არქივი

მითად მიჩნეული ცხოველები

051b17f5c01f

ზოგიერთი ცხოველის არსებობა რამდენიმე საუკუნის განმავლობაში უარყოფილი იყო მეცნიერების მიერ, ვიდრე მათი არსებობის მტკიცებულებები არ გაჩნდა. დღესდღეობით ისინი იმდენად პოპულარულები არიან, რომ ბევრისთვის ძნელია იმის წარმოდგენა, თუ როგორ შეიძლებოდა მათი არსებობა არ დაეჯერებინათ…

1. გორილა

38c4bada3d05

ამჟამად გორილები ძალიან პოპულარულები არიან და თითქმის ყველა ქვეყანაში იცნობენ მათ, თუმცა იყო დრო, როცა გორილა მითიურ არსებად მიიჩნეოდა. აფრიკიდან დაბრუნებული ევროპელი მოგზაურები აღწერდნენ ადამიანის მსგავს, დიდ, თმიან და არაბუნებრივად ძლიერ არსებებს, რომელთა მამრი წარმომადგენლები მდედრებს იტაცებდნენ და აუპატიურებდნენ. მაშინდელმა მეცნიერებმა ეს არარეალურად ჩათვალეს და ბოდვის სტატუსი მიაკერეს.

1847 წელს მკვლევარმა ტომას სევიჯმა ჩამოიტანა გორილას და რამდენიმე სხვა მაიმუნის ძვლები და თავის ქალები. 50-იან წლებში რამდენიმე მკვლევარმა ნახა ცოცხალი გორილა აფრიკაში მოგზაურობისას, თუმცა 1902 წლამდე ის მაინც მითი იყო.

2. ოკაპი

76a4cfc94191

ოკაპის არსებობა ცნობილი იყო უძველესი ეგვიპტელებისთვის და ცენტრალურ აფრიკაში მცხოვრები პიგმეებისთვის. ევროპელებს არ სჯეროდათ პიგმეების მონაყოლის და ოკაპს მითიურ არსებად თვლიდნენ. 1890 წელს მკვლევარი ჰენრი სტენლი კონგოში მოგზაურობისას დაინტერესდა სიტყვა “ოკაპის” წარმომავლობით. აღმოჩნდა რომ ეს სიტყვა იხმარებოდა ზოგჯერ შინაური ცხენის, ზოგჯერ სხვა, გარეული ცხოველის მიმართ, რომელსაც იჭერდნენ და ჭამდნენ.

იმ პერიოდში სერ ჰენრი ჯონსტონი, რომელიც უგანდის მმართველი უნდა გამხდარიყო, ჰენრის წიგნებით დაინტერესდა და მისი ყურადღება ოკაპის აღწერილობამ მიიპყრო. მან ადგილობრივი გლეხებისგან შეიძინა ოკაპის კანის ნაგლეჯები და ლონდონის მუზეუმში გააგზავნა ანალიზზე. ინგლისელმა მეცნიერებმა იმ დროს შესწავლილ ვერცერთ სახეობას ვერ მიუსადაგეს.

1901 წელს ჯონსტონმა იშოვა მთლიანი კანი და თავის ქალა, რომლებიც ასევე ლონდონში გაგზავნა. მეცნიერები ფრიად გაკვირვებულნი დარჩნენ – აგებულებით ოკაპი საოცრად ჰგავდა ჟირაფის უძველეს წინაპრებს, რომელთა ნაშთებიც 1838 წელს ეპოვნათ საბერძნეთში. როგორც იქნა, მეცნიერების თავსატეხი ამოიხსნა – ოკაპი არც ზებრა იყო და არც ცხენი, როგორც მანამდე ფიქრობდნენ. ის ჟირაფების ერთადერთი ნათესავი იყო, რომელმაც დღემდე მოაღწია.

3. გიგანტური პანდა

46918f5e5ce5

დღესდღეობით ეს შავ-თეთრი ვეგეტარიანელი დათუნიები ყველაზე პოპულარული ცხოველების რიგში შედიან, თუმცა საუკუნეების მანძილზე მათი არსებობა უცნობი იყო თვით მათ სამშობლოში – ჩინეთში ! ცნობები “დიდი უცნაური თეთრი დათვების” შესახებ მითად რჩებოდა 1869 წლამდე. 1869 წელს ფრანგმა მისიონერმა არმანდ დევიდმა ჩინეთის მთებში ნადირობისას უცნაური ცხოველი მოკლა და მისი ნაწილები ევროპაში გაგზავნა ანალიზისთვის. მხოლოდ ამის შემდეგ დადასტურდა ამ იშვიათი ცხოველის არსებობა მეცნიერების მიერ.

