღლილობას, შრომის უნარის დაქვეითებას და ათას სხვა უბედურებას იწვევს.

სპეციალისტები გვირჩევენ: იძინეთ იმდენი რამდენსაც ორგანიზმი გთხოვთ. მიეცი ნერვიულ სისტემას სრულფასოვანი დასვენების საშუალება. ერთი უძილო ღამე რომ აინაზღაუროთ, ორი ღამე მაინც არის საჭირო, დღის ძილი კი არც თუ ისე სასარგებლოა. ის ბიორიტმებს ცვლის და ორგანიზმში მიმდინარე პროცესთა დესინქრონიზაციას იწვევს.

გვერდზე გადადეთ ყველაფერი რაც დაძინებაში ხელს გიშლით: სიგარეტსა და ყავას დაწოლამდე 4 საათით ადრე გამოეთხოვეთ, ხოლო ვახშამი დაწოლამდე 2 საათით ადრე მიირთვით. საწოლში არ იკითხოთ და არ უყუროთ ტელევიზორს.

დაწექით როცა ძილი მოგერევათ. ასე რეფლექსები გამოგიმუშავდებათ და დაწვებით თუ არა უმალვე დაგეძინებათ. თუ უძილობამ თვეზე მეტხანს გასტანა აუცილებლად მიმართეთ სომნოლოგს, ნერვოლოგს, ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.

აგრეთვე უძილობისა და დაღლილობის დროს სასურველია ჩვენს საკვებ მენიუს დავუმატოთ სპილენძით მდიდარი პროდუქტი, სადილად მივირთვათ ქათამი, გახეხილი თხილი, მზესუმზირა, რომელიც შეიცავს სპილენძს და შეგვიძლია დამატებით მივიღოთ ვიტამინების კომპლექსი.

 

 

 

შაკიკი თავის ტკივილის ყველაზე გავრცელებული სახეა. მას ახასიათებს მფეთქავი, შეტევითი ტკივლი თავის ერთ ნახევარში.

შაკიკი უფრო ხშირად ქალებს ემართებათ და მემკვიდრეობით გადადის. ხშირ შემთხვევაში მოწაფეობის ხანაში ვლინდება.

რამდენიმე რჩევა შაკიკის წინააღმდეგ

1. ჭიქაში ჩატეხეთ ერთი ცალი კვერცხი და შეავსეთ მდუღარე რძით. სწრაფად მოურიეთ და სვით პატარ-პატარა ყლუპებით.

2. მწვავე შეტევისას კეფაზე დაიდეთ მდოგვის ან გახეხილი შავი ბოლოკის კომპრესი.

3. ხელები იდაყვებით ჩაყავით ცხელ წყალში და გააჩერეთ ტკივილის გავლამდე (თუ წყალი გაგრილდა, დაამატეთ ცხელი).

4. მწვავე შეტევითი ტკივილის დროს ცხელ წყალში დაასველეთ ბამბის წინდები, სწრაფად გაწურეთ და ჩაიცვით, ზემოდან კიდევ ჩაიცვით რავდენიმე მშრალი წინდა, ჩაწექათ საწოლში და ეცადეთ დაიძინოთ.

5. ატარეთ ნატურალური ყვითელი ქარვის მძივი.

6. თავი რომ არ აგტკივდეთ, უზმოზე დალიეთ ახალი, მაგარი მწვანე ან შავი ჩაი პიტნით, უშაქროდ.

აგრეთვე სასურველია შევცვალოთ საკვები რაციონი – გვირჩევენ ჰოლანდიელი ექიმები. გთავაზობთ იმ პროდუქტების სიას, რომელზედაც უარის თქმა შეგიჩერებთ შაკიკის შემოტევას: ყველეული, თხილეული, მარილიანი საკვები, კაკაო, ის სასმელები რომელიც შეიცავს კოფეინს, აგრეთვე შოკოლადი.

დასაწყისისთვის შეადგინეთ საკვები პრდუქტების ნუსხა, რომ დაადგინოთ შაკიკი რომელ პროდუქტზე გიმწვავდებათ, ხოლო შემდეგ გადაწყვიტეთ რა ამოიღოთ რაციონიდან.

