Hummer – 2 ცხენის ძალით
ეს ვითომ მანქანა შექმნა Jeremy Dean-მა.
მან აიღო ერთერთი ყველაზე თვალში საცემი ავტომობილი Hummer H2 და გააკეთა ისე რომ არ სჭირდება მას საწვავი. აგრეთვე არ ჭირდება არც წყალბადი თუ ელექტროენერგია და არც სხვა ეკონომიური საწვავის ტიპი.
მისი გამწევია, როგორც შემქმნელმა ჩაიფიქრა, ორი ცხენი.
უნდა ითქვას რომ დიზაინერმა თავისი ნამუშევარი უკვე ჩაუშვა მოხმარებაში და ორი ჯანმრთელი ცხენი სრულად ყოფნის მის გადაადგილებას. თუმცაღა ამით ტრასაზე სიჩქარის რეკორდს ნამდვილად ვერ დაამყარებთ, სამაგიეროდ არც საწვავის ჩასხმა მოგიწევთ. ავტომობილი მთლიანად ტონირებულია, რათა მისი მგზავრები სრულ მყუდროებაში იმყოფებოდნენ, შიგნით კი 3 პლაზმური ტელევიზორია მგზავრობისას მგზავრების გასართობად.
ეს ყველაფერი მან იმისთვის გააკეთა რომ ხალხმა ჯანსაღი ცხოვრებით იცხოვროს(აღარ მოიხმარონ მანქანები) .მან პროტესტი გამუცხადა მანქანების გამოშვებას,რომლებიც გამონაბოლქვს გამოყოფენ.
JEREMY DEAN დაიბადა 1977 წელს აშშ-ში.ამჟამად იგი ცხოვრობს და მუშაობს New York-ში.იგი მხატვარია.
ასეთი იყო მისი მანქანა გადაკეთებამდე:
აი ასეთია მისი ნამუშევარი:
მალე მანვე წარმოადგინა ქანდაკებათა სერია – Futurama, რომელიც შექმნილია: ტყავის, პლასტიკისა და რკინის შერეული ტექნიკით. თითოეული ობიექტის ზომა წარმოადგებს 8×8×30 სმ–ს. Jeremy Dean–ის ხელოვნებათა ნიმუშები მოიცავს: სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურსა და კულტურულ სფეროს, სადაც გამოყენებულია: უფლებამოსილების, წარმატებისა და ამერიკული ოცნების კლასიკური სიმბოლოები.
აი ზოგიერთი მათგანი:
smile ;)
იმედი მაქვს მოგეწონათ…(პოსტიც და მანქანაც)