საკითხავისასარგებლოსაქართველო

გამოჩენილ ადამიანთა აზრი ქართველებსა და საქართველოზე

სტრაბონი-არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არც ითვლება რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე.

ვინკელმანი-ასეთი ბუნება, ასეთი ცა ქმნის ადამიანებს შორის უმშვენიერეს და უნატიფეს ქმნილებებს, ამასთან სრულ თანხმობას ამ ქმნილებებს შორის. მშვენიერ ადამიანთა, ქართველთა ქვეყანა გვიმტკიცებს ამას.

ფრიდრიხ დიდი-დასავლეთში მე ვარ, აღმოსავლეთში კი პრინცი ერეკლე, ქართველთა მეფე.

მარკო პოლო-ქართველები ლამაზი, მამაცი, ბრწყინვალე მოისრეები და ბრძოლებში ქებული მეომრები არიან, მათი სარწმუნოება ბერძნულ-ქრისტიანულია. თმას მოკლედ იკრეჭენ. ეს ის ქვეყანაა, რომლის გავლითაც ალექსანდრე მაკედონელი უნდა გაბრუნებულიყო დასავლეთში, მაგრამ მისი აღება ვერ შეძლო. ამისი მიზეზია არა მარტო გზათა სივიწროვე, არამედ მთასა და ზღვას შორის გაწოლილი ქვეყნის მცხოვრებთა სიმამაცე. ამიტომაც ალექსანდრემ ვერ შეძლო მისი გავლა და ააგო სიმაგრე, რასაც რკინის კარები ეწოდება (დარუბანდი, რასაც ასევე ახსენებს პაპის დესპანი, ბერი რუბრუკი, წმინდა ჯვაროსანი ლუი მეცხრისა. – ა.გ.)… საქართველოში ბევრია აბრეშუმი, ოქროქსოვილი, რომლის სადარსაც ვერსად ნახავ. დედამიწაზე არსად არ არის ასეთი სონღული. ტბაში თევზია და ტყეში ნადირი. ხალხი ეწევა ვაჭრობასაც და ხელოსნობასაც… აქ ბევრია მთა, ხევი, და თათრებმაც კი ვერ შეძლეს ამ ქვეყნის მთლიანად დაპყრობა (შემდეგ დიდი მოგზაური ლაპარაკობს დედათა მონასტერზე, ტბაზე, ზღვაზე, თევზაობაზე, და განაგრძობს გზას აღმოსავლეთისაკენ, ჩინეთისაკენ, სადაც ბოგდიხანს ემსახურებოდა ჩვიდმეტი წელი. მისი ცნობები საქართველოზე უფრო სარწმუნო და კეთილსინდისიერია, ვიდრე ზოგი თანამედროვე «მეგობრისა» , რომელიც უნდო, გაუმართლებელი ფანტასტიკის სფეროში გადადის).

კლოდ მალენგრი, ფრანგი მოღვაწე-მარტყოფის ბრძოლის შემდეგ რამდენიმე დღეში შაჰ აბასმა მიიღო მოურავის მეტად შეურაცხმყოფელი წერილი, რომელშიაც მოურავი მას ღალატიანს, ცბიერსა და ვერაგს უწოდებდა, ბრალს სდებდა ყველა ბოროტებაში, რაც მას ჩაედინა… და ახლა სწერდა მოურავი შაჰს, სამართლიანმა უფალმა ღმერთმა, რომელიც შენ გჯის და დაგსჯის კიდეც, მართლმსაჯულების იარაღად მე ამირჩიაო.

ამბროსიო დუშ ანჟუში, პორტუგალიელი მისიონერი-თეიმურაზ მეფის მშვენიერი დესპანის ქება – დიდებამ სპარსეთშიც შეაღწია… შაჰი დიდი ხანია მასთან შეხვედრაზე ოცნებობდა და მისმა სილამაზემ იმდენად შეიპყრო, რომ უსირცხვილოდ შესთავაზა დამორჩილებოდა მის აულაგმავ ვნებას. დედოფალმა, რომლის პატიოსნება და უმწიკვლობა კიდობნიდან ამოფრენილი ქათქათა გვრიტისას შეედრებოდა, შაჰს უხამს წინადადებაზე მტკიცე უარით უპასუხა.

