ახალი ამბებიგამოგონებაგასართობი

ტაილანდში რობოტი-ოფიციანტები საჭმელს დაატარებენ და ცეკვავენ

3432a3255b66

შორეული აღმოსავლეთი სულ უფრო და უფრო სიურეალისტური ხდება. მაგალითისთვის, ტაილანდში არსებული იაპონური რესტორანი ავიღოთ, რომელშიც რობოტები მოგემსახურებიან. ქალბატონ ლაპასარად ტანაფანტის (Lapassarad Thanaphant) დიდძალი (30 მილიონი ბატი ($927 600)) ინვესტიციის წყალობით იაპონურ რესტორანში ჰაჯიმე (Hajime) ტაილანდის დედაქალაქში, ბანგკოკში, ტურისტებისა და ქალაქის სტუმრებს გაუჩნდათ შესაძლებლობა შეკვეთილი სადილი ოფიციანტი-რობოტის ხელიდან მიიღოს.
რესტორანი ცნობილი იაპონელი სამურაის საიტო ჰაჯიმეს სახელს ატარებს, რომელიც XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში ცხოვრობდა, ამიტომ ოთხი რობოტი, რომლებიც იქ მისულ კლიენტებს ემსახურება, სამურაის მსგავსად არიან ჩაცმულნი.

ის მამაცი ადამიანები, ვინც ამ რესტორნის სტუმრობას გარისკავენ, შესძლებენ სენსორულ ეკრანზე განათავსონ შეკვეთა და ცოტა ხანში რობოტი-ჰუმანოიდი მათ საკვებს მიუტანთ, ხოლო ადამიანების მომსახურებათა შუალედში იგი სტუმრები გართობასაც შეეცდება და ცეკვის მაგვარ რაღაცას შეასრულებს.

საბედნიეროდ, სტუმრების უსაფრთხოებისთვის, ოფიციანტ-სამურაებს მთელი რესტორნის ტერიტორიაზე გადაადგილება არ შეუძლიათ, მათ ერთი მარშრუტი აქვთ. მაგრამ ვინ იცის, შეიძლება, ამ მექანიზმის მიკროსქემებში უკვე მწიფდება ადამიანებისადმი შურისძიების გეგმა, დაუზოგავი ექსპლუატაციის გამო?

ჰო მართლა, იმავე რესტორანში შესაძლებელია ჯერჯერობით დამოუკიდებლად, ელექტრონიკის დახმარების გარეშე მოიმზადოთ თქვენთვის შაბუ-შაბუ (მოშუშული ხორცი იაპონურად, ბარბექიუს მსგავსი).

წყარო: aqualung.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close