საკითხავისურათები

გმირი ცხოველები

eb1cb29799ce
ხანდახან ვერც კი ვაფასებთ ჩვენს პატარა მეგობრებს, ანუ ცხოველებს. აუცილებელია ყველა გავუფრთხილდეთ მათ, რადგან არავინ იცის ვის როდის დაგვჭირდება შველა, ისინი კი ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან.პოსტში ნახავთ 10 საოცარ ისტორიას, როცა ცხოველებმა გადაარჩინეს ადამიანები

cd28cbe4bde6
1. ძაღლი რომელმაც პატრონი გადარჩინა
ერთხელ დები პარკურსტი სახლში იყო მარტო და ჭამდა ვაშლს, რომელიც მოულოდნელად გადასცდა. დებიმ დაიწყო ზურგში ხელების ჩარტყმა ,მაგრამ ამაოდ. მისმა მოძრაობამ მიიქცია მისი ძაღლის, ტობის ყურადღება. ძაღლი მას დაახტა ზურგიდან, ისე, რომ დების ვაშლი გადმოაგდებინა. როგორც დები ამბობს, როცა ამოისუნთქა ტობიმ დაუწყო სახის ლოკვა, თითქოს სურდა რამით დახმარებოდა.

9e93a6a701fe
2. ჩიხუახუამ გადაარჩინა ბავშვი
ბუკერ ვესტი, 1 წლის ბიჭუნა ერთობოდა თავის პატარა აბაზანაში, რომელიც იდგა მისი ბაბუის სახლის ეზოში. ამ დროს ბავშვთან გველი მისრიალდა და კბენა სცადა, თუმცა ზოი (ჩიხუახუა) გადაეფარა ბავშვს და აარიდა გველის თავდასხმა. სამწუხაროდ ის გველმა დაკბინა, რომელიც საბედნიეროდ შხამიანი არ აღმოჩნდა და ძაღლი გადარჩა.

cc5c6f39dcfd
3. ღორი, რომელმაც გადაარჩინა პატრონი გულის შეტევის დროს
ჯო ენ ალტსმენს სტანჯავდა გულის ტკივილები მაშინ ,როცა ისვენებდა პენსილვანიაში. ეს დაინახა მისმა ღორმა ლულუმ, ის ცოტა ხანი უყურებდა პატრონს, შემდეგ შეძლო კარის გაღება და გავიდა ახლოს მდებარე გზაზე. ლულუ ელოდებოდა როდის გამოჩნდებოდა მანქანა და როცა გამოჩნდა, დაწვა შუა გზაზე. როცა ავტომობილი გაჩერდა და ღორთან მივიდა, ლულუ წამოხტა მოულოდნელად და წავიდა ჯო ენის სახლში. თან უკან იყურებოდა და ამოწმებდა მოჰყვებოდა თუ არა უკან უცნოობი. რამოდენიმე წუთში ღორმა სახლამდე მიიყვანა მძღოლი ,რომელმაც ნახა ჯო ენი და სასწრაფოს გამოუძახა.

cf08a8a0e9af
4. დელფინები, რომლებმაც მეთევზე გადაარჩინეს.
რონი დებელი თევზაობდა თინუსებზე პუერტო პრინცესას სანაპიროს წყლებში. ამ დროს გრიგალი ამოვარდა და მისი ნავი ამოაყირავა. რამოდენიმე საათის განმავლობაში რონი ებრძოდა ტალღებს, მაგრამ თანდათან ძალას კარგავდა. უცებ საიდანღაც გამოჩნდა 30 დელფინი, რომლებიც ცდილობდნენ არ ჩაძირულიყო მეთევზე. ამგვარად მათ გაიყვანეს რონი ბარანგეის ნაპირთან და გადაარჩინეს.

