არქივი

მუსიკა და ადამიანი (დეპერსიული ამაოება)

bee3c4c34314

1.ადამიანები , რომლებიც უსმენენ მძიმე მუსიკას- ( მძიმე როკი,მეტალი-თავისი მრავალი მიმდინარეობებითურთ) — ასეთი ადამიანების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება გახდეს ის, რომ ვერ მოახერხა ცხოვრებაში, საზოგადოებაში საკუთარი ადგილის დამკვიდრება და საკუთარი თავის რეალიზაცია. ყოველივე ამიში კი ისინი ადანაშაულებენ სხვებს, შესაბამისად მუსიკაც და ტექსტებიც გამსჭვალულია აგრესიით სხვების მიმართ. ისეთი მოვლენების, საგნების, ცნებების მიმართ როგორიცაა :მზე, სინათლე, სიყვარული მათ მობეზრდათ ამდენი სიტკბო და სიტკბოებაში ჩაძირული ადამიანების ყურება.ჰგონიათ რომ საჭიროა საზოგადოება გამოაფხიზლონ და ამისათვის ყველანაერ საშუალებას იყენებენ. ხშირად ამის გამო უმღერიან სიბნელეს[dark] სიძულვილს,სატანას და ა.შ.

a2ec63c338ba

2.ადამიანები, რომლებიც უსმენენ -როკს,პანკ-როკს, მელანქოლიურ-დეპრესიულ მუსიკას- მუსიკას , რომელიც უმღერის ამცხოვრების ამაოებას, მაგრამ ამავე დროს ინარჩუნებს გარკვეული ოპტიმიზმის ელემენტს— აქ ყველაფერი სისულელეა, ამაოებაა, მაგრამ უნდა იცხოვრო მაინც ,იკაიფო,დალიო,გაიხარო და “ბლეზეც ყანტი ვინ რას ფიქრობს”— ასეთი მუსიკის მსმენელების დეპრესიის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს :ტკივილი, შიში, შფოთი, სევდა .ადამიანში ტკივილი და შიში მთლიანობაში ვლინდება, მაგრამ გადაინაცვლებენ რა ისინი პიროვნების დონეზე , გვევლინებიან როგორც გაერთიანებული ინტელექტუალური ემოცია დეპრესიის სახით. ასეთი სახის დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია : შიში და ყოყმანი,ნდობისა და სიმართლის რწმენის დაკარგვა, სინდისის დეპრივაციაში დარწმუნება,მორალური წახდენილობის იდეები,ამორალური ქცევის გამოვლენის სურვილი, “ფეხებზემკიდიას” როლის თამაში და საკუთარ თავთან და სინდისთან მარტო დარჩენის შიში.

3fd8bb09fd82

3.ადამიანები, რომლებიც უსმენენ- ჰიპ-ჰოპს,რეპს-ანუ ქართულ რეალობაში ე.წ.კაიბიჭურ-ძველბიჭური მენტალიტეტის მქონე ხალხი, ძირითადად განიცდიან დეპრესიულ-ჰალუცინატორულ და დეპრესიულ-ბოდვით სინდრომებს.ისინი ებრძვიან არარეალურ ვიღაცეებს ან რაღაცეებს , ცდილობენ დაამკვიდრონ თავიანთი ცხოვრების წესი. ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ გაუმართლათ ცხოვრებაში , აშკარად

6979fbb1d3a2

4 ადამიანები , რომლებიც უსმენენ ჯაზზს, ბლუზს, ფოლკლორს,კლასიკას . აღსანიშნავია , რომ ამ კატეგორიაში შედარებით ასაკოვანი ხალხი შედის, ანუ ისეთი ,რომლებმაც ზემოთჩამოთვლილთაგან ერთერთი საფეხური უკვე გაიარეს. მათთვის დამახასიათებელია ” ფარული” , “შეცვლილილი” ან “შენიღბული დეპრესია”- – მათ მობეზრებული აქვთ ყოველგვარი ამქვეყნიური სიტკბო-სიამე და ეძებენ ჰარმონიას.პესიმისტური და სუიციდალური განწყობის პიროვნების ზოგადუარყოფითი ცხოვრების მოდუსი თავისებურად კომპენსირებულია მომეტებული შრომითი რეჟიმით,რომელიც სულის განგაშს ახშობს, პროტესტის სახით აქტიურ მობილიზაციას ახდენს საკუთარი ძალების პიროვნების უბედურებასთან საბრძოლველად. ასეთი ფარული დეპრესიის დროს ადამიანს ყურადღება გადააქვს ,ოჯახსა და სამსახურზე.

