გასართობივიდეოები

ოცნების ქალაქი – საოცნებო ფილმი?!

7b43f0e2232e

ბოლო რამდენიმე წელია რაც ქართველი კინორეჟისორები ეროვნული პროდუქტით გვანებივრებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი დავით იმედაშვილის “ოცნების ქალაქია”, რომლის პრემიერაც 14 აპრილს გაიმართება. 

ამ ფილმს ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე დიდი ინტერნეტ მხარდაჭერა აქვს. ოფიციალურ საიტზე ყველანაირი ინფორმაცის მოძიებაა შესაძლებელი ფილმთან დაკავშირებით. myvideo-ს არხზე ვიდეო-ტრეილერების ნახვაა შესაძლებელი. ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე კი ყოველდღიურად იდებოდა ფოტოები გადაღებებიდან.

გადაღებები ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით ფილმში საახალწლო განყწობა სუფევს.

“ოცნების ქალაქს” საოცნებო მსახიობები ანებივრებენ თავიანთი სხეულით. ისეთები როგორიც არიან, შორენა ბეგაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და სხვ.

ფილმის საუნდრეკებზე პოპულარული ქართული ჯგუფი “მგზავრები” ზრუნავდა, რომელთა სიმღერები დღეს უკვე ჰიტებად არის ქცეული. აი მისი 2 საუნდტრეკიც…

თბილისი პატარა ქალაქია, სიყვარულს ვერსად დაემალები.

ერთი შეხედვით ფილმი საკმაოდ კარგი უნდა იყოს, თუმცა რეალურად როგორი იქნება იგი, ამას მხოლოდ 14 აპრილს გავიგებთ. იქნება ეს ქართველი კინომაყვარულებითვის “საოცნებო ფილმი”, თუ უბრალოდ მორიგი მცდელობაა ქართული კინომატეგრაფიის განვითარებისა?

თქვენ რას ფიქრობთ ამ ფილმის შესახებ?!

წყარო: youtube.com

მსგავსი ამბები

Back to top button