გართობაუცნაური

მეცნიერებამ “გაჭედა”

99994dd570e2

ეს ის შემთხვევაა, როდესაც მსოფლიო მედიცინა ფაქტობრივად ჩიხში შევიდა და უჩვეულო ფაქტს ახსნა ვერ მოუძებნა. სწორედ ასეთ შემთხვევაზე ამბობენ: ბუნება მეცნიერებას გაეხუმრაო.

ბრაზილიაში მცხოვრებ აფროამერიკულ წყვილს როზმარი ფერნანდეს დე ანდრადეს და მის მეუღლე ჟაოს ხუთი შვილი ჰყავთ და აქედან სამი ბავშვი ალბინოსია. ამ შემთხვევამ ბევრი ექიმი დააინტერსა, მაგრამ იმის გარდა, რომ ეს ძალიან იშვიათი და უცნაური შემთხვევაა, მეცნიერები კონკრეტულს ვერფერს ამბობენ.

ერთნი ამტკიცებენ, რომ აუცილებლია ერთი მშობელი მაინც იყოს ალბინიზმის გენის მატარებელი და მაშინაც კი, უიშვიათეს შემთხვევაში, შესაძლოა ეყოლოთ მხოლოდ ერთი ალბინოსი შვილი. როზმარი და მისი მეუღლე კი ასეთი გენის მატარებელნი არ არიან.

მედიკოსების მეორე ნაწილი მხოლოდ იმას ამბობს, რომ შეუძლებელი თურმე არაფერია. ალბინიზმი ორგანიზმში რამდენიმე გენის მუტაციის შედეგია, რომელიც კანის, თმისა და თვალის ფერადი გარსის პიგმენტაციის უქონლობას იწვევს. სამედიცინო სტატისტიკის თანახმად, ასეთი დაავადებით 17 000 ბავშვიდან მხოლოდ ერთი იბადება.

რა თქმა უნდა როზმარის ალბინოსი შვილები ისევე უყვარს, როგორც თავისი მსგავსი “შავები”, მაგრამ ის კი აწუხებს, რომ “თეთრებს” უფრო მეტი ზრუნვა და მოფრთხილება სჭირდებათ.

საქმე იმაში გახლვთ, რომ ალბინიზმით დაავადებული ადამიანისთვის რეკომენდებულია მოერიდოს მზის სხივებს, რადგან დიდია მზისგან დამწვრობის და შემდეგ კანის კიბოთი დაავადების ალბათობა. მზისგან დასაცავად მათ სპეციალური სამოსის, მზისგან დამცავი სათვალის ტარებასა და ძვირად ღირებული დამცავი კრემების რეგულარულ გამოყენებას ურჩევენ.

ექიმების ამ რეკომენდაციების გათვალისწინება აფროამერიკელი ალბინოსების მშობლებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ, რადგან ოჯახი ბრაზილიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ღარიბთა რაიონში – ოლინდაში, ფაქტობრივად მიწურში, ხელმომჭირნედ ცხოვრობს.

272db02186b5

თუმცა ამაზე მეტად როზმარისა და ჯაოს ის აწუხებთ, რომ კანის, თმისა და თვალების უცნაური შეფერილობის გამო მათ ალბინოს შვილებს სკოლაში თანატოლებთან ურთიერთობისას პრობლემები ექმნებათ. თანაკლასელები გარეგნობით მათგან გამორჩეულ ბავშვებს ხშირად დასცინიან. აფროამერიკელ ალბინოსებს მხედველობის პრობლემაც აქვთ, სამივე ახლომხედველია.

პრობლემების გარდა ალბინოს შვილებსა და მუქკანიან მშობლებს კურიოზებიც გადახდენიათ თავს. ერთხელ თურმე სკოლაში, სადაც ალბინოსი ბავშვები სწავლობენ, დაცვის ახალი თანამშრომლები დააყენეს. სკოლაში ბავშვების წასაყვანად მისულ როზმარის ისინი თეთრი ბავშვების წაყვანის უფლებას არ აძლევდნენ, რადგან არ დაუჯერეს, რომ ასეთი ქათქათა ბავშვები მისი შვილები იყვნენ.

ალბინოსი ბავშვებიდან ყველაზე უფროსი 10 წლის რუთია, მისი და ესტეფანი 8 წლისაა, კუანი კი ჯერ მხოლოდ ხუთის. ხუთი შვილის დედას კი 27 წელი ჯერ არ შესრულებია. აფროამერიკელი წყვილი სიდუხჭირისა და მათ თავს დამტყდარი უცნაურობის მიუხედავად, შვილების ყოლაზე უარის თქმას არ აპირებს. ერთი ეგ არის, რომ წინასწარ არავინ იცის, რა ფერის იქნება მორიგი ბავშვი …

feaf02f23339

წყარო www.kvirispalitra.ge

მსგავსი ამბები

Back to top button