უცნაური

საინტერესო და უცნაური ფაქტები #14

0b9870fb2af3

1. ფაშისტური დიქტატურის პერიოდში დაჰაუს საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდენენ ძმები მაქსი და ერნსტი, რომლებიც წარმოუდგენელი გამძლეობისა და მეგობრობის მაგალითს აძლევდნენ სხვა ტყვეებს. სხვათა შორის, მაქსი და ერნსტი პირველი მსოფლიო ომის პირველი ობლები იყვნენ. შეგახსენებთ, რომ სწორედ მათ  მამაზე – ავსტრიის ერცჰერცოგ, ჰაბსბურგების ტახტის მემკვიდრე ფრანც ფერდინანდზე განხორციელებული ტერორისტული აქტი, რომლის დროსაც იგი დაიღუპა, იქცა პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბად.

2. მთელს ევროპაში ძუძუმწოვართა მხოლოდ ორი ჯგუფია თავისუფალი. ერთნი, კერძოდ, ადამიანები მთელს ევროპას არიან მოდებულნი, ხოლო მეორენი – მაკაკები მხოლოდ გიბრალტარზე ბინადრობენ.

3. მედიცინის ერთ-ერთი დამაარსებელი ძველრომაელი ექიმი გალენი ტავის პაციენტებს, რომლებსაც ფილტვების დაავადებები აწუხებდათ, ვულკანების მიერ ამოფრქვეული გოგირდოვანი გაზების შესუნთქვით მკურნალობდა . გოგირდის შემცვლელი პრეპარატები დღესაც გამოიყენება მედიცინაში.

4. საკუთარი საარჩევნო კამპანიის დამთავრებისას ჯონ კენედის მარჯვენა ხელი საშინლად გაუსივდა. ექიმებმა დაასკვნეს, რომ ამის მიზეზი ხელის ჩამორთმევა იყო. მას შემდეგ ასეთი ტრამვის ასაცილებლად ხალხში გამოსვლის წინ ამერიკის პრეზიდენტები სპეციალურ ხელთათმანებს იცვამენ.

5. დიდი აღმოჩენების პერიოდის ზღვაოსნები ჩვეულებრივ კუს ზოგჯერ მტკნარ წყალზე მეტად აფასებდნენ. ამ ბაკნიანებით, რომლებიც თვეების მანძილზე ინარჩუნებენ სასარგებლო კვებით თვისებებს, ავსებდნენ ტრიუმებს. კაპიტნები ამ ე.წ. ”კონსერვების” გულისათვის ხშირად გზის გამრუდებასაც არ ერიდებოდნენ. მეზღვაურები კი კუებს ”ღვთის წყალობას უწოდებდნენ.

6. იაპონელმა სერჟანტმა შიოჩი იოკიომ მეორე მსოფლიო ომში ტავი ვერაფრით გამოიჩინათუმცა, 1972 წელს მისი სახელი ყველასათვის გახდა ცნობილი. დღეს მას კუნძულ გუამაზე არსებული მუზეუმის მთელი ექსპოზიცია ეძღვნება. ზემოთ ხსენებულ თარიღამდე იოკიომ არ იცოდა, რომ ომი დამთავრდა და პარტიზანულ ცხოვრებას აგრძელებდა. მსოფლიო ისტორიაში მსგავსი კიდევ რამდენიმე შემთხვევა არის დაფიქსირებული.

7. შუა საუკუნეებში მაღალი წრის ქალები ისეთ კაბებს ატარებდნენ, რომელსაც სახელოს ქვედა ნაწილი ადვილად ეხსნებოდა. ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ მაშინ გავრცელებული იყო სახელოს ნაწილის ჩუქება იმ რაინდისთვის, ვისთვისაც ქალბატონს სურდა წყალობა მიენიჭებინა. წყალობის ნიშნად ხელთათმანის ჩუქების წესი კი კინოინდუსტრიის მამების მონაგონია.

8. მაკულატურა ლათინური სიტყვაა და ქართულად დასვრილს, დალაქავებულს ნიშინავს.

9. ტალეირანის თქმით ომი იმდენად სერიოზული რამ არის, რომ მისი მინდობა სამხედროებისთვის არ შეიძლება.

10. ქამელეონი დაწვრილებით ჯერ კიდევ არისტოტელემ აღწერა თავის ნაწარმოებში ”ცხოველების ისტორია”, რამდენიმე თვით გვიან დაწერილ ნაშრომში ”ეთიკა” კი მან ამ ცხოველს ადამიანი შადარა.

მსგავსი ამბები

Back to top button