არქივი

თანამედროვე ქართული ფულის ისტორია( ნაწილი პირველი: მონეტები)

mon
სრულიადში იხილავთ თანამედროვე ქართული მონეტების სრულ სიას და თანამედროვე ქართული ფულის ისტორიას.
მონეტები

1995
წელს მიმოქცევაში გაშვებულ იქნა 1, 2, 5, 10, 20, და 50 თეთრის
ღირებულების მონეტები. „თეთრი”, რომელიც ლარის მეასედ ნაწილს ეწოდა, ძველი
XIII საუკუნიდან დამკვიდრებული ქართული სამონეტო ტერმინია. 1, 2, 5, 10 და
20 თეთრის ღირებულების მონეტები ვერცხლისფერია, ხოლო 50 თეთრის ღირებულების
მონეტა – ოქროსფერი. დიზაინის ავტორები: ავერსი – ელგუჯა ამაშუკელი;
რევერსი – ნოდარ და ბაჩანა მალაზონიები.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2000 წლის 10 აგვისტოს
მიმოქცევაში გამოუშვა ქრისტეშობის 2000 წლის და საქართველოს
სახელმწიფოებრიობის 3000 წლის თარიღთან დაკავშირებით მოჭრილი 10 ლარის
ღირსების საიუბილეო მონეტები, რომლებიც მიმოქცევაშია 10 ლარის ნომინალის
ბანკნოტების პარალელურად. ბიმეტალური მონეტების – შიდა რკალი
ვერცხლისფერია, ხოლო გარეთა რკალი – ოქროსფერი. ორივე მონეტის წიბო
დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა „Georgia” და „Ten Lari”,
აგრეთვე წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი. დიზაინის ავტორები:
ემირ ბურჯანაძე და თინათინ თევზაძე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2006 წელს 1 და 2 ლარის
ნომინალისა და მოდიფიცირებული 50 თეთრის ღირებულების  მონეტები გამოუშვა.
ახალი მონეტები დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიით ავსტრიის, ჰოლანდიისა და
დიდი ბრიტანეთის ზარაფხანებში. 50-თეთრიანი ახალი მოდიფიკაციის მონეტა
მიმოქცევაში იქნება ანალოგიური ნომინალის ძველი მონეტის პარალელურად, ერთ
და ორ ლარიანი მონეტები კი შესაბამისი ნომინალის ქაღალდის ფულის ნიშნებთან
ერთად. დიზაინის ავტორები: მამუკა გონგაძე და ნათია დოლიძე.

ერთი თეთრიმოჭრის თარიღი – 1993 წელი.წონა: 1,38 გრ.

დიამეტრი: 15 მმ.

სისქე: 1,25 მმ.

შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.

1 tetri nominalავერსი:
მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ციფრი „1″, მის ქვეშ წარწერა – „თეთრი”
და ვაზის ლერწი. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად
მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.

1 tetri borjgaliრევერსი:
მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის
თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ
ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა”, „REPUBLIC OF GEORGIA”.ორი თეთრიმოჭრის თარიღი – 1993 წელი.წონა: 1,9 გრ.

დიამეტრი: 17,5 მმ.

სისქე: 1,25 მმ.

შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.

2 tetri nominalავერსი:
მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ფრთებაწეული ფარშავანგი, მის ქვეშ
წარწერა – „თეთრი” და ციფრი „2″. მონეტას კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული
აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.

2 tetri borjgaliრევერსი:
მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის
თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ
ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა”, „REPUBLIC OF GEORGIA”.

ხუთი თეთრი

მოჭრის თარიღი – 1993 წელი.

წონა: 2,5 გრ.

დიამეტრი: 20 მმ.

სისქე: 1,32 მმ.

შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.

5 tetri nominalავერსი:
მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია ოქროს ლომის ქანდაკება ალაზნის ველის ძვ.
წ–ის III ათასწლეულის ყორღანიდან. მის ქვეშ გამოსახულია ციფრი „5″ და
წარწერა – „თეთრი”. მონეტას კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს
ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.5 tetri borjgaliრევერსი:
მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის
თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ
ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა”, „REPUBLIC OF GEORGIA”.

ათი თეთრიმოჭრის თარიღი – 1993 წელი.

წონა: 3 გრ.

დიამეტრი: 22 მმ.

სისქე: 1,27 მმ.

შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.

10 tetri nominalავერსი:
მონეტაზე გამოსახულია ლომზე ამხედრებული წმ. მამაი გელათის მონასტრის XI
საუკუნის მოოქროვილი ვერცხლის ტონდოდან. ფიგურის მარჯვენა მონაკვეთში
გამოსახულია ციფრი „10″, ხოლო ქვემოთ წარწერა – „თეთრი”. კიდეზე წრიული
ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი
არშია.10 tetri borjgaliრევერსი:
მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის
თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ
ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა”, „REPUBLIC OF GEORGIA”.

ოცი თეთრიმოჭრის თარიღი – 1993 წელი.წონა: 5 გრ.

დიამეტრი: 25 მმ.

სისქე: 1,62 მმ.

შემადგენლობა: უჟანგავი ფოლადი – ვერცხლისფერი.

20 tetri nominalავერსი: მონეტაზე
გამოსახულია გამოჩენილი ქართველი მხატვრის ფიროსმანის სურათის დეტალი –
ხარ–ირემი, რომლის მარცხნივ გამოსახულია ციფრი „20″, ხოლო ქვეშ წარწერა –
„თეთრი”. კიდეზე წრიული ფორმით შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული
მცენარეული მოტივით შექმნილი არშია.20 tetri borjgaliრევერსი: მონეტის შუაში გამოსახულია
ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის თარიღი – 1993. კიდეზე წრიული
ფორმით გასდევს წარწერები ქარტულ და ინგლისურ ენებზე – „საქართველოს
რესპუბლიკა”, „REPUBLIC OF GEORGIA”.

ორმოცდაათი თეთრიმოჭრის თარიღი – 1993 წელი.წონა: 2,5 გრ.

დიამეტრი: 19 მმ.

სისქე: 1,4 მმ.

შემადგენლობა: სპილენძის შენადნობი ოქროსფერი.

50 tetri nominalავერსი:
მონეტის ზედა ნაწილში გამოსახულია XI საუკუნის სამთავისის ტაძრის
აღმოსავლეთ ფასადზე განთავსებული გრიფონის რელიეფური გამოსახულება, მის
ქვეშ გამოსახულია ციფრი „50″ და წარწერა – „თეთრი”. კიდეზე წრიული ფორმით
შემოვლებული აქვს ერთმხრივად მიმართული მცენარეული მოტივით შექმნილი
არშია.50 tetri borjgaliრევერსი:
მონეტის შუაში გამოსახულია ბორჯღალი (მზის სიმბოლო) და მონეტის მოჭრის
თარიღი – 1993. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერები ქართულ და ინგლისურ
ენებზე – „საქართველოს რესპუბლიკა”, „REPUBLIC OF GEORGIA”.

მოჭრის თარიღი – 2006 წელი.წონა: 6,5 გრ.დიამეტრი: 24 მმ.შემადგენლობა: სპილენძნიკელივერცხლისფერი. 50t moneta av

ავერსი: გამოსახულია საქართველოს სახელმწიფო გერბი, რომელსაც გარს არტყია მზის სხივების სიმბოლური გამოსახულება. გერბის ქვეშ არის წარწერასაქართველოდა მონეტის მოჭრის თარიღი – „2006″.

50t moneta revრევერსი: გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი „50″ და წარწერათეთრი“.

მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის ანალოგილომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია ქართულინგლისური წარწერასაქართველო Georgia” და მათ შორის გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

ერთი ლარიმოჭრის თარიღი – 2006 წელი.წონა: 7,8 გრ.

დიამეტრი: 26,2 მმ.

შემადგენლობა: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი.

