კულტურა

ნიკო გომელაური გარდაიცვალა

e9ff54d6b8b2
ეს არ არის ჭორი, ცნობილი მსახიობი და პოეტი 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. როგორც ცნობილი გახდა მას ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა
ამ ბოლო დროს ხშირად ხვდებოდა ხოლმე კამერების ობიექტივის ქვეშ, თუმცა იყო საგრძნობლად გამხდარი, თავზეც თმა არ ჰქონდა, თუმცა თავში აზრადაც არ მომსვლია თუ ასეთი სერიოზული რამ სჭირდა. გულდასაწყვეტია ნამდვილად ასეთი კარგი ადამიანის დაკარგვა.
გუშინ გაიმართა ფონდ ,,იავნანას” ღონისძიება, რომელშიც ნიკოს მონაწილეობა უნდა მიეღო, მაგრამ მან წასვლა ვერ შეძლო, ამის მიუხედავად 3 ოჯახს სახლები გომელაურის სახელით გადასცეს.

ყველა ჩვენი მომხმარებელის სახელით მინდა ვთქვა, რომ ვიზიარებ ბატონი ნიკოს ოჯახის მწუხარებას :( და მისი ერთი ლექსი მინდა წაიკითხოთ, რომელიც პოსტის თემას რაღაცნაირად ესადაგება.

გუშინ გავარდა ხმა, რომ გავთავდი.
ვიღაცას უთქვამს: ახია მასზე,
ბოლოს და ბოლოს ჯურღმული სული,
ჯურღმულ ღამეში ავიდა ცაზე.

არც ტაიჭს ვითხოვ, და არც მუზარადს,
არცა შენდობას, არც შეცოდებას.
ერთი მექნება, მხოლოდ მუდარა
– ნურვინ ეცდებით ჩემზე გოდებას.

ღმერთის შეცნობის ორ გზას ვხედავდი
– ტალახის გავლით, ან და გაფრენით.
მე ვამჯობინე ჭუჭყი და წვიმა,
სვლა ვამჯობინე მქანრი აფრებით.

ალბათ ამიტომ, ძმამაც მიმუხთლა
და ბედაური გამოდგა მხდალი,
ტყვიის წამალი დანესტიანდა,
მტერთან გამექცა ლამაზი ქალი.

მე ჯვრის სანაცვლოდ ბევრ ცოდვას ვზიდავ
და მექაჩება ცეცხლში სატანა,
ხანჯლივით მკეპავს მისი ღრიალი,
უხ, რა ძნელია ამის ატანა!

მაგრამ ამაოდ, ბნელის მსახურო,
არ მეშინია მე შენი მადის.
არ გადავუხვევ არჩეულ ბილიკს
– ბილიკს, რომელიც ჭაობზე გადის.

ნურვინ ეცდება ჩემს ამოთრევას,
რადგან ეს გარჯა მაინც მუქთაა.
გამიშვით, ვიჯდე მე ჩემს ჭაობში
– ჩემი ჭაობი თქვენზე სუფთაა.

ნიკოს ოფიციალური საიტი

მსგავსი ამბები

Back to top button