უცნაური

ბროლის თავის ქალების საიდუმლო

skull

ბროლის თავის ქალების საიდუმლო ერთ ერთი ყველაზე საინტერესოა დედამიწაზე. ცნობილია 13- 21 – მდე ბროლის თავის ქალა, რომლებიც ინახება სხვადასხვა მუზეომებში და კერძო კოლექციებში. ეს თავის ქალები დამზადებულია ბროლისაგან (კვარცისაგან) და არის ზუსტი ასლი ადამიანის თავის ქალისა. ისინი ნაპოვნია ტიბეტში და ცენტრალურ ამერიკაში.

ისინი გაკეთებულია უძველეს დროში მაგრამ დამზადებული არიან საოცარი სიზუსტით. ასეთ მაღალ დონეზე დამუშავება ბროლისა დღესაც ძნელია, რადგან ბროლი არის მსხვრევადი და მათი გამოთლა შეუძლებელია – ისინი ხანგრძლივი ხახუნითაა დამუშავებული
მთის ბროლი საკმაოდ გავრცელებულია ბუნებაში, მაგრამ მისი ასე დამუშავება ძალიან ძნელია. უბრალო დამუშავებისას იგი შეიძლება ნამსხვრევებად იქცეს.

skul

პირველი ასეთი ბროლის თავის ქალა იპოვა 1924 წელს გონდურასში (ცენტრალურ ამერიკაში) – ინგლისელმა არქეოლოგმა მიტჩელ-ხეჯესმა, როცა ის ატარებდა გათხრებს მაიას ტომის ქალაქში ლუბაანტუმში. მას მისი ქალიშვილი ენი ეხმარებოდა.

იმ დღეს ენის დაბადების დღე იყო – იგი 17 წლის გახდა – და ერთ-ერთ ადგილს წმენდდა ქვებისგან. ეს ადგილი არქეოლოგების აზრით საკურთხეველი უნდა ყოფილიყო. ენიმ პირველმა იპოვა ბროლის თავის ქალა – ეს საოცარი აღმოჩენა იყო, მისი თვალბუდეები საოცრად ანათებდნენ. მას ქვედაყბა აკლდა, რომელიც მოგვიანებით 3 თვეში იქვე ახლოს იპოვეს. აღმოჩნდა, რომ ქვედაყბა არ იყო მიმაგრებული თავსი ქალაზე არამედ მიდგმული იყო გორგალაჭით.

skulll

ეს ქვედაყბაა – რომელის ადამიანის ქვედაყბის ზუსტ ასლს წარმოადგენს.

ბევრ არქეოლოგს ეჭვი ეპარებოდათ ლუბაანტუმის თავის ქალას სინამდვილეში – ზოგს მიაჩნდა, რომ ენის მამამ მას ასეთი საჩუქარი გაუკეთა დაბადების დღისათვის.
1924 წლის 26 ივლისს ინგლისელმა ოფიცერმა ტომას ჰანმა, რომელიც გატაცებული იყო არქეოლოგიით და თან ახლდა მიტჩელს, მოუთხრო გაზეთს Illustrated London News ამ ქალას შესახებ.
ქალბატონი ენი მიტჩელ-ჰეჯესი 90 წლისა კანადაში ცხოვრობდა და ხშირად იხსენებდა ამ აღმოჩენის შესახებ. იგი სწერდა – ” ზოგჯერ ვნანობ, რომ ეს ქალა მამს არ ჩავატანე საფლავში – მას ასე უნდოდა. ეს ყველაზე შესაფერისი ადგილი იქნებოდა ამ ნივთისათვის. ეს ქალას სხვის ხელში ბოროტების წყარო ხდება”
ამერიკელი რესტავრატორი ფრენკ დორლანდი იკვლევდა ამ ქალას 1964 წლიდან 1970 წლამდე. იგი ისეა გაკეთებული, რომ პატარა ნიავზე ქვედაყბა იწყებს მოძრაობას. კიდევ ერთი საინტერესო აღმოჩენა გააკეთა დორლანდმა – როცა ბროლის ქალა შეაბრუნა ცეცხლისაკენ – თვალბუდეები უცებ ალივლივდა და ნათება დაიწყო. ისეთი მძფრი შეგრძნება იყო, რომ ტანში ჟრუანტელმა დაიარა – ასე აღწერს დორლანდი ამ გრძნობას.
ეტყობა ამ თავის ქალებს მაიას ტომის ინდიელები რიტუალებისას იყენებდნენ რაც შიშს და ძრწოლვას იწვევდა ხალხში.
დორლანდმა დაასკვა, რომ ლუბაანტუმის თავის ქალა გაკეთებულია ბროლის ერთი ნაჭრისაგან და მას დიდი ხნის განმავლობაში ამუშავებდნენ. იგი ისეა გაკეთებული. რომ სხივი, რომელიც უკნიდან ეცემოდა (იქ ჩატანებული იყო ბროლის ლინზა) თვალბუდეებს “ანთებდა”. დორლანდს ვერ გაეგო როგორ მოახერხეს მაიას ინდიელებმა ქალას ასე ზუსტად დამუშავება. მიკროსკოპის ქვეშაც კი არ ჩანს დამუშავების კვალი. დორლანდი მივიდა დასკვნამდე, რომ იმ დროში ხელით დამუშავებას დასჭირდებოდა რამდენიმე საუკუნე – დაახლოებით 800 წელი 24 საათიანი შრომისა! სხვა სპეციალისტებმა შეისწავლეს რა ეს თავის ქალა (ჰიულეტ-პაკარდის კომპიუტერული ფირმა) – მათ გამოთვალეს და გაუთავებელი შრომის 300 წელი მიიღეს.

skullll

არაა გამორიცხული, რომ ბროლის თავსი ქალა ეკუთვნის ხალხს, რომელიც მაიას ტომზე რამდენიმე ათასი წლის წინ ცხოვრობდა გონდურასში. დღემდე უცნობია ამ ქალას დამუშავებსი ტექნოლოგია.
იყო მოსაზრებაც, რომ ეს ქალა იყო ყალბი – 1982 წელს იგი გამოიკვლია პროფესორმა რ. დისტელბერგერმა (ვენას მუზეუმიდან)
იყო ფანტასტირიური ვერსიებიც – ამტკიცებდნენ რა რომ ეს ქალა ატლანტიდიდან იყო. უცხოპლანეტელების ფიგურირებდნენ ერთი პერიოდი.
ბევრი ადამიანი ამჩნევდა, რომ ბროლის თავის ქალას გვერდით უჩნდებოდათ უცნაური შეგრძნებები.
არსებობს კიდევ “ქალა ე.ტ.” რომელიც ეკუთვნის ვან დიტენს – მან იგი გვატემალაში შეიძინა 1991 წელს. იგივე პროფესორმა რ. დისტელბერგერმა აღიარა რომ იგი ნამდვილი იყო და არა ყალბი. ამ ქალას საოცარი ძალა ჰქონდა, როცა მის გვერდით ვინმე იმყოფებოდა. დისტელბერგერმა დაადგინა, რომ ამ ქალას ასაკი 500 წელი იყო.

ბროლის თავის ქალებს ინდიელები მაგიურ რიტუალებში იყენებდნენ.
დანარჩენი ბროლის თავის ქალები ნაპოვნია ცენტრალურ ამერიკაში და ინკების კულტურას ეკუთვნის.

წყარო:TNews.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button