რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში ჯერ კიდევ არ შემცირებულა ხანძრით მოცული ტერიტორიის ფართობი – ის 120 000 ჰექტარს აღწევს. ნიჟეგოროდის ოლქში ხანძრის შედეგად დაღუპულების რიცხვი 14-მდე გაიზარდა. სულ, ხანძარმა რუსეთის ცენტრალურ რეგიონებში 30-ზე მეტი ადამიანი შეიწირა. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ხელმძღვანელმა, პატრიარქმა კირილემ ხალხს მოუწოდა, წვიმისთვის ილოცონ