1l moneta avავერსი: მონეტის ავერსი შესრულებულია
ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია საქარტველოს სახელმწიფო
გერბი, ზედა მარცხენა მხარეს – წარწერა „საქართველო”, ხოლო ქვედა მარჯვენა
მხარეს – მონეტის მოჭრის თარიღი „2006″. 1lmoneta revრევერსი: მონეტის რევერსი
შესრულებულია ნახევრად დაღარული პროფილით, რომელზეც გამოსახულია ნომინალის
აღმნიშვნელი ციფრი „1″ და წარწერა „ლარი”.მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის
ანალოგი – ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია
ქართულ-ინგლისური წარწერა „საქართველო  Georgia” და მათ შორის გამოსახულია
ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

ორი ლარიმოჭრის თარიღი – 2006 წელი.

წონა: 8 გრ.

დიამეტრი: 27.0 მმ.

შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძი-ალუმინი-ნიკელი-ოქროსფერი.

გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-ვერცხლისფერი.

2l moneta avავერსი: გამოსახულია საქართველოს
სახელმწიფო გერბი, რომელსაც კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა
„საქართველო” და მონეტის მოჭრის თარიღი – „2006″.

2l moneta revრევერსი: გამოსახულია ნომინალის
აღმნიშვნელი ციფრი „2″ და წარწერა “ლარი”. ვერცხლისფერი ზედაპირი
ორიგინალური დაღარვითაა შესრულებული და წარმოადგენს მზის სხივის
ცენტრიდანულ სიმბოლურ გამოსახულებას.

მონეტის ორივე მხარეს დატანილია მიკროელემენტი, ძველი კოლხური თეთრის
ანალოგი – ლომის თავი. მონეტის წიბო დაღარულია, ჩატვიფვრულია
ქართულ-ინგლისური წარწერა “საქართველო  Georgia” და მათ შორის გამოსახულია
ხუთქიმიანი ვარსკვლავი.

ათი ლარიქრისტეშობის 2000 წლისადმი მიძღვნილი ბიმეტალური მონეტამოჭრის თარიღი – 2000 წელი.

წონა: 10.6 გრ.

დიამეტრი: 26.0 მმ.

შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.

გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.

10lav q bimetalა) ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ჰერალდიკური ფარი მასზე დატანილი
ჯვრებითა და ქრისტეს კვართით. კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა
“ქრისტეშობიდან 2000 წელი”.

ბ)10lrev q bimetal რევერსი: მონეტის შუაგულში
გამოსახულია ნომინალის აღმნიშვნელი ციფრი “10” წარწერით “ათი” და “ლარი”,
ხოლო კიდეზე წრიული ფორმით გასდევს წარწერა “საქართველოს ეროვნული ბანკი
2000”.გ) მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა “Georgia”
და “Ten Lari”, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.

ათი ლარისაქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წლისადმი მიძღვნილი
ბიმეტალური მონეტა.

მოჭრის თარიღი – 2000 წელი.

წონა: 10.6 გრ.

დიამეტრი: 26.0 მმ.

შემადგენლობა: შიდა რკალი: სპილენძ-ნიკელი–ვერცხლისფერი.

გარეთა რკალი: სპილენძ-ნიკელი-თუთია–ოქროსფერი.

10l av s bimetal

ა) ავერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია XI საუკუნის
ღირშესანიშნავი ტაძრის, სვეტიცხოვლის არწივისა და ლომის ცნობილი
ბარელიეფები (როგორც სახელმწიფოს ძლიერების სიმბოლოები).მოცემულ
კომპოზიციას კრავს ფოთლოვანი ორნამენტი და შვიდი ვარსკვლავი. კიდეზე წრიული
ფორმით გასდევს წარწერა “საქართველოს სახელმწიფოებრიობის 3000 წელი”.
10l revs bimetal

ბ) რევერსი: მონეტის შუაგულში გამოსახულია ნომინალის
აღმნიშვნელი ციფრი “10” და წარწერა “ლარი”, ხოლო კიდეზე წრიული ფორმით
გასდევს წარწერა “საქართველოს ეროვნული ბანკი 2000”.

გ) მონეტის წიბო დაღარულია და ჩატვიფვრის წესით გასდევს წარწერა “Georgia”
და “Ten Lari”, წარწერებს შორის გამოსახულია ორი ვარსკვლავი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ბანკი


მსგავსი ამბები

Back to top button