კულტურაუცნაური

საინტერესო საახალწლო რეკორდები

1035ba0a017e
თუ გაინტერესბთ უცნაური საახალწლო რეკორდები, მაშინ ეს პოსტი სწორედ, რომ თქვენთვისა.

ყველაზემ მეტი სამახსოვრო ნივთების კოლექცია სანტა-კლაუსისგან
ჟან-გი ლაკერს აქვს შეგროვებული 25 104 განსხვავებული ნივთი. პირველი სუვენირი მას გაუჩნდა 1988 წელს. მის კოლექციაში შედის 2360 ქანდაკება, 2846 ბარათი და 33 შტატიდან ღია ბარათები, 1312 სალფეთქი და 241 გულსაბნევი.

ყველაზე დიდი სანტა-კლაუსი მსოფლიოში
ყველაზე დიდი სანტა კლაუსის სიმაღლე არის 15.6 მეტრი, ხოლო 11 მეტრი კი სიგანეში. ეს სანტა ამშვენებდა სავაჭრო ცენტის – ტანგლინ მოლის შესასვლელს სინგაპურში 1996 წელს. სანტა-კლაუსის წონა იყო 2.5 ტონა და გაკეთებული იყო პენოპლასტისგან და მეტალისგან.

ყველაზე ძვირფასად გაფორმებული საშობაო ნაძვის ხე
ყველაზე მდიდრულად გაფორმებული ნაძვის ხე დადგმული იქნა 2002 წელს კლუბში სახელად “ცუნამაში მისუი”, ტოკიოში საიუველირო მაღაზიაში. ნაძვის ხე იყო გაფორმებული 83 ცალი საიუველირო ნაკეთობით და საერთო ჯამში იყო 1 357 785 000 იაპონური იენი, რაც დოლარზე არის 16 მილიონი ამერიკული დოლარი.

ყველაზე გრძელი წინდა
ყველაზე დიდი საშობაო წინდა სიგრძეში იყო 32.56 მეტრი, ხოლო სიგანეში კი იყო 14,97 მეტრი. წინდა გაკეთებული იყო ორგანიზიციის მიერ სახელად Children’s Society, ლონდონში 2007 წლის 14 დეკემბერს.

სიმღერები საახალწლო თემატიკაზე, რომლებიც №1 ადგილს იკავებდნენ ჩარტებში დიდი ხნით
რეკორდი ეკუთვნით ჯგუფებს Beatles და Spice Girls. Beatles ლიდერობდა ჩარტებს შემდეგი სიმღერებით: “I Wanna Hold Your Hand” (1963 წელი), “I Feel Fine” (1964 წელი) და “Day Tripper/We Can Work it Out” (1965 წელი), ხოლო ჯგუფი Spice Girls ლიდერობდა ჩარტებს შემდეგი სინგლებით “2 Become 1″ 1996 წელს, “Too Much” 1997 წელს და “Goodbye” 1998 წელს.

ყველაზე შემოსავლიანი ფილმი საახალწლო თემატიკის შესახებ
ყველაზე შემოსავლიანი ფილმი საახალწლო თემატიკის შესახებ არის ფილმი სახელად “როგორც მოიპარა გრინჩმა შობა”. ფილმის ბიუჯეტი იყო: 123 მილიონი ამერიკული დოლარი, ხოლო ფილმის შემოსავლებმა გადააჭარბეს 340 მილიონ დოლარს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button