არქივი

გიგანტური სექვოია

61ece5010573
გიგანტური სექვოია (სექვოიადენდრონი,ველინგტონია) არის გიგანტური ხის სახეობა,რომელიც მიეკუთვნება კვიპაროსის ხეთა ოჯახის რიგს.

ეს ხეები ძველად დედამიწაზე მრავალ ადგილას იყო გავრცელებული(მათ შორის კავკასიაშიც,სადაც რამდენიმე საუკუნის წინ ამერიკიდან შემოიტანეს რამდენიმე ნერგი),მაგრამ დღეს მათი გავრცელების არეალი შეზღუდულია,ის გვხვდება აშშ_ში კალიფორნიის შტატში სიერა-ნევადას მწვერვალზე 1500-2000 მეტრ სიმაღლეზე.

08748edaff8c

73c605b04005

e608b42bd29b

მეცხრამეტე საუკუნეში აშშ_ში ბევრს მსჯელობდნენ ამ ხის სახელთან დაკავშირებით,სწორედ ამიტომაც აქვს რამდენიმე დასახელება,მაგრამ ყველაზე გავრცელებული სახელი მაინც გიგანტური სექვოიაა.

ხის ზომები საკმაოდ შთამბეჭდავია,მაქსიმალური სიმაღლე 100 მეტრს აღწევს,ხოლო დიამეტრი 10-12 მეტრს აღემატება.
ხე რამდენიმე ათას წელსაც ცოცხლობს,დრევანდელი მონაცემებით ყველაზე ძველი სექვოოის ხის ასაკია დაახლოებით 3200 წელი (დაადგინეს ხის გადანაჭერზე ასახული რგოლების მეშვეობით).

31e403e56b15

0c203d9bbfb6

6178cb4bdc62

სექვოიას გირჩა

de530c0517e9

მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს კალიფორნიაში მოჭრეს გიგანტური სექვოიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ეგზემპლარი,რომელსაც “მამონტასაც” უწოდებდნენ,ეს ეგზემპლარი ხალხის ინტერესს იწვევდა და ამიტომაც რამდენიმე წელი იყენებდნენ საგამოფენო ექსპონატად.

“მამონტი”

24c2114240c0

b9b3a213da68

55bf3734945c

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button