არქივი

ფრანგული კოცნა

9e14f2c6634a

ფრანგული კოცნა კოცნის ერთ–ერთი გავრცელებული სახეობაა და მას მრავალი სახელი ჰქვია. მაგალითად, “ენით
კოცნა”, ინგლისურად pash (ჟარგონია და შეიძლება ითარგმნოს როგორც “დავასება”) ან snog (ესეც ჟარგონია და ნიშნავს კოცნასა და გადახვევას), აგრეთვე ფრანგულ კოცნას ხშირად “ღრმა კოცნასაც” უწოდებენ.

ის წარმოადგენს ძალიან სექსუალურ კოცნას, რომლის დროსაც ერთი ადამიანის ენა ეხება მეორეს ენას ან ტუჩებს და კოცნის დროს შედის (ჩადის) მთლიანად პირის ღრუში.
შეიძლება ოჯახის წევრებმაც აკოცონ ერთმანეთს ტუჩებში, თუმცა ენის გამოყენება ყოველთვის მიუთითებს ადამიანებს შორის რომანტიულ ურთიერთობაზე. ფრანგული კოცნის დროს აღიგზნება ტუჩები, ენა და პირის ღრუ, რომლებიც არიან ძალიან მგრძნობიარენი შეხების მიმართ. ბევრი მიიჩნევს, რომ ფრანგული კოცნა ძალიან ინტიმური და დიდი სიამოვნების მომგვრელია. კოცნის სხვა, “ჩვეულებრივი” სახეობებისგან განსხვავებით ფრანგული კოცნა უფრო დიდხანს გრძელდება, უფრო ინტენსიური, მგზნებარე და აგრეთვე უფრო ვნებიანია. სწორედ მისი ინტიმურობის გათვალისწინებით, ბევრ ქვეყანაში, საზოგადოებრივ ადგილებში ფრანგული კოცნა არ არის მიღებული, განსაკუთრებით თუ კოცნა დიდი ხანი გრძელდება. ისრაელში ფრანგული კოცნის განხილვა სასამართლომდეც კი მივიდა, რომ საზოგადოებას ეღიარებინა ასეთი კოცნა მიუღებელ და უღირს საქციელად. გასათვალისწინებელია, რომ ენის გარეშე (“ჩვეულებრივი”) კოცნა ამ ქვეყანაში დიდად არ იგმობა.

7ee4291fc86e

ფრანგული კოცნის დროს ხდება ნერწყვის “გაცვლა”, რომელიც ბევრ სხვა სიტუაციაში შეიძლება ამაზრზენად მოგვეჩვენოს, მაგრამ ამ შემთხვევაში ის კოცნას ვნებასა და განსაკუთრებულ ჟინს მატებს. სქესობრივად გადამდები დაავადებები კოცნით არ გადადის, თუმცა ფრანგული კოცნით შეიძლება ორალური გზით გადამდები დაავადებები აიკიდოთ. ინფექციური მონონუკლეოზი (ან უბრალოდ “მონონუკლეოზი”), რომელიც ორალური გზით გადადის, “კოცნის დაავადებას” უწოდებენ.

ფრანგული კოცნა გამოხატავს ძალიან ღრმა გრძნობას და არის სიმბოლო ძალიან ძლიერი ფიზიკური ურთიერთნდომისა. ის ხშირად წინ უძღვის და აგრძელებს უფრო ძლიერ ფიზიკურ ურთიერთობას. ადამიანები “ფრანგულად” თუ კოცნიან ერთმანეთს ნიშნავს, რომ მათ ადრე უკვე უკოცნიათ ერთმანეთისთვის (ე.ი. პირველივე ჯერზე არ კოცნიან ერთმანეთს ფრანგული კოცნით).

სხვადასხვა ენებში ფრანგულ კოცნას სხვადასხვა სახელები ჰქვია, რომელთაც სხვა დროს შემოგთავაზებთ, ახლა კი გეტყვით რამდენიმე სახალისო ძველ სახელწოდებას: სხვადასხვა ენებში მას უწოდებდნენ “cataglottis”, cata ნიშნავს “ქვემოთ”, glottis – “ყელი”. აგრეთვე ცნობილია, როგორც “ენების ჭიდაობა”, “ჩოგბურთი გლანდებით” ან კიდევ “გლანდების ჰოკეი” , ასევე “კისრაობა” ან “ფრენჩინგი” (frenching).

წყარო: statia.ge

მსგავსი ამბები

Back to top button