არქივი

ტუნგუსკის კატასტროფა-რა მოხდა რეალურად?

b7f6f2bb726a

1908 წლის 30 ივნისს გრინვიჩის დროით 0:13:35 სთ-ზე (ადგილობრივი დროით 7:14 სთ) რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში, ქალაქი ტუნგუსკაში მომხდარმა აფეთქებამ 10-15 მეგატონის სიმძლავრის ბიძგები წარმოშვა, რაც დღევანდელი შეფასებით, ჰიროსიმაში ჩამოგდებული ბომბისას 1000-ჯერ აღემატებოდა.

ამის შედეგად 2150 კვ.კმ-ის არეალზე 80 მილიონი ხე ფესვებიანად ამოვარდა მიწიდან. 3 წუთში ათასობით კმ-ის დაშორებით ბიძგებმა დასახლებულ რაიონებში ფანჯრები ჩაამტვრია. იგივე მოვლენა სრულად გაანადგურებდა ნიუ-იორკს, ტოკიოსა და სხვა დიდი მეგაპოლისებს.

1908-2009 წლებში დაახლოებით 1000 ნაშრომი გაკეთდა ტუნგუსკის კატასტროფაზე (უმეტესობა რუსეთში). კვლევაზე მუშაობდნენ ცნობილი მეცნიერები: ლეონიდ კულიკი, ევგენი კრინოვი, ნიკოლაი ვასილიევი, ვილჰემ ფასტი და ა.შ. ადგილზე ტარდებოდა კვლევები, თუმცა მოგვიანებით განვითარებული მოვლენების გამო (I მსოფლიო ომი, 1917 წლის რევოლუცია და სამოქალაქო ომი) მათი ჩანაწერები დაიკარგა. 1927 წლის შემდეგ კი ინტერესი ისევ გაჩნდა.

დღესდღეობით რამდენიმე ვარიანტია, თუ რა მოხდა სინამდვილეში, თუმცა დაზუსტებით რაიმეს თქმა მაინც ძნელია :)

მეტეორის აფეთქება
ყველაზე გავრცელებული ვერსიით, ატმოსფეროში შემოჭრილი მეტეორი სიმხურვალის გამო დედამიწასთან შეტაკებამდე გასკდა. მეტეორის დიამეტრი სავარუდოდ 6-10 კმ იყო და ატმოსფეროში 35000 კმ/სთ სიჩქარით შემოიჭრა. მიწასთან შეხებამდე აფეთქება კი გაზის მაღალმა შემცველობამ გამოიწვია.
შეხებას იქიდან გამომდინარე გამორიცხავენ, რომ დედამიწაზე კრატერი არ გაჩენილა.

საიდუმლო იარაღი
ერთ-ერთი ვერსიით, რუსეთი იმ პერიოდში მუშაობდა ატომური ბომბის მსგავსი იარაღის შექმნაზე და გამოცდა ტუნგუსკაში მოაწყვეს.

ჩეკოს ტბა
ჩეკოს ტბა ციმბირში, ტუნგუსკის მდინარესთან ახლოს მდებარეობს. მეცნიერთა ნაწილი აცხადებდა, რომ მეტეორის ნაწილი დედამიწაზე დაეცა და კრატერი წარმოშვა. ამ კრატერში კი წყალი დაგუბდა და ჩეკოს ტბა წარმოიშვა. 1961 წელს ჩატარდა გამოკვლევები და მიღებული შედეგებით, ტბის ასაკი დაახლოებით 5000 წელი იყო. თუმცა მოგვიანებით გაკეთებულმა ანალიზმა დაადგინა, რომ წინა ანალიზი შეიძლება მცდარი ყოფილიყო და ტბის ასაკად დაახლოებით 100 წელი დაასახელა. შესაბამისად, კრატერული ისტორიაც არც ისე საფუძველს მოკლებული აღმოჩნდა.

ტრაგედიის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ისე დაიზაფრა, რომ ბევრმა მოსკოვში წერილი გააგზავნა კითხვით: როგორც მოქცეულიყვნენ, თუ სამყაროს აღსასრული დადგებოდა?

შავი ხვრელი
1973 წელს ტეხასის უნივერსიტეტის ფიზიკოსებმა ალბერტ ჯექსონმა და მაიკლ რაიანმა წამოაყენეს თეორია, რომ ტუნგუსკის კატასტროფა შავი ხვრელის მიზეზით მოხდა. მათი თქმით, მცირე ზომის შავმა ხვრელმა დედამიწაში გაიარა და საწყისი წერტილი ტუნგუსკა იყო. ეს იდეა მაშინვე უარყვეს, რადგან ამ ლოგიკით, შავი ხვრელი ჩრდილო ატლანტიდან უნდა “გამოსულიყო”, ანუ იქაც მსგავს მოვლენას უნდა ჰქონოდა ადგილი.

ანტიმატერია
1941 წელს ლინკოლნ ლაპასმა, მოგვიანებით 1965 წელს კლაიდ კოუენმა და ვილარდ ლიბიმ გამოთქვეს ვარაუდი, რომ ტუნგუსკის მოვლენა გამოიწვია დედამიწასთან მოახლოებული ანტიმატერიის ნაწილაკის აფეთქებამ. თუმცა ეს ვერსია მეცნიერებმა უარყვეს.

უცხოპლანეტელების ხომალდი
რადგანაც ამოუხსნელი მოვლენა იყო, რა თქმა უნდა, გაჩნდა უცხოპლანეტელების ვერსიაც. ამ ვერსიის მომხრეები აცხადებენ, რომ უცხო ცივილიზაციის წარმომადგენლები დედამიწაზე დაჯდომას ცდილობდნენ და უეცრად წყობიდან გამოსვლის გამო მათი ხომალდი აფეთქდა. თუმცა ხომალდის ნაწილები სად გაქრა, არ იციან.

გეოფიზიკური ჰიპოთეზა
კიდევ ერთი ვერსია გაჩნდა იმასთან დაკავშირებით რომ ეს მოვლენა გამოიწვია დედამიწის შუაგულში 10 მილიონი ტონა ნატურალური გაზის აფეთქებამ.

ტესლას ექსპერიმენტი
ცნობილია, რომ იმ პერიოდში გამომგონებელი მეცნიერი ნიკოლა ტესლა მუშაობდა ელექტროენერგიის უკაბელოდ დიდ მანძილზე გადაცემაზე. სავარაუდოდ გამოცდის დროს რაღაც ვერ დაარეგულირა და გაგზავნილი ელექტროენერგია ტუნგუსკის მიდამოებში გასკდა.

მსგავსი ამბები

Back to top button