დუშ ანჟუში-ეს ქალბატონი (ქეთევანი) არანაკლებ მამაცი იყო, ვიდრე რომაელ მხედარმთავარ კორიოლანუსის დედა ვიტორია, რომელიც მშობლიური ქალაქის გადასარჩენად წავიდა საკუთარ შვილთან, რითაც განსაკუთრებული რისკი გაწია. რომაელთა მიერ შეურაცყოფილი და განკიცხული კორიოლანუსი რომის გასანადგურებლად მივიდა, მაგრამ მშობელი დედის გახსნილი მკერდი რომ იხილა, შესძახა: «დაიპყარი და გაიმარჯვე!» – და თავისი არმია უკან გააბრუნა… ქეთევანი კი აწამეს!

იმანუილ კანტი-ყველა ევროპელი, რომელიც საქართველოში მოხვედრილა, ერთხმად ლაპარაკობს ქართველი ქალიშვილების სრულიად გამორჩეულ მშვენიერებაზე.  საქართველო მზეთუნახავთა ორენჟერეა გახლავთ.

პიეტრო დელა ვალე-ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.

ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა.

მონტესკიე-თბილისი ედემია, ზღაპრული ქალაქი, მიჯნურთა საამებლად აშენებული.

ალ. დიუმა-მე თითქმის ყველაფერი ვნახე თბილისში – ქართულ სამოთხეში, და მთელი ცხოვრების მანძილზე ისე ნაყოფიერად არსად მიმუშავნია, როგორც თბილისში.

არტურ ლაისტი-ღმერთს დაუბერტყია უხვი კალთა ამ ქვეყანაში!

რიზკალამ-ჰასუნი, არაბი პოეტი-
დამასკოს აქებს, ვით სამოთხეს, ყურანის სურა,
აღმოსავლეთის პოეტებიც მას უმღერიან.
ჰოი, აშუღნო, ალაჰის წიგნს ნუ იღებთ ყურად,
თბილისი ქვეყნად ყველაფერზე მშვენიერია.

ქრისტეფორე დე კასტელი-დიდი მოურავი – ქართველთა ჯარის სარდალი, უბადლო და ძლევამოსილი ვაჟკაცი, თავისი ძალით ყველას აღემატებოდა. შაჰის წინააღმდეგ იბრძოდა, იბერიის სამეფოში მრავალ წარმატებას მიაღწია. შემდეგ, როცა ბედმა უმუხლთა, თურქებს შეეხიზნა, სადაც მისი ძლიერებისა და დიდებისადმი შურის მსხვერპლი გახდა… შემდეგ მისი სხეული გაკვეთეს და ამოუღეს გული, ჩვეულებრივი ადამიანის გულისგან განსხვავებული…

დოდონა კიზირია- ამერიკელი მეცნიერი-ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა.

როზემარია კულინგ-ლიტშკე-საქართველო – მშვენიერი ქვეყანაა. ჩემი თანამემამულეები ხშირად მეკითხებიან, ლეგენდებით მდიდარმა ქვეყანამ, აზიასა და ევროპას შორის კუნძულივით რომ ჩამჯდარა, რით მომაჯადოვა. უამრავი რამით! უცხოელებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უპირველეს ყოვლისა ქართველთა კეთილშობილური სტუმართმოყვარეობა, რისი წარმოდგენაც კი არ შეუძლიათ გერმანელებს. თან გადაგყვებიან, ყოველ ნაბიჯზე გვხდებიან, სასიამოვნო სიურპრიზებით გახარებენ, მეტადრე თუ ორიოდე სიტყვას იტყვით მათ ენაზე. ქუჩაში საკუთარ მანქანას გაგიჩერებენ, რესტორანში ღვინოს გამოგიგზავნიან, სანაქებო სუფრას გაგიშლიან, ენამჭევრი თამადა მოგხიბლავს… ქართველთა ცხოვრების არსს რომ ჩასწვდე, თვითონ უნდა იყოს მათი ზეიმის მონაწილე. გაგაოცებთ საქართველოს ძველი კულტურა, ციხე კოშკებისა და ტაძრების სახით, დიდი ხელოვნების სახით… ყოველივე ამას იოლად ვერ ჩასწვდებით.

ნაპოლეონი-რუსეთში ამჟამად არ არიან კარგი გენერლები. ერთადერთი გამონაკლისია ბაგრატიონი

ოლივერ უორდროპი-ეს ქართველური სალამი „გამარჯობა-გაგიმარჯოს“ იმდენსვე ეუბნება ადამიანს, რის თქმაც შეუძლიან თორმეტ ტომს ისტორიულის თხზულებისა.

ევგენი ევტუშენკო-…ვიცი, რუსად რომ არ ვშობილიყავ,
ქართველ კაცობას ვარჩევდი ქვეყნად!..

წყარო: მე

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close