ვისწავლოთ (გაკვეთილი ბავშვებისთვის)
1სქელი ქაღალდისაგან გამოჭერით 14 ფურცელი და დანომრეთ. გადაიხატეთ ცისფერი სურათები თითო გვერდზე თითო ისე, როგორც სურათებზეა მითითებული. მაგალითად, სურათი 1 უნდა გადახატოთ პირველ გვერდზე, სურათი 3, 9 მესამე და მეცხრე გვერდებზე და ა.შ. შემდეგ სურათები თანმიმდევრობით დაალაგეთ, წიგნად აკინძეთ და სწრაფად გადაფურცლეთ. ბუ ფრთებს გაშლის და გაფრინდება.
1
2
3
ხოლო თუ ცირკში მოხვედრა გსურთ, შეგიძლიათ ბუს ნაცვლად გაწვრთნილი ვეფხვი დახატოთ და ისევე გააცოცხლოთ, როგორც ბუ.
ერთ ქაღალდზე დახატეთ ნახატი 2, მეორეზე – ნახატი 3. შემდეგ პირველი ნახატის მსგავსად დაახვიეთ და ფანქარი ისრების მიმართულებებით ამოძრავეთ. თქვენ ნახავთ, როგორ გაცოცხლდებიან ცხოველები. აბა, სცადეთ.
მოკეცილი ქაღალდისაგან თქვენ შეგიძლიათ მეტად საინტერესო სათამაშოების გაკეთება. ფერადი ფლომასტერებით დაუხატეთ თვალები, ცხვირი, – აბა, დააკვირდით ამ ნახატს. თურმე შეიძლება რამდენიმეჯერ მოკეცოთ ქაღალდი და ფინიად, მელაკუდად და ბუდ აქციოთ.
იღეთ კრეპის ქაღალდი. გამოჭერით გრძელი ზოლი და დაახვიეთ მავთულზე ისე, რომ მისი ქვედა ნაწილი არ გაჭიმოთ, პირიქით, ოდნავ მოანაოჭეთ, თან წებოს წასმა არ დაგავიწყდეთ. სიმაგრისათვის ზემოდან დაახვიეთ ძაფი.
ახლა მწვანე კრეპის ქაღალდს მოაჭერით გრძელი წვრილი ნაჭერი, ვარდის გვირგვინის ქვედა ბოლოს წაუსვით წებო, შემოახვიეთ გარშემო მწვანე კრეპის ქაღალდი და მავთულის ღეროს ტრიალ-ტრიალით ქვემოთ ჩამოჰყევით ისე, რომ ქაღალდი ღეროს ირიბად დაეხვიოს. ქაღალდის დარჩენილი ბოლო დააწებეთ.
შემდეგ გამოჭერით ვარდის ფოთოლი და მიაწებეთ ღეროზე.
როდესაც წებო გაშრება, ვარდის გვირგვინის ნაპირები ბლაგვი დანით გარეთ გადმოაბრუნეთ.
კრეპის წითელი ქაღალდისაგან გამოჭერით ხუთი ერთნაირი ფურცელი, ძირი შავი აკვარელით ისე შეღებეთ, რომ ქაღალდი გაიჟღინთოს. მავთულის ღეროზე შემოახვიეთ წვრილად დაჭრილი შავი ქაღალდის გული. ყვავილის ფურცლები მავთულის ღეროზე წებოთი დაამაგრეთ, შავი ძაფით შეკარით. ღეროს შემოახვიეთ მწვანე კრეპის ქაღალდი და მიაწებეთ ფოთლები.
ეს მეტად ორიგინალური ფორმის ყვავილია. ასეთი ყვავილებითა და ფოთლებით გაკეთებული თაიგული ძალიან ლამაზია. ნახატზე მოცემული წესით გამოჭერით ყვავილის გვირგვინი და ფოთლები და შემდეგ სასურველი ფერის მუყაოს ფონზე ისე დააწებეთ, რომ ყვავილი ამობურცული დარჩეს.
ქაღალდზე გადაიტანეთ თარგი, გაყევით წითელ ხაზებს და გამოჭერით, პუნქტირით აღნიშნულ ხაზებზე კი გადაკეცეთ; კუდი გაუყარეთ ზურგზე მოთავსებულ ჭრილში ისე, რომ კუდის ბოლო შიგნითა მხარეს დარჩეს. ბაყაყი რომ კარგად დადგეს, პლასტელინით მუყაოს ქაღალდზე მიამაგრეთ. შემდეგ დახატეთ ლერწამი, წყალი და ყვავილები და ბაყაყი შუაში ჩასვით.