ჰიბრიდული ავტომობილები და ერთი პრობლემა…
ინფორმაცია ჰიბრიდულ ავტომობილებზე. ვისაც გაინტერესებთ შემოიარეთ :D
მას შემდეგ, რაც პირველი ავტომობილი შეიქმნა, კაცობრიობისთვის გაჩნდა კიდევ ერთი პრობლემა – გარემოს დაბინძურება. ეს პრობლემა დღესაც ბევრი მეცნიერის თავის ტკივილია. ამიტომ გადაწყვიტეს შეექმნათ ე.წ ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილი. პირველი ავტომობილი ინტერნეტზე დაყრდნობით შექმნა პორშეს კომპანიამ. ის 1900 წელს შეიქმნა და დღესაც გამართულ მდგომარეობაშია. პორშეს კომპანია კი აპირებს, რომ ეს ავტომობილი გამოფინოს წლევანდელ ჟენევის ავტოშოუზე და ამის შემდეგ ის გადაინაცვლებს პორშეს მუზეუმში. ამ ავტომობილის სახელია ‘Semper Vivus replica’ რაც ქართულად მუდამ ცოცხალს ნიშნავს.
მეცნიერები ვარაუდობენ, რომ 2020 წლისათვის ჰიბრიდული მანქანების გაყიდვა გაიზრდება 23-ჯერ და გადააჭარბებს 11 მილიონს. ამ დროისათვის ამერიკაში ყოველი მეხუთე გაყიდული მანქანა უკვე ჰიბრიდული იქნება, იუწყება JPMorgan-ი. 2008 წლისათვის დაახლოებით ნახევარი მილიონი ჰიბრიდული ავტომობილი დადიოდა ქალაქებში. ეს მთლიანი ავტომობილების რაოდენობის 0.7 %-ია. The Automotive News-ს თუ დავუჯერებთ 2020 წლისათვის მანქანის ჩვეულებრივი ძრავის ჰიბრიდულზე გადაკეთება ეღირება 1900$.
ეს კიდევ ამ ავტომობილების სული და გულია.. :D
ეხლა კი იაპონელების პრობლემა და მისი გადაჭრის ხერხი… ჰიბრიდული ავტომობილები იაპონიის ბაზარზე ლიდერები არიან. იაპონური მედიის ცნობით, ჰიბრიდული ავტომობილები, რომლებიც ხმას, პრაქტიკულად, არ გამოსცემენ, სახელმწიფოებრივ პრობლემად იქცა. უსინათლო და სუსტი მხედველობის მქონე იაპონელებს ქუჩებში გამოსვლის ეშინიათ, რადგან ჰიბრიდული ავტომობილის ძრავი ხმას არ გამოსცემს. იაპონიის მთავრობის ჩინოსნების თქმით, ეს ავტომობილები საფრთხეს ჩვეულებრივი ადამიანისთვისაც წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ ასეთი ტიპის მანქანა კუთხიდან მოულოდნელად უხვევს ან ნისლის დროს მოძრაობს. იაპონიის ტრანსპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ჰიბრიდულ ავტომობილზე სპეციალური მოწყობილობა დამონტაჟდება, რომელიც ხმას გამოსცემს.
ეხლა კი ჰიბრიდული ავტომობილები:
ეს არის ტოიოტა პრიუსის 1996 წლის მოდელი.
ეს დღევანდელი.