აკრობატები ლონდონის ქუჩებში
მოახლოებული ოლიმპიური თამაშების მოლოდინში – 2012 წელს ლონდონში გაიმართა აკრობატების გამოსვლა სახელწოდებით: „ სტრების სიურპრიზები“. ტრიუკების დადგმის ავტორი გახდა ცნობილი ქორეოგრაფი ნიუ იორკიდან ელიზაბეტ სტრები (Elizabeth Streb).
აკრობატიკა ტანვარჯიშულ ელემენტთა (ხტომა, ყირა, ბრუნი და მისთ.) ერთობლიობაა – საცირკო ხელოვნების ჟანრი, სპორტის სახეობა. იგი მოიცავს აკრობატულ ხტომებს, ძალისმიერ სტატიკურ ვარჯიშებს და ჯგუფურ კომბინაციებს.
ჯერ კიდევ ძველ დროში აკრობატებად მოიხსენიებდნენ ძლიერ, მოქნილ და გამბედავ მოვარჯიშეებს, რომლებიც სრულყოფილად ფლობდნენ საკუთარ სხეულს, მაგრამ აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
შუა საუკუნეებში აკრობატიკა ეშმაკისეულ გატაცებად გამოცხადდა და მკაცრად იდევნებოდა ხელისუფალთა მიერ, მაგრამ მუშაითებმა კვლავ დაიბრუნეს სარბიელი !
დაათვალიერეთ ლონდონში გამართული აკრობატების გამოსვლა: