არქივი

თანამედროვე ქართული ფულის ისტორია ( ნაწილი მეორე: ბანკნოტები)

3ed365d9b80f
სრულიადში იხილავთ თანამედროვე ქართული ბანკნოტების სრულ სიას და თანამედროვე ქართული ფულის ისტორიას.

ნაწილი პირველი: მონეტები

1995 წლის 2 ოქტომბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
ერთადერთ კანონიერ საგადამხდელო საშუალებად გამოცხადდა ახალი ქართული
ეროვნული ვალუტა ლარი”. მიმოქცევაში გავიდა –
1, 2, 5, 10, 20, 50 და 100 ლარის ღირებულების საბანკო ბილეთები. სიტყვა ლარი”, რომელიც შეირჩა ქართული
ეროვნული ვალუტის ძირითადი ერთეულის სახელწოდებად, ძველი ქართული სიტყვაა
და ნიშნავს ზოგადად განძს, ქონებას, ხოლო, თეთრი”,
რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ასევე ძველი, XIII საუკუნიდან
დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1999 წელს სრულყოფის
თვალსაზრისით მოდიფიცირებულ იქნა 1995 წლის ემისიის ყველა ნომინალის
ბანკნოტები, 2002 წელს 1999 წლის ემისიის მხოლოდ 1, 2, 5, 10 და 20 ლარის
ღირებულების ბანკნოტები, 2004 წელს 50 და 100 ლარის ღირებულების
ბანკნოტები. 2007 წლის 16 აპრილს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმოქცევაში
გაუშვა 200 ლარის ღირსების ბანკნოტი.

1, 2, 5, 10, 20, 50, 100 და 200 ლარის ნომინალის
ბანკნოტის, წინა მხარეზე წარმოდგენილია ქართული წარწერები: საქართველო”, საქართველოს
ეროვნული ბანკი”, ნომინალის დასახელება, საქართველოს ეროვნული ბანკის
პრეზიდენტისა და ფინანსთა მინისტრის ხელმოწერები და თარიღი, ხოლო უკანა
მხარეზე – ინგლისური ენოვანი წარწერები: GEORGIA”
და ნომინალის დასახელება.

ერთი ლარი ზევით
გამოშვების წელი – 2002ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანაშვილის
(ფიროსმანი) პორტრეტი წარწერით ფიროსმანი
1862–1918″.

1 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია საქართველოს დედაქალაქის – თბილისის პანორამა და ირემი
ფიროსმანის ნახატიდან.

1 l back
ორი ლარი
ზევით
გამოშვების წელი – 2002ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია ქართველი კომპოზიტორის ზაქარია ფალიაშვილის პორტრეტი
წარწერით ზაქარია ფალიაშვილი 1871–1933″, ხოლო
მარცხენა მხარეს – მისი ოპერის – აბესალომ და
ეთერის” უვერტიურის ნოტები.

2 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის
სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობა, წარწერა: თბილისის
ოპერისა და ბალეტის ეროვნული თეატრი 1887 წ.”.

2 l back
ხუთი ლარი
ზევით
გამოშვების წელი – 2002ბანკნოტის ზომა – 115 X 61 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია ქართველი აკადემიკოსის ივანე ჯავახიშვილის პორტრეტი
წარწერით „ივანე ჯავახიშვილი 1876 – 1940″.

5 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო
უნივერსიტეტის შენობა, მის ქვემოთ – გადაშლილი წიგნი და მცენარეული დეკორი,
მარცხენა მხარეს – ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ. წ. III
ათასწლეულის ყორღანიდან და საქართველოს სიტუაციური რუკა.

5 l back
ათი ლარი


ზევით
გამოშვების წელი – 2002ბანკნოტის ზომა – 125 X 63 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის აკაკი წერეთლის
პორტრეტი წარწერით აკაკი წერეთელი 1840–1915″,
მერცხალი და აყვავებული რტო.

10 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია დედის პორტრეტი ქართველი მხატვრის დავით კაკაბაძის
ფერწერული ტილოდან „ იმერეთი–დედაჩემი” და ვაზის ლერწები.

10 l back
ოცი ლარი
ზევით
გამოშვების წელი – 2002ბანკნოტის ზომა – 131 X 65 მმ.

წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ილია ჭავჭავაძის
პორტრეტი წარწერით „ილია ჭავჭავაძე 1837–1907″, მის მიერ დაარსებული
ჟურნალები „საქართველოს მოამბე”, „ივერია” და პირადი ნივთები.

20 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია თბილისის დამაარსებლის, მეფე ვახტანგ გორგასლის
ქანდაკება.XVIII ს–ის თბილისის გეგმა (შედგენილია ვახუშტი ბაგრატიონის
მიერ) და ძველი თბილისის პანორამა ნარიყალას გამოსახულებით.

20 l back
ორმოცდაათი ლარი
ზევით
გამოშვების წელი –
2004

ბანკნოტის ზომა – 135 X 66 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია თამარ მეფის პორტრეტი წარწერით თამარ
მეფე. XII ს.”, ხოლო მარცხენა მხარეს – გრიფონის გამოსახულება სამთავისის
ტაძრის ფასადის მორთულობიდან.

50 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია ზოდიაქოს ნიშანი – „მშვილდოსანი” – XII ს–ის ქართული
მინიატურული ხელნაწერიდან.

50 l back
ასი ლარი
ზევით
გამოშვების წელი –
2004

ბანკნოტის ზომა – 140 X 67 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია ქართველი პოეტის შოთა რუსთაველის გრაფიკული პორტრეტი
წარწერით შოთა რუსთაველი. XII ს.”, მარცხენა
მხარეს – ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლების კომპოზიცია.

100 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:წარმოდგენილია კომპოზიცია ბიბლიური სიუჟეტით – დანიელი
ლომთა ხაროში” – მარტვილის მონასტრის რელიეფიდან წარწერით „მარტვილი. VII
საუკუნე”.

100 l back
ორასი ლარი
ზევით
გამოშვების წელი –
2007

ბანკნოტის ზომა – 146 მმ X 72 მმ.

ბანკნოტის წინა მხარე:გამოსახულია საქართველოს ეროვნული გმირის ქაიხოსრო (ქაქუცა)
ჩოლოყაშვილის პორტრეტი. ფონად გასდევს ქართული კულტურის ძეგლების რელიეფურ
გამოსახულებათა ფრაგმენტები.

200 l front
ბანკნოტის უკანა მხარე:გამოსახულია სოხუმის ხედი და გულრიფშის რაიონის სოფელ წებელდაში ნაპოვნი
კანკელის რელიეფური გამოსახულების ფრაგმენტი.

200 l back

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button