837049d824ce

5 ე.წ.” პაპსავიკები” რომლებიც უსმენენ იმას რასაც მათ მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აწვდის. ასეთ ადამიანებს ძირითადად ემართებათ ნევროზული და სუბდსიქოზური დეპრესია. დეპრესიაში არსებულ ბოდვითი სინდრომი ადამიანს მხოლოდ სწორხაზოვანი აზროვნების საშუალებას აძლევს. ასეთი დეპრესიის დამახასიათებელი თვისებებია უუნარობა,მარტოობის და განსხვავებული აზრის გამოთქმის მანიაკალური შიში, ზოგჯერ უსაფუძვლო თვით ტკბობა და ა.შ.

a3d9bd2cfda1

6.ფოლკლორის მსმენელები — ასეთი ადამიანები ძირითადად აღსავსე არიან პატრიოტული გრძნობებით . მათთვის დამახასიათებელია ე.წ. “ეროვნული” დეპრესია, რადგან “ერის ტკივილი-მათი ტკივილია”. ისინი ძალიან გულღია,ალალი და მეამიტი ხალხია.ადვილია მათი წყენინება.მუდმივად აწუხებთ შიში და შფოთი იმისა ვაითუ ვერაფერი ღირებული ვერ დატოვონ ამ ქვეყანად.ხშირად მისტირიან წარსულს და თვლიან , რომ “ყველაფერი, რაც ამქვეყნად ხდება უარესობისაკენ მიემართება”:)დეპრესიაც ძირითადად ამ ნიადაგზე ემართებათ.ხშირად აწუხებთ აკვიატებული აზრებიც(ნაციონალისტური ხასიათის), რომლებიც ზოგჯერ გადაიზრდება ჰიპოქონდრიულ დეპრესიაში- (შოვინისტური ხასიათის).

7670030d70de

7.კლასიკური მუსიკის მსმენელები- აღსანიშნავია, რომ ამ კატეგორიაში შედის ძალიან ბევრი სხვადასხვა ხელოვნების წარმომადგენლები-მხატვრები,მწერლები,თავად მუსიკოსები და ა.შ. ანუ შემოქმედი-ხელოვანი ადამიანები.ადამიანები, რომლებიც ზოგჯერ განსაკუთრებულადაც არიან გამორჩეულები სხვებისგან. მათთვის დამახასიათებელია ე.წ.”მძიმე,ჩაკეტილი დეპრესია”-ასეთი სახის დეპრესიის ნიშნებია, ჩაკეტილობა,მძიმე ხასიათი, არა მკვეთრად გამოხატული შინაგანი შფოთი და მოუსვენრობა,აკვიატებული აზრები,ყველაფრის მიმართ ნიჰილისტური დამოკიდებულება, საკუთარი სამყაროს შექმნა და იქ ცხოვრება.

66e94907707a

8.ელექტრონული მუსიკის მსმენელები— ამ ჯგუფის ადამიანები საკმაოდ აქტიური და ენერგიულები არიან.შესაბამისად მათი ცხოვრების რიტმიც საკმაოდ სწრაფია და შესაბამისად უფრო ნაკლენია დეპრესიის გამოვლენის შესაძლებლობა.ასეთი ადამიანებისათვის დამახასიათებელია -ე.წ. აჟიტირებული დეპრესია- ყოველგვარი “რუტინის” წინააღმდეგ ბრძოლა.დეპრესიული განწყობა შეიძლება ჩამოყალიბდეს მკვეთრად ჩამოყალიბებული ინდივიდუალურობის და გარესამყაროს ურთიერთდაპირისპირება-შეჯახების საფუძველზე.