7dd75d132a6e
5. ვეშაპი,რომელმაც გადაარჩინა მყვინთავი
იანგ იუნგი ყვინთაობდა, როცა ქვედა კიდურები პარალიზებული გაუხდა წყლის სიცივის გამო. ის ვეღარ სუნთქავდა და კვდებოდა, როცა გამოჩნდა პატარა ვეშაპი. ვეშაპმა ფეხში მოკიდა პირი და გაამოძრავებინა. ამგვარად, იანგმა ნელნელა მოძრაობა დაიწყო და ვეშაპის დახმარებით წყლიდან ამოვიდა. საოცარია ის ფაქტი, რომ ვეშაპმა მას ერთი ნაკაწრიც არ დაუტოვა.

05569d625492
6. დედალმა გორილამ გადაარჩინა 3 წლის ბიჭი
ბინთი ჯუმ, 8 წლის დედალმა გორილამ გადაარჩინა 3 წლის ბიჭუნა, რომელიც მაიმუნების გალიაში ჩავარდა ზოოპარკში. მაიმუნები დაესივნენ ბიჭს და კბენას უპირებდნენ. ამ დროს ბინთი ჯუ გადახტა , ხელში აიყვანა ბავშვი, ხეზე აძვრა და კარებთან მყოფ ხალხს გადააწოდა.

73133814adf9
7.კატა ,რომელმაც სცადა დაეცვა პატრონი ქურდებისგან
პიტერ ჩოისი აპირებდა საღამოს გატარებას მეზობელთან და ამის შესახებ ლეპტოპის სასუალებით აცნობებდა მას. პიტერის ახლოს იჯდა მისი კატა. მოულოდნელად მის სახლში ქურდები შეიჭრნენ, ჩაარტყეს სახეში მუშტი, ლეპტოპი სასწრაფოდ აიღეს და ის ის იყო უნდა გაქცეულიყვნენ, რომ პიტერის კატა სახეში ეცა ერთერთ ქუდს და სახე დაუსისხლიანა. მძარცველებმა ლეპტოპი დააგდეს და თავქუდმოგლეჯილი გაიქცნენ.

ea4bc1dc716b
8. უცნობმა ძაღლმა იხსნა სიკვდილისგან ადამიანი
კაცი გაბრაზებულ ხარს დასცინოდა და კიდევ უფრო აბრაზდებდა. ხარი გამწარდა და რქებით დაეტაკა. კაცს გადარჩენის შანსი აღარ ჰქონდა, ამ დროს კი საიდანღაც გამოჩნდა ძაღლი და გადაარჩინა.

00ec161777ad
9. ძაღლმა გადაარჩინა ჩვილი გოგონა
კენიაში, კერძოდ კი ნაირობიში გზააბნეულმა უპატრონო ძაღლმა ტყეში იპოვნა ახალდაბადებული მიტოვებული გოგონა. ძაღლმა მაშინვე აიყვანა გოგონა და გაიყვანა გზაზე და თავის ლეკვებთან დასვა.შემდეგ გოგონა გამვლელებმა იპოვეს და გადაარჩინეს.

9e7463aaa409
10. ისევ ძაღლი გვევლინება გმირის ამპლუაში
ამ ძაღლმა გადაარჩინა თავისი პატრონი 4 წლის ბიჭი. პატარა ივან საულს ეძინა და ვერ გაიგო მისი ძაღლის, როსკოს ყეფა. ძაღლი ყეფდა რადგან სახლს ხანძარი გაუჩნდა, ივანის მშობლები კი სახლში არ იყვნენ. ცეცხლი ნელნელა მთელ სახლს ედებოდა, როსკომ გააღვიძა ბავშვი და გაიყვანა უსაფრთხო ადგილებიდან, სადაც ჯერ ცეცხლი არ იყო გაჩენილი. ივანი ფანჯრიდან გადაძვრა, რადგან კარებსაც ცეცხლი ჰქონდა მოკიდებული. სანამ ბავშვმა შველა ითხოვა ძაღლს სხეულის 30% დაეწვა. თუმცა იგი გადარჩა და ყველაფერი კარგად დასრულდა.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close