სასარგებლოსაქართველო

15 აპრილი – სიყვარულის დღე. გილოცავთ!!!

ac853fd5cfe6
გაზაფხულის შუა თვის, შუა რიცხვს – 15 აპრილს უკვე მე-13 წელიწადია საქართველოში სიყვარულის დღეს აღნიშნავენ.
ეს დღესასწაული წლების წინ, ჩვენმა თანამემამულემ, ქართველმა დაარსა. 1993 წელს, მან პირველად შესთავაზა საზოგადოებას სიყვარულის დღის დაარსების იდეა და ერთი წლის შემდეგ მარადიულ ტრადიციას საფუძველი ჩაუყარა. ბესო ჩუბინიძემ დააარსა, მის მეუღლეს მიუძღვნა და თან კონცერტით აღნიშნა ვარსკვლავებთან ერთად. ქართული სიყვარულის დღის დაარსების იდეა მას 1993 წელს გაუჩნდა თავად ეს რიცხვი კი, უკეთილშობილესმა ადამიანმა, მწერალმა, ცხონებულმა გიგა მახვილაძემ შესთავაზა, ისე რომ სულ არ იცოდა, რომ ამ იდეის ავტორიც, ამ დღეს იყო დაბადებული. ეს დღე მისი დაბადების დღეცაა და ასე ამბობს: რომ 15 აპრილი გაზაფხულის ცენტრია და გაზაფხულის – ანუ სიყვარულის ცენტრში ვარ დაბადებული და ამით ბედნიერი ვარო…

გილოცავთ ყველას!!!

მსგავსი ამბები

Back to top button