არქივი

მონეტების პირველი კოლექციონერები(ნაწილი3)

RRC 464 2 Obverse

ნუმიზმატიკა საკმაოდ საინტერესო თემაა და უამრავი მიმდევარი ყავს(მათ შორის მეც ჩემი მოკრძალებული კოლექციით), მაგრამ ბევრმა არ იცის ნუმიზმატიკის ისტორიის წვრილმანები, გადავწყვიტე ამ პოსტში დავწერო იმის შესახებ თუ ვინ იყვნენ მონეტების პირველი კოლექციონერები.

პირველი ნაწილი

მეორე ნაწილი

ანტიკური მონეტებით გატაცება დაიწყო იტალიაში რენესანსის (აღორძინების) ეპოქაში. უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ნაბიჯი მეცნიერული ნუმიზმატიკის შექმნის საქმეში კოლექციონერობა, მონეტების შეგროვება იყო. ამდენად, ნუმიზმატიკის, როგორც მეცნიერების ისტორია საწყის ეტაპზე ფაქტობრივად მონეტების შეგროვების ისტორიაა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ შორის იგივეობის ნიშანი დავსვათ, პირიქით, მათ შორის პრინციპული სხვაობაა.

ერთ-ერთი პირველი კოლექციონერი იყო ცნობილი ჰუმანისტი პოეტი პეტრარკა (1304-1374 წწ.), რომელმაც რომაული მონეტების ბრწყინვალე კოლექცია შეაგროვა. ანტიკური მონეტების შესანიშნავი კოლექციები შეაგროვეს ფლორენციელმა მეცენატმა კოზიმო მედიჩიმ (1389-1464 წწ.) და ნეაპოლის მეფემ ალფონს არაგონელმა. XV საუკუნეში ეს გატაცება იტალიის ფარგლებს გარეთაც ვრცელდება.

ევროპის სახელმწიფოს თითოეული მმართველი ცდილობდა, რაც შეიძლება კარგი და მრავალრიცხოვანი კოლექცია შეეგროვებინა. კოლექციონერობით გატაცებული იყვნენ ავსტრიისა და საფრანგეთის იმპერატორები და მეფეები მაქსიმილიან პირველი (1459-1519 წწ.), ანრი IV (1589-1610 წწ.), ლუი XIV (1661-1715 წწ.) და მაკგრაფი გეორგ ვილჰელმი (1619-1640 წწ.). ასე იქმნებოდა ე. წ. მიუნცკაბინეტები (მონეტის კაბინეტები), სადაც დაცული იყო შეგროვილი მასალა და წარმოებდა მათი შესწავლა. XVIII ს-ში ხუთი ასეთი ცენტრი შეიქმნა: სამეფო ან საიმპერატორო ნუმიზმატიკური ცენტრები ვენაში, ბერლინში, პარიზში, ლონდონსა და პეტერბურგში.

მსგავსი ამბები

Back to top button