ფართო საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც 1916 წელს გერმანელმა ზოოლოგმა ჰუგო ვაიგოლდმა გიგანტური პანდის ბელი იყიდა და ევროპაში ჩამოიყვანა. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ჩინეთში გიგანტურ პანდას “დიდ დათვ-კატას” ეძახიან. ეს იმის გამოა, რომ მათ ვერტიკალური გუგები აქვთ, რაც კატებს ახასიათებთ და არცერთ სხვა დათვს. ერთი პერიოდი ისინი ენოტის ნათესავებადაც მიაჩნდათ, მაგრამ დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ ისინი დათვებს ენათესავებიან.

4. ჟირაფი

5d6c46338b99

მართლაც ძნელია დაიჯერო ამ ცხოველის არსებობა, სანამ დამამტკიცებელ ფაქტებს არ ნახავ. მისი გარეგნობა ხომ უნიკალურია და არცერთ სხვა ცხოველს არ გავს :yes: ეს ცხოველი ყველაზე ადრე ეგვიპტელებმა აღმოაჩინეს, მიუხედავად იმისა რომ მათი სამშობლო ეგვიპტე არაა. არის ცნობები რომ ფარაონ რამზეს მეორეს თავის ზოოპარკში სხვა იშვიათ ცხოველებთან ერთად ჟირაფებიც ჰყავდა. საბერძნეთში მიიჩნევდნენ რომ ჟირაფი ეს იყო აქლემისა და ლეოპარდის შეწყვილების შედეგი. მისი მეცნიერული სახელიც კი (Giraffa camelopardalis) იგივენაირად იშიფრება.

ძველ გადმოცემებს თუ დავუჯერებთ, რამდენიმე ჟირაფი დაიჭირეს და რომში ჩაიყვანეს იმპერატორ ცირკუს მაქსიმუსის პატივსაცემად. ამის შემდეგ ჟირაფის შესახებ რაიმე ცნობა ევროპაში 1486 წლამდე არ ყოფილა. 1486 წელს ფლორენციის დე-ფაქტო მმართველს ლორენცო დე მედიჩის რამდენიმე წყვილი ჟირაფი აჩუქეს და აქედან დანარჩენმა ევროპამაც გაიგო ჟირაფების არსებობის შესახებ.

საინტერესო ცნობა: ჟირაფების პრეისტორიული ნაშთები ევროპასა და აზიაშიცაა აღმოჩენილი ( ! )

5. ტაკინი

04c34ce2622b

‘არგონავტების’ ცნობილ მითოსში ტახტის მემკვიდრე იასონს ბიძამისი პელიასი ავალებს კოლხეთში გამგზავრებას და ოქროს საწმისის მოპოვებას. საწმისი პოსეიდონის შექმნილი ცხვრის ტყავისგან იყო გაკეთებული. ექსპერტების ნაწილს მიაჩნია, რომ ოქროს საწმისის ლეგენდის შთაგონების წყარო იყო ოქროსფერტყავიანი ცხოველი, რომელიც ამჟამად ცნობილია სახელით “ოქროს ტაკინი”. ეს ცხოველი ჰიმალაებში ბინადრობს. იმის მიუხედავად რომ 1850 წელს მოგზაურებმა ეს ცხოველი აღწერეს, მაინც ლეგენდად მიიჩნეოდა.

ბუტანში ტაკინის წარმოშობას ზებუნებრივი ძალებით ხსნიან: მე-15 საუკუნეში ძლევამოსილი და ბრძენი ლამა ესტუმრა ქალაქს და ხალხის თხოვნით იძულებული გახდა სასწაული მოეხდინა. მან თხა და ძროხა მოითხოვა. როგორც კი თხოვნა აუსრულეს, ლამამ ორივე მათგანი შესანსლა. ცოტა ხანში ნაჭამი უკან ამოანთხია და ორის მაგივრად ერთი მთლიანი ცხოველი შექმნა, რომელსაც თითის შეხებით სიცოცხლე აჩუქა. ამ ლეგენდის გამო ტაკინს ყველა ცხოველზე მეტ პატივს სცემენ ბუტანში.

გაგრძელება იქნება :yes:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button