არქივი

ტესტი: ვინ იქნებოდით სხვა ცხოვრებაში?

2aede662c5b6
გასართობი ტესტი

1. ამჟამად დაახლოებით რამდენი ადამიანია თქვენ გვერდით?
ა) ბევრი – მშობლები, ნათესავები, მეგობრები, ნაცნობები და ყველასთვის მყოფნის დრო – 10
ბ) საკმაოდ, მაგრამ მათთვის დრო არ მყოფნის – 5
გ) 2–3 უახლოესი ადამიანი – 0

2. მეგობრებთან ერთად ხართ, ერთი გთავაზობთ მის ნაცნობთან წასვლას, მეორე კი თავის მეგობართან, რას იზამთ?
ა) იმასთან წავალ, ვისაც უკეთ ვიცნობ – 0
ბ) იმ მეგობარს გავყვები, რომელიც ჩემთვის უფრო ძვირფასია – 5
გ) სულ ერთია, სად წავალ, მთავარია, მეგობრებთან ვიყო – 10

3. როგორ იცვამთ?
ა) მოდურად, მაგრამ ვცდილობ, გარშემომყოფები შოკში არ ჩავაგდო – 5
ბ) მეგობრის მსგავსად – 10
გ) ისე, რომ არავის აგრესია არ გამოვიწვიო – 0

4. არომატი თქვენთვის არის…
ა) კოლოსალური მნიშვნელობის – 5
ბ) ყურადღებას არ ვანიჭებ – 0
გ) მნიშვნელოვანი რამ – სახლში სიმყუდროვის სურნელი უნდა იყოს – 10

5. ახლა სიამოვნებით შეჭამდით…
ა) გემრიელ, ყუათიან რამეს – 5
ბ) მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია, კარგ კომპანიაში ვიყო – 10
გ) მნიშვნელობა არა აქვს, საჭმელს დიდ ყურადღებას არ ვაქცევ – 0

6. რა ასოციაცია გაქვთ სიტყვა “მეგობრებზე”?
ა) მე და ჩემი ოჯახი – 10
ბ) მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი – 5
გ) ამ სიტყვას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებ – 0

შედეგები:
50–35 ქულა – კოლექტიური მწერი
ალბათ რომელიმე მწერი იქნებოდით, თანაც კოლექტიური, მაგალითად, ფუტკარი ან ჭიანჭველა. სწორედ აქედან მოდის თქვენი კომუნიკაბელურობა, შრომისმოყვარეობა. თქვენთვის გარშემომყოფები და მეგობრები აუცილებელია, მარტო არაფრად ვარგიხართ.

34–16 ქულა – ერთგული ძაღლი
სხვა ცხოვრებაში ძაღლი იყავით, ერთგული, ძლიერი, ნებისყოფიანი და ჭკვიანი. აქედან გამომდინარე, ზედმეტმა ერთგულებამ, მით უფრო, არასათანადო იდეალებისადმი, მაგალითად, უიმედო სიყვარული, შესაძლოა გზას აგაცდინოთ და… სულ სხვაგან ამოყოთ თავი.

15–0 ქულა – ჩიტი
ალბათ ჩიტი იქნებოდით, სწორედ ამიტომ ახლა თქვენში შერწყმულია ინდივიდუალიზმი და უნარი, ერთი თვალის შევლებით ფართო პერსპექტივა დაინახოთ. მართალია, თქვენი თვისებები ადამიანებს ზიანს არ აყენებს, მაგრამ მარტოს მაინც გაგიჭირდებათ.

წყარო: http://sana.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button