საკითხავისასარგებლოუცნაური

ლეთარგია ანუ საღათას ძილი

078259dc184c

ლეთარგია [ბერძ. lēthargia თეთრი] – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ჰგავს ღრმა ძილს; დამახასიათებელია უმოქმედობა, გარე გამღიზიანებლებზე რეაქციის უქონლობა და მისთ.; შეიძლება გრძელდებოდეს რამდენიმე საათს ან რამდენიმე დღეს (ქართული ხალხური სახელწოდება: სანათას ძილი).

საშინელი დაავადება, რომელიც ცნობილია როგორც საღათას ძილი (მედიციანაში – ლეთარგიული ძილი), დაახლოებით 90 წლის წინ დაფიქსირდა. სრულიად ჯანმრთელმა ადამიანმა შეიძლება გონება დაკარგოს და დაიძინოს. ძილმა შეიძლება 1 კვირიდან 10 წლამდე გასტანოს. ძველად, იმის გამო, რომ საღათას ძილი სიკვდილი ეგონათ, ხალხს ცოცხლად მარხავდნენ. ახლა უკვე ზუსტად შეიძლება იმის დადგენა ადამიანი მოკვდა თუ ლეთარგიული ძილით სძინავს. ეს სნეულება პირველად 1916 წელს დაფიქსირდა საფრანგეთში. ათ წელიწადში ელვისებური სისწრაფით გავრცელდა მთელ მსოფლიოში. ძველად არ შეეძლოთ ასეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის მკურნალობა, ახლა კი შესაძლებებლია ავადმყოფის გამოკვება და დროთა განმავლობაში ცხოვრების ნორმალურ რიტმში დაბრუნება.

d619311fbf5d

ამ ფენომენის გამოკვლევა დაიწყო ინგლისელმა მეცნიერმა და ვირუსოლოგმა ჯონ ოქსფორდმა, რომელიც მივიდა დასკვნამდე: ლეთარგიული ძილი განუკურნებელია და შეიძლება ნებისმიერ დროს ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. ცნობილმა ექიმებმა ე. ჩერჩმა და რ. დეილმა დაადგინეს, რომ ეს დაავადება პირდაპირ კავშირშია სიზმრებთან. არსებობენ ადამიანები, რომელთა ენერგეტიკული ველი იმდენად ძლიერია, რომ დასვენება ჭირდება, რაც სხეულის გათიშვას იწვევს. ამ დროს პაციენტი მთელ თავის ცხოვრებას სიზმარში ფილმივით ნახულობს, გამოღვიძებულს კი არაფერი ახსოვს. სკეპტიკოსები ამ მოსაზრებას არ იზიარებენ. ცნობილი ბრიტანელი მეცნიერის ჯონ უილიამ დუნის თეორიის მიხედვით სიზმარი ნებისმიერ ადამიანთან ძილის დროს აუცილებლად მოდის. შესაბამისად, ლეთარგიული ძილის დროსაც ადამიანი ბევრ ან რამდენიმე გრძელ სიზმარს ნახულობს. საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგან დუნმა დაადგინა, რომ სიზმრების მართვა შესაძლებელია.სინამდვილეში ზუსტად არავინ იცის ხედავს თუ არა სიზმარს ლეთარგიულ ძილში ჩავარდნილი ადამიანი.

წყარო: ჟურნალი “ამოუცნობი” ; უცხო სიტყვათა ლექსიკონი.

მსგავსი ამბები

Back to top button