საკითხავისასარგებლოუცნაური

ტასმანიური “მგელ-ვეფხვა”

a1e8dcbe3da2
ტილაცინი (ჩანთოსანი მგელი,ტასმანიური ვეფხვი) გადაშენებული ცხოველია.ეს ცხოველი პირველად 1808 წელს აღწერა ინგლისელმა ნატურალისტმა ჰარისმა.ტილაცინის სამეცნიერო სახელწოდებაა “მგლის თავიანი ჩანთოსანი ძაღლი”.

თავდაპირველად ტილაცინი ავსტრალიის კონტინენტზე და ახალ გვინეაში იყო გავრცელებული(4 მილიონი წლის წინ).თუმცა დაახლოებით 3000 წლის წინ ავსტრალიაში გამოჩნდა ველური ძაღლი დინგო და ტილაცინები განდევნილნი აღმოჩნდნენ.

კლდეზე გამოსახული ტილაცინი(დაახლოებით 3000 წლის წინ)

86cd1cb21edd

შემდგომ საუკუნეებში ისინი გამოჩნდნენ კუნძულ ტასმანიაზე,და სწორედ აქედან მოდის მათი ერთ-ერთი სახელი “ტასმანიური ვეფხვი”.ტასმანიაზე მათმა რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა XVIII-XIX საუკუნეში.თუმცა მათი მატება დიდხანს არ გაგრძელებულა,რადგან მეცხრამეტე საუკუნის 30_იან წლებში ტასმანიის მოსახლეობამ დაიწყო ტილაცინების მასიური განადგურება,მიზეზად კი ასახელებდნენ შინაური რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირებას რაშიც მათი აზრით ტილაცინები იყვნენ დამნაშავე(ეს მთლადაც არ შეესაბამებოდა სიმართლეს).

b24d5952938a

4462b16ad3e6

cb64ac6ed5d6

იწყება მასიური ხოცვა ტილაცინებისა,რამაც გამოიწვია მათი რაოდენობის მასიურად შემცირება.1863 წლისათვის ისინი მხოლოდ ძნელად მიუსვლელ მთიან ადგილებში იყვნენ შემორჩენილნი.
XX საუკუნის დასაწყისში კი ტასმანიური ვეფხვისთვის ისევ მძიმე პერიოდი დადგა,რადგან გავრცელდა ძაღლის ჭირი,ეს დაავადება ტილაცინებისათვის ლეტალური იყო.ყოველივე ამან კი 1914 წლისათვის უმძიმესი სურათი შექმნა-ეს ცხოველები ერთეულნი შემორჩნენ ტასმანიურ ბუნებას.

1928 წელს ტასმანიაში შემოიღეს ბუნების დაცვის კანონი,რაც კრძალავდა ტილაცინებზე ნადირობას,თუმცა ეს ღონისძიება უკვე დაგვიანებული იყო…
ბოლო ტილაცინი ველურ ბუნებაში 1930 წელს მოკლეს,ხოლო 1936 წელს ჰობარტის ზოოპარკში სიბერისგან მოკვდა ბოლო წარმომადგენელი ტილაცინისა სახელად “ბენჟამინი”.

“ბენჟამინი”

b916b30d92df

b3a9e2ed8c1f

შემდეგ წლებში მრავალი ადამიანი ამტკიცებდა თითქოს ტილაცინებს გადაეყარნენ,თუმცა ეს ფაქტები არ დადასტურდა.
2005 წელს ავსტრალიურმა ჟურნალმა “The Bulletin” 1,25 მილიონი დოლარი პრემია დააწესა იმისათვის ვინც იპოვიდა ტილაცინს,თუმცა უშედეგოდ…

3fd2255552c0

ტილაცინის ჩონჩხი

dd2cbb3da4e0

ab36db166a9e

d8294fb326ed

7e97d4000fed

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button