არქივი

მეტეორი აშშ-ს ცენტრალური შტატების თავზე

32cbaf505b3c
15 აპრილს საღამოს 10 საათიდან. ცენტრალური ამერიკის შტატების პოლიციასა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებებში, გაისმა უამრავი ზარის იმის შესახებ, რომ  შტატის ცაზე სხვა და სხვა ადგილას, შეუიარაღებელი თვალით მარტივად შესაძლებელი იყო დანახვა დიდი ზომის ცეცხლოვანი ბურთისა, რომელიც დიდი სიჩქარით დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ მოძრაობდა. მეტეორის დანახვა, რომლის შესახევაც ამერიკის ცენტრალური შტატების მოსახლეობა იუწყებოდა, 15 წუთის განმავლობაში იყო შესაძლებელი და უნდა აღინიშნოს, რომ დაუნახავი არავის გამორჩებოდა მისი ზომისა და აქტივობის გამო.  მისურის, ილინოისის, ინდიანას, ვისკონსინის და ოჰაიოს შტატში მაცხოვრებელი თვითმხილველები აცხადებდნენ, რომ მეტეორი სანამ თვალს მიეფარებოდა აფეთქდა და პატარა ნაწილაკებად დაიშალა. პოლიციაში ასევე შევიდა ცნობები იმის, შესახებ, რომ სხვა და სხვა ადგილას ამ შტატებში, მოულოდნელად ამოვარდა ქარი, რომელიც შემდეგ მიწყნარდა ასევე ზანზარებდნენ სახლებიც. ასტრონომები ამბობენ, რომ ეს გამოიწვია აქტიურმა მეტეორების წვიმამ, რომელიც 15 აპრილიდან 21 აპრილამდე გაგრძელდება. მეტეორის აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ეს CNN ის ლინკი: http://edition.cnn.com/2010/TECH/04/15/midwest.fireball/index.html?npt=NP1

მსგავსი ამბები

Back to top button