არქივი

ის,რამაც შეიძლება ადამიანი გააბედნიეროს ან ბოლო მოუღოს

48a9ac1d73b3
,,სანამ იტყოდე სიტყვას იგი შენია მონა,მონა ხარ მისი, როცა სთქვი და სხვამ გაიგონა “
.
80f6b3f1f7e1
სიტყვით შეიძლება დაჭრა ადამიანი

ეგვიპტიდან ინდოეთს მიმავალმა გენერალმა ჟიუნომ ნაპოლეონს ჩასჩურჩულა: შენი ცოლი ჟოზეფინა გღალატობსო.ამ ცნობამ ნაპოლეონი ლამის გააცოფა და კრუნჩხვაც კი მოჰგვარა.ამბობდნენ,რომ სულით დაცემულმა სარდალმა ჯეროვნად ვეღარ შესძლო სენ-ჟან დ’ აკრის ალყის ორგანიზება და ინდოეთში ლაშქრობის გაგრძელება.
,,ხანჯლით მიყენებული ჭრილობა რჩება,სიტყვით დაკოდილი-არა“.

ი.პანაევი იგონებს,რომ პუშკინის პირადმა ექიმმა სპასკიმ ავადმყოფი მოკლა.

,,ექიმი მომაკვდავი პუშკინის სახლიდან ბრუნდებოდა.სხვა სნეული,ვისთანაც მივიდა,თავს ცუდად გრძნობდა.წამოიწია,ექიმს ხელი დაუჭირა და თქვა:
-მითხარით,არის რაიმე იმედი,ექიმო? მოვრჩები თუ ვერა? არის იმედი?
-არავითარი,-მიუგო სპასკიმ.-რა მოხდა,ყველანი მოვკვდებით,ძვირფასო! აი,პუშკინიც კი კვდება.გესმის? პუშკინი ! ასე რომ,მე და შენც შეგვიძლია მოვკვდეთ!“

6e9e48f69a6c

სიტყვით შეიძლება განკურნო

ცნობილია: ვინმე კაჩილკინს ოცდაორი წელი ეძინა,ერთხელაც არ გაჰღვიძებია,ვერაფერმა ვერ გააღვიძა.ღამის სამ საათზე,როცა ქალაქში ჩამიჩუმიც არ ისმოდა,პავლოვი ფეხისწვერებით მივიდა მის ლოგინთან და ჩურჩულით ჩასძახა: ,,ადექი!“- და კაჩალკინი წამოდგა ! ეს მოხდა 1920 წელს,ხოლო ავადმყოფმა დაიძინა 1898 წელს.კაჩალკინი ვერ ეგუებოდა ძლიერ გამღიზიანებლებს,ყოველგვარი ხმაური მასში იწვევდა ტვინის დამმუხრუჭებელი სტრუქტურის აქტივობას- ღრმა ძილს. ამ საიდუმლოს მიაგნო პავლოვმა,და მისი ჩურჩული (მეორე სასიგნალო სისტემის სუსტი გამღიზიანებელი) საუკეთესო სამკურნალო საშუალება გამოდგა.

ყველასთვის ცნობილია ბალნეოპროცედურების მაღალი ეფექტურობა,მაგრამ დიდი ხანია ისიც დადგენილია,რომ ავადმყოფები თავს უკეთ გრძნობენ აბაზანების დაწყების წინ,იმ წუთიდან,რაც მახლობლებს დაემშვიდობნენ და მატარებელში ჩასხდნენ.თვით რწმენა გამოჯანსაღებისა უკვე საქმის ნახევარია.ლარეიმ,ნაპოლეონის ლაიბ-მედიკმა,რომელიც მას თითქმის ყველა ლაშქრობაში იღებდა მონაწილეობას,თქვა: ,,გამარჯვებულთა ჭრილობები პირს უფრო ადრე იკრავენ “. ექიმმა ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას,რომ ერთნაირად დაჭრილი ორი მეომრიდან უფრო ადრე რჩებოდა ბონაპარტეს გამარჯვებული ჯარისკაცი,ვიდრე დამარცხებული მოწინააღმდეგე . ადამიანის შესაძლებლობა დიდად არის დამოკიდებული მის ემოციურ მდგომარეობაზე.
fe8b63783484

 

კარგი იქნება, და საინტერესოც, მოგვითხროთ ამდაგვარ სიტუაციებზე,რომლებიც თქვენ გადაგხდენიათ : )

მსგავსი ამბები

Back to top button