გასართობისაკითხავი

ვარსკვლავთა საიდუმლოებები


რაც უფრო ცნობილია ადამიანი, მით დიდია ინტერესი მის მიმართ. ამიტომ ჟურნალისტები გამალებით ცდილობენ მათი ცხოვრების დეტალების გამომზეურებას, მათ თვალსა და ყურს ხომ არაფერი დაემალება.გთავაზობთ ცნობილ ადამიანთა წარსულის ახლა უკვე გახმაურებულ დეტალებს.
ჯეკ ნიკოლსონის “და” სინამდვილეში დედამისი იყო…

ჰოლივუდის ერთ-ერთი უდიდესი მსახიობი ჯეკ ნიკოლსონი 1936 წელს მოევლინა ქვეყანას. მისი დაბადების ისტორია პირდაპირ მზა სიუჟეტია მექსიკური ტელესერიალისთვის – მამამ, რომლის შესახებაც ნიკოლსონმა დღემდე თითქმის არაფერი იცის, ორსული მეგობარი გოგონა მშობიარობამდე ერთი თვით ადრე მიატოვა.

გოგონას დედამ, რომელიც ერთ-ერთ ღამის კლუბში “შოუ-გოგონად” მუშაობდა, გადაწყვიტა, ქალიშვილს დახმარებოდა და მისი ბავშვი აღეზარდა.

ბიჭს დაუმალეს, თუ ვინ იყო მისი ნამდვილი დედა და 30 წლის ასაკამდე დედას “დას” ეძახდა, ბებიას კი – “დედას”. ეს ყველაფერი ჯეკს გაზეთ “ტაიმის” ჟურნალისტმა ინტერვიუს აღების დროს შეატყობინა. იმ დროისთვის ორივე ქალბატონი უკვე გარდაცვლილი იყო…

ოპრა უინფრიმ შვილი 14 წლის ასაკში გააჩინა

ცნობილი ტელეწამყვანი და ქალების საუკეთესო “მრჩეველი” მოზარდობისას დიდი თავაშვებული ვინმე იყო: 13 წლისამ დედა გაქურდა – მთელი დანაზოგი მოჰპარა, 14 წლისა კი თავად გახდა დედა, მაგრამ ბავშვი ჩვილობაშივე დაეღუპა. მომავალმა ტელეწამყვანმა მეგობარ გოგონას გაანდო, რომ ვერაფრით გამოთვალა, ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვის მამა და ამის შემდეგ დაორსულება და ბავშვის გაჩენა აღარასდროს უცდია.

ნიკოლ რიჩის მამა ლაიონელ რიჩის ანსამბლის წევრია

მაღალი საზოგადოების ქალბატონი ნიკოლ რიჩი მსოფლიოში ცნობილია არა მარტო როგორც პერის ჰილტონის დაქალი და რეალითი-შოუს ვარსკვლავი, არამედ როგორც ლეგენდარული ლაიონელ რიჩის ქალიშვილიც, მაგრამ იგი მუსიკოსის ღვიძლი შვილი კი არ არის, ნაშვილებია.

ნიკოლის მამა პიტერ მაიკლ ესკოვედო ლაიონელ რიჩის ანსამბლში უკრავდა და როცა დაიღუპა,  ქალიშვილი სულ 2 წლის იყო. დედამისი იმ დროს ლაიონელის თანაშემწე გახლდათ. ქმრის სიკვდილის შემდეგ ქალმა ლაიონელ რიჩისა და მისი ცოლის, ბრენდა ჰარვი-რიჩის თხოვნით ბავშვი მათ ოჯახს მიაბარა. მიუხედავად ამისა, ნიკოლს დედასთან კარგი ურთიერთობა აქვს.

შარლიზ ტერონმა დაინახა, როგორ მოკლა დედამ მამა

უაღრესად მომხიბლავ მსახიობ  შარლიზ ტერონს ერთხელ წამოსცდა, რომ მამის მკვლელობის მოწმე შეიქნა. კინოს სამყაროს მეგავარსკვლავმა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მამამისი ავტოკატასტროფაში დაიღუპა, აღიარა, რომ დედამ მამა მის თვალწინ მოკლა. შარლიზის მამა ლოთი იყო და ერთ საღამოს, როცა მომავალი მსახიობი 15 წლის იყო, დედამ მთვრალი მეუღლე, რომელიც სიკვდილით ემუქრებოდა, თავდაცვის მიზნით მოკლა.

წყარო: ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close