კაცობრიობის ისტორია სავსეა სისხლიანი ბრძოლებითა და ბატალიებით. დრონი იცვლებიან,მაგრამ ადამიანები ერთმანეთის სიძულვილის გრძნობას მაინც არ კარგავენ და ბრძოლის ველს სისხლით რწყავენ. ალბათ დედამიწის სიღრმეში სადღაც სისხლიანი მდინარეები მიედინება, რომელიც სავსეა სხვადასხვა ეპოქის და ეროვნების ადამიანთა სისხლით.
ყველა ეპოქას თავისი კანონები და სტერეოტიპები ჰქონდა, მაგრამ ომის მიზანი არასდროს იცვლება-ომი დაპყრობისა და თავდაცვისათვის…
პომპეუსი და მაკედონელი დავიწყებას ეძლეოდა, მაგრამ მათ ადგილას ახალი დამპყრობლები და ომს მოწყურებული ადამიანები ჩნდებოდა; მშვილდ-ისარს ხმალი ცვლის,ხმალს მუშკეტი, მუშკეტს კი უკვე შედარებით თანამედროვე იარაღები და ყველა ამ იარაღთა მისია ერთია რომ ის მიწისქვეშა მდინარეები უფრო და უფრო აადიდოს…
ომები და ეს ქარტეხილები მუდამ იქნება, ხოლო ადამიანი როცა მიხვდება რომ სრული ბედნიერებისათვის ურთიერთჰარმონიაა საჭირო აი მაშინ იქნებ შეიცვალოს რაიმე….
Don Mindia & Malli