არქივი

რაინდები

4487b787f24f


რაინდი
— XI საუკუნის დამდეგისათვის ევროპაში წარჩინებულთა წრიდან წარმოიშვა რაინდთა წოდება.
რაინდი წარმოადგენდა კეთილშობილ მეომართა საზოგადოებას, რომლისთვისაც უპირველესი იყო ღვთის სამსახური და ღირსების დაცვა. რაინდებს ჰქონდათ თავიანთი იდეალი — კეთილშობილი მებრძოლი უნდა დახმარებოდა სუსტსა და ღარიბს, ყოფილიყო სიტყვის პატრონი, მამაცი და უშიშარი, თავის სენიორის ერთგული, დახმარებოდა ეკლესიას.

რაინდობა გავრცელებული იყო მთელს ევროპაში, ასევე მის გარეთ ქრისტიანულ სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოში.

e37aeb49aa1d

რაინდის აღჭურვილობა

საბრძოლველად შეიარაღებულ რაინდს მთელი სხეული ჯავშნით ჰქონდა დაფარული. XI საუკუნის ბოლომდე ეს იყო რკინის რგოლებისაგან მოქსოვილი ჯაჭვის პერანგი, მოგვიანებით მას ლითონის ფირფიტებისაგან გაკეთებული აბაჯრი ცვლის. ბრძოლის დროს რაინდი თავზე იხურავდა მუზარადს — რკინის ჩაფხუტს, კონუსის ფორმის მქონე ფოლადის თავსაბურავს. მუზარადი რკინის ან შუშის ბურთულით ბოლოვდება. მუზარადს თან ახლდა ლითონის ფირფიტა ცხვირის დასაცავად.

რაინდის საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა მძიმე მახვილი და გრძელი ხის შუბი, რომბისებრი რკინის ბუნიკით. ბუნიკთან აჭედებდნენ ქსოვილისაგან დამზადებულ ემბლემას, რომელიც ქარში ფრიალებდა. რაინდი ასევე განუყრელად ატარებდა ფარს. ფარი ხისა და ტყავისაგან იყო დამზადებული, რომელიც დაფარული იყო ლითონის ფირფიტებით.ფარი ჯერ მრგვალი იყო, შემდგომში კი ისე დაგრძელდა, რომ მთლიანად ფარავდა მხედარს. ფარზე გამოსახული იყო რაინდის გერბი, რომელიც მის კეთილშობილურ წარმომავლობაზე მიუთითებდა. ამრიგად, შეიარაღებული რაინდი ცოცხალ ციხესიმაგრეს ემსგავსებოდა.

3d0698ead84b

რაინდის კურთხევის წესი

რაინდად გახდომისათვის ბავშობიდანვე ემზადებოდნენ.კეთილშობილი ოჯახის ვაჟი 7 წლის რომ გახდებოდა, მიჰყავდათ სენიორის სასახლეში „სასწავლებლად“. აქ იგი ეუფლებოდა სიყვარულსა და პატივისცემას ღვთისადმი, სახელმოხვეჭისადმი და ქალისადმი. სწავლობდა ნადირობას, ბრძოლის წესებსა და კანონებს, ცხენის მართვას, მახვილისა და შუბის ხმარებას. 14 წლიდა იგი ღებულობდა საჭურველთმტვირთველის წოდებას და ხდებოდა თავისი რაინდის განუყრელი თანამგზავრი. 21 წლის საჭურველთმტვირთველს უკვე აკურთხებდნენ რაინდად.

არსებობდა კურთხევის განსაკუთრებული ცერემონიალი. კურთხევის წინ იგი უნდა განბანილიყო და თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილს ღამე ტაძარში გაეთია ლოცვით. მეორე დილით მას ეკლესიის საკურთხეველთან მიიყვანდა მამა ან ნათლია. მათ ხელში ეჭირათ თაფლის სანთელი მოძღვარი აზიარებდა მომავალ რაინდს და იღებდა მისგან საზეიმო ფიცს. შემდეგ იღებდა საკურთხევლიდან მახვილს და შემოარტყამდა წელზე. როდესაც ეს პროცესი დამთავრდებოდა, მას მიუახლოვდებოდა სენიორი, რომლის ციხე-კოშკშიც იზრდებოდა. ის სამჯერ დაადებდა მახვილს მხრებზე და თავზე შემდეგი სიტყვებით: „ღვთის, წმინდა გიორგისა და წმინდა მიხეილის სახელით გაკურთხებ შენ რაინდად!“ ბოლოს, ახლად ნაკურთხი რაინდი ტაძრიდან გამოსული შემოახტებოდაცხენს და გააჭენებდა ციხე-კოშკისაკენ, სადაც მას ამ დღის აღსანიშნავად დიდი ზეიმი და ტურნირი ელოდებოდა.

feaece765658

სარაინდო ეპოსი

რაინდთა ბრძოლები, მათი სასიყვარულო და საგმირო თავგადასავალი აისახა შუა საუკუნეების ლიტერატურაში. რაინდები ხშირად თვითონ თხზავდნენ სიმღერებს, რომელიც წარსულ დროებასა და გმირობებს ასახავდა. ასეთი იყო ცნობილი რაინდი ვალტერ ფონ ფოგელვაიდე.

ამ სიმღერებიდან წარმოიშვა ისეთი მშვენიერი სარაინდო ეპოსები, როგორიცაა ნიბელუნგების სიმღერა, ისტორიები პარცეფალის, ლოენგრინისა და მრგვალი მაგიდის რაინდების შესახებ. შუა საუკუნეების ქართულ მწერლობაში რაინდთა სახეები მაღალმხატვრულადაა გადმოცემული მოსე ხონელის „ამირანდარეჯანიანსა“ და შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანში“.

66073243bbcb

P.S. მე რაინდი ვარ!!  :evil:

მსგავსი ამბები

Back to top button