არქივი

ოზონი (O3)

f783847e82c5

ოზონი (O3) – აირის სახეობაა, რომელიც შედგება ჟანგბადის 3-მი ატომისაგან. იგი ბუნებრივად გროვდება სტრატოსფეროში (სტრატოსფერო – დედამიწის ატმოსფერული გარსის ნაწილი, რომელიც დაახლოებით მოიცავს 10 – 50 კილომეტირის მანძილს დედამიწის ზედაპირიდან) და გარს აკრავს ჩვენ პლანეტას, რითაც უზრუნველყოფს ადამიანების დაცვას, მზის მავნე ულტრაიისფერი გამოსხივებისგან.
956c427cb647

დედამიწის ზედაპირთან ახლოს ტროპოსფეროში (ტროპოსფერო – დედამიწის ატმოსფეროს ქვედა ნაწილი, მიწის ზედაპირიდან 10-15 კილომეტრამდე ნაწილს მოიცავს) ოზონი (O3) ქიმიურ რეაქციაში შედის ატმოსფეროს (ატმოსფერო – ჰაერის გარსი რომელიც გარს აკრავს დედამიწას) დამაბინძურებელ გაზებთან, როგორიცაა ავტომობილის გამონაბლოქვი, საწვავის ორთქლი და ა.შ. რაც იწვევს მის შეთხელებას. უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე კი ოზონის (O3) მაღალი კონცენტრაცია მომწამვლელია ადამიანებისა და მცენარეებისთვის.

d6faf52d9d71

ატმოსფეროში არსებული ოზონის (O3) 90% შედის სტრატოსფეროში, დაახლოებით 10-დან – 50-თი კილომეტრის სიმაღლეზე. ოზონის (O3) ბუნებრივი მდგომარეობა სტრატოსფეროში განაპირობებს იმ ბალანსს, რომლის საშუალებითაც ქიმიური რეაქციის საფუძველზე მზის სხივების უარყოფითი გამოსხივება ნეიტრალდება.
მარტივად თუ განვიხილავთ ოზონის შექმნის პროცესი შემდეგნაირად მიმდინარეობს. ადამიანის მიერ ჩასუნთქული ორატომიანი ჟანგბადი (O2) ამოსუნთქვისას მხოლოდ ერთი ატომის მატარებელია. ერთ ატომიან ჟანგბადებს (O) შეუძლიათ ხელახლა შეერთდნენ და ისევ ორატომიან ჟანგბადად იქცნენ, თუმცა მათ ასევე შეუძლიათ ატმოსფეროში უკვე არსებულ O2-ს ანუ ჩვეულებრივ ჟანგბადს შეურთდნენ და ოზონად (O3)გადაიქცნენ.

5212885bae5a

ოზონი ნადგურდება, როცა იგი ურთიერთქმედებს აზოტის, წყალბადის, ქლორის და ბრომის მოლეკულებთან. ზოგიერთი მოლეკულა, რომელიც ანადგურებს ოზონს (O3) ბუნებრივად წარმოიქმნება სხვა დანარჩენებს კი ადამიანები ქმნიან ხელოვნურად.
ოზონის (O3) სრული მასა ატმოსფეროში შეადგენს 3 მილიარდ მეტრულ ტონას. ერთი შეხედვით ეს რიცხვი შესაძლოა ძალიან დიდი მოგეჩვენოთ, მაგრამ ეს მხოლოდ 0.00006%-ია მთლიანი ატმოსფეროს. ოზონის (O3) კონცენტრაცია პიკს აღწევს დედამიწის ზედაპირიდან დაახლოებით 32 კილომეტრზე. ასეთ სიმაღლეზე არსებულ გაზებში ოზონი (O3) აირების საერთო მასაში თითქმის 0.0015% იკავებს.

aeeda80f8e3f

956c427cb647
სტრატოსფეროში ოზონი (O3) შთანთქავს მზის ულტრაიისფერი რადიაციული გამოსხივების დიდ ნაწილს. ოზონის (O3) გარეშე რადიაცია გაანადგურებდა დედამიწის ზედაპირს. ულტრაიისფერი გამოსხივება თავის მხრივ იწვევს კანის დამწვრობას, კიბოს და მხედველობის დაზიანებას.
დღესდღეობით ადამიანების მიერ გამოყენებული გაზების რეაქციაში შესვლა ოზონთან (O3) იწვევს ოზონის შრის დაშლას და ბუნებრივი ბალანსის დარღვევას რაც აისახება კანის დამწვრობის და კიბოს შემთხვევათა დაფიქსირების მზარდ ტენდენციაში.
როდესაც მეცნიერები საუბრობენ ოზონის (O3) ხვრელების გაჩენაზე ისინი გულისხმობენ ამ დამცავი ფენის დათხელებას.

Sumerki

...........
Back to top button