732f181d67db

9. , ე.წ. სუფრული მუსიკის მოყვარულები– ამ ტიპის ადამიანები გარკვეულწილად გვანან კიდეც ზემოთ განხილულ (2 კატეგორიის) ადამიანებს.მსგავსება იმაში მდგომარეობს , რომ ამ ადამიანების, რომ შეიძლება ცხოვრება ამაოა, მაგრამ რადგან “ნიახური არა ხარ , რომ მეორედ მოხვიდე”, ამიტომ უნდა იქეიფო,დალიო,ღიპი დაიდო,იცეკვო,იმხიარულო და შენი გაისწორო,თუმცა გამოთქმა “ბლეზეც ყანტი, ვინ რას ფიქრობს” ამ ტიპის ადამიანებს სრულებით არ შეესაბამება.მათთვის ძალიანაც მნიშვნელოვანია საზოგადოების აზრი! ასეთი ტიპის ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბავშურები და გულუბრყვილოები არიან, ხშირად კონფლიქტების და აყალმაყალის მოთავეებიც ხდებიან.მათი დეპრესიის დამახასიათებელი ნიშნებია: უსუსურობის და უიმედობის შეგრძნება,პათოლოგიური მელანქოლია, შეგრძნება იმისა, რომ არავის სჭირდება,არავის უყვარს და რომ საერთოდ ზედმეტია.

9b9497482877

10. უკატეგორიო-კატეგორია— სპეციალურად იმ ადამიანთათვის , ვინც საკუთარი თავი ზემოთ ჩამოთვლილ ვერცერთ კატეგორიაში ვერ დაინახა ან ვინც რამდენიმე მათგანში ან საერთოდ ყველაში დაინახა. ასეთი ტიპის ადამიანები ან საერთოდ არ უსმენენ მუსიკას(მაგრამ მათზე მე აქ არ შევჩერდები, რადგან ისინი არ წარმოადგენენ ჩემი კვლევის საგანს ) ან უსმენენ – ყველაფერს-სიტუაციის და განწყობის შესაბამისად. ასეთი ადამიანები-საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესოები არიან.ისინი ადვილად ეგუებიან ცვლილებებს და ნებისმიერ გარემოში კარგი ორიენტაციის უნარი აქვთ და გამუდმებით ეძებენ საკუტარ თავს. მათი დეპრესიაში ჩაგდება შეუძლია ძალიან წვრილმან რამესაც კი.მათთვის დამახასიათებელი დეპრესიული ნიშნებია-საკუთარი უბედურებისა და გამუდმებული ერთფეროვნების შეგრძნება,სამყაროში საკუთარი ადგილის ვერ პოვნა და ამის გამო გამუდმებული თვითგვემა და ა.შ. თუმცა ,აქვე უნდა აღინიშნოს, ასეთი ტიპის ადამიანები ძალიან ღრმა დეპრესიის დროსაც კი ინარჩუნებენ ოპტიმიზმს, რაც მათ ეხმარებათ დეპრესიიდან თავის ადვილად დაღწევაში და ახალი ძალების მოკრებაში.

8fd168566eee

ბოლოთქმა

რათქმაუნდა , გარკვეულწილად უტრირებული და გაზვიადებულია ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი კატეგორიები, თუმცაღა ეს ყველაფერი იმის საჩვენებლად უფრო ჩამოვაყალიბე და გამოვყავი , რათა კიდევ ერთხელ გამესვა ხაზი მუსიკის როლისთვის პიროვნების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. საერთოდ , ცხადია ადამიანის გემოვნების განვითარებაზე ბევრი რამ ახდენს გავლენას , მაგრამ მათ შორის უპირველესია ხელოვნება, კერძოდ კი ხელოვნების ისეთი გავრცელებული დარგები როგორიცაა მუსიკა, კინო , ლიტერატურა და ა.შ. მათ შორის კი ჩემის აზრით უპირველესია მუსიკა , პირველრიგში იმიტომ , რომ უფრო ხელმისაწვდომია. მისი ბუნება კარგად ერგება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების -(ტელევიზია,რადიო,ინტერნეტი)ბუნებას, უფრო მეტიც მრავალი მის მთლიანად ეთმობა მუსიკას.მეორე იმიტომ , რომ იგი უფრო ადვილად აღსაქმელია და ბევრი ფიქრი და მსჯელობა არ სჭირდება-მოსმენისა და აღქმის დრო თანადროულია და მესამეც იმიტომ , რომ ჩემის აზრით, ყველაზე ძლიერად და სწრაფად შეუძლია ადამიანზე ზეგავლენის მოხდენა.

წყარო: მე და statia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button