 

 

 

მრავალი დაავადება გამოწვეულია ჩვენი არასტაბილური შინაგანი მდგომარეობის გამო. ამ საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანები ამბობენ, რომ ყველა დაავადება მოდის ნერვებიდან. თუმცა ძნელი მისაღწევია იყო ყოველთვის მშვიდი, არ იგრძნო წყენა, აღშფოთება, იმედგაცრუება, შფოთვა და ა.შ. რა თქმა უნდა რთულია დაიცვათ თავი ცხოვრების რთული მომენტების დროს ნერვიული გადაღლილობისგან.
დაავადებებთან ბრძოლა შესაძლებელია არა მხოლოდ სამედიცინო მეთოდებით, არამედ გონების ძალით, გულით და სიმტკიცით.

თუ თქვენ გტკივათ თავი

ეცადეთ იფიქროთ მხოლოდ კარგზე. არ შეუშვათ თავში ცუდი აზრები წარსულსა და მომავალზე. ისინი ხომ მხოლოდ ილუზიაა, უკვე წავიდა ან ჯერ არ არის რალიზებული. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ადამიანისთვის, რაც ხდება ახლა აქ ამ მომენტში. თუ ფიქრობთ, რომ ცუდი ამ წუტას ხდება შეგიძლიატ ესეც თქველი ხედვით შეცვალოთ და შავ ზოლს გადაატაროთ თეთრი. ცუდიც ხომ გვაძლევს გამოცდილებას. არ იფიქროთ თქვენს თავზე ცუდი. არ ეცადოთ ეძებოთ მიზეზი ცუდი ფიქრებისთვის. ცხოვრება იმდენად კარგია, რომ ყოველთვის გვთავაზობს სიურპრიზებს. ამიტომ მიიღე ისინი მადლიერებით და რაც ნაკლებად დაიტვირთავ თავს ცუდი აზრებისგან და არ გადაიტვირთავ გონებას მით ნაკლები პრობლემები გექნება.

თუ თქვენ გტკივათ გული

იხარეთ ცხოვრებით, გაუღიმეთ ყვალა კარგ მომენტს. არ დაიგროვოთ უკმაყოფილება და არ დაიგროვოთ ორგანიზმში ცუდი ემოციები, რაც ცუდად აისახება გულზე, კუჭზე, ელენთა, ღვიძლზე და სხვა სასიცოცხლო ორგანოებზე. ყველა ცუდი ემოცია ქვასავით ხვდება ჩვენს ორგანოებს. ამიოტომ მოიცილეთ ის სწრაფად. გული კი გაივსეთ ნათელი და დადებითი ემოციებით.

თუ თქვენ გტკივათ ყელი

იყავით მშვიდი არ გაღიზიანდეთ. ისწავლეთ თბილი სიტყვების თქმა. ცუდი სიტყვები ცუდად სუნთქვა აზიანებს ფარისებრ ჯირკვლებს, აღიზიანებს ხორხს. ნუ დაისუსტებთ ნერვებს და ყელს.

თუ თქვენ გტკივათ მუცელი

შეწყვიტეთ შეშფოთება, გაღიზიანება. თუ ეს შეუძლებელია და ხართ გამოუვას სიტუაციაში ამ შემთხვევაში კარგია ტირილი, რადგან იგი განგტვირთავთ. მოიოხეთ გული და შემდეგ შეეცადეთ დაიწყოთ ახალი შემართებით სტრესთან ბრძოლა. გაიღიმეთ

თუ გტკივათ ზურგი

დასაყრდენი, ხერხერმალი – ეს არის ის, რაც იკავებს ჩვენს სხეულს. პოზიტიური შეხედულებები იქონიეთ ცხოვრებაზე, მყარად დაქით ფეხზე. არ შეგაშინოთ ცხოვრების გამოწვევებმა ყოველთვის ელოდეთ კარგს.

შეიძლება ეს ყველაფერი ჩანდეს არარეალურად. საკმაოდ რთულად შესასრულებლად. მაგრამ ჩვენს ფიქრებს და ემოციებს ძალა აქვს და თუ ვიქნებით პოზიტიორები, არ შეგვეშინდება ცხოვრების, გავუღიმებთ მას და მივიღებთ ყველაფერ კარგს მადლიერებით. გაბედულად გადავდგავთ ნაბიჯს და სიხარულს ვიგრძნობთ, მაშინ ყველაფერი გამოგვივა.

მსგავსი ამბები

Back to top button