ადამიანები “საცდელი თაგვის” როლში
იხილეთ რამოდენიმე არაჰუმანური ექსპერიმენტი,რომლებმაც მართალია რაღაც შედეგები გამოიღეს… თუმცა ამისთვის მსხვერპლის გაღება გახდა საჭირო.
1.სტენფორდის ციხის ექსპერიმენტი.
ექსპერიმენტის არსი მდგომარეობდა გაეგოთ თუ როგორ იცვლებოდა ადამიანის ფსიქოლოგიური პორტრეტი ციხეში ყოფნის დროს და რა გავლენას ახდენდა ადამიანის შემდგომ ქმედებებზე.ექსპერიმენტის ატარებდა ფსიქოლოგი ფილიპო ზიმბარდო.
ექსპერიმენტის დამკვეთი იყო აშშ_ის სამხედრო-საზღვაო ფლოტი.
ზიმბარდომ 1971 წელს ამერიკულ გაზეთებში განათავსა განცხადება,რომელიც იუწყებოდა რომ ეძებდნენ ადამიანებს ექსპერიმენთი მონაწილეობისათვის გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ (15 დოლარი დღეში),ექსპერიმენტის ხანგძლივობა იქნებოდა 2 კვირა.
ამ განცხადებას 70მდე ადამიანი გამოეხმაურა,ხოლო აქედან შეირჩა 24 ადამიანი,რომლებსაც შედარებით ძლიერი ფსიქოლოგიური პორტრეტი ჰქონდათ,იყვნენ თეთრკანიანები და უმეტესობა იყო სტუდენტი.
ფილიპო ზიმბარდო
ზიმბარდომ მოაწყო ციხე,რომელიც თითქმის არაფრით არ განსხვავდებოდა რეალურისაგან.ექსპერიმენტის მონაწილეები დაჰყო ორ ჯგუფად:მცველები და პატიმრები.
რამდენიმე დღეში კი გამოჩნდა ის მძიმე შედეგები რაც ციხეში ყოფნას ახლავს.”მცველები” სადისტურად ექცეოდნენ “პატიმრებს”,დასცინოდნენ მათ და ფიზიკურადაც ეხებოდნენ.ამას არ შეეგუენ “პატიმრები” და “ციხე” ბუნტმა მოიცვა.ზიმბარდო და მისი გუნდი,რომ არ ჩარეულიყო საქმეში ალბათ ყველაფერი მსხვერპლით დასრულდებოდა.
ექსპერიმენტმა ხალხის პროტესტი მოჰყვა და ზიმბარდო იძულებული გახდა შეეწყვიტა ეს.ექსპერიმენტმა 6 დღე გასტანა და ყველას დაანახა თუ როგორ ანადგურებს ციხე ადამიანს.
2.პროექტი MKULTRA.
ეს არის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამსხურის (ცსს) საიდუმლო ოპერაციის კოდური სახელწოდება.ამ ოპერაციის მიზანი იყო ადამიანებზე მანიპულაციის მეთოდების შესწავლა და დახვეწა სხვადასხვა მიზნებისათვის(მთავარი მიზანი იყო სხვადასხვა სპეცსამსახურების აგენტთა გადმობირება,ასევე დაკითხვის გამარტივება).
ასეთ ოპერაციებს სხვა ქვეყნებიც აქტიურად ატარებდნენ,მაგრამ ამერიკელები მანიპულაციის მიზნით იყენებდნენ სხვადასხვა ძლიერმოქმედ ფსიქოტრუპულ ნივთიერებებს,რომელებიც ადამიანის ზომბირებას ახდენდა და ისინი ადვილი სამართავი ხდებოდნენ.
ეს პროექტი მეოცე საუკუნის 50-70 წლებში აქტიურად ტარდებოდა,ამისთვის ცსს მთლიანი ბიუჯეტის 6 % იყო გამოყოფილი.1973 წელს გადაწყდა პროექტის შეჩერება,ხოლო არქივი განადგურდა და ინფორმაცია ძაან მწირია.
არსებობს ერთი ცნობილი ფაქტი ამ პროექტთან დაკავშირებით,კერძოდ იყო შემთხვევა როცა,ნიუ-იორკში ერთ-ერთ გარეუბანში 120 კმ_ს ფართობზე “mercury”_ის მარკის ავტომობილიდან ჰაერში გაუშვეს დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერებები.ექსპერიმენტის მიზანი იყო დაკვირვება ადამიანთა ქცევებზე.ამით მრავალი ადამიანი მოიწამლა და ზოგიერთი გარდაიცვალა კიდეც.
ამ პროექტმა დიდი წინსვლა მოახდინა ადამიანთა მანიპულაციის მეთოდებში,მაგრამ კიდევ ერთხელ ასახა ადამიანთა ველური ხასიათი…
გაგრძელება იქნება…
Don Mindia