უცნაური

მსოფლიოში პირველი მოსიარულე სახლი!

Image Hosted by ImageShack.us

რას არ გაიგებს კაცი… შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო შეიშალა! :)

მოკლედ კოპენგაგენის N55 ხელოვნების კოლექტივმა შეიმუშავა და სისრულეში მოიყვანა ამ სახლის (რომელსაც ხედავთ სურათზე) პროექტი. “უძრავი ქონება” დგას 6 ჰიდრავლიკურ ფეხზე და შეუძლია გადაადგილება ნებისმიერი მიმართულებით.

3 მეტრის სიმაღლის სახლს შეუძლია მოძრაობა ყველა მიმართულებით. მაგ. არ მოგწონთ თქვენი ამჟამინდელი პეიზაჟი? შეგიძლიათ ახვიდეთ ახლომდებარე მთაზე და ისიამოვნოთ :D რაც ყველაზე კარგი რამ არის, სახლს შეუძლია ზევით აწევა, იმ შემთხვევაში თუ მოხდა წყალდიდობა :) ან უბრალოდ მოშორდებით ამ ბუნების ფორსმაჟორს და გადახვალთ ახლომდებარე ქალაქში ნათესავებთან ან მეგობრებთან საკუთარი სახლით :D

Image Hosted by ImageShack.us

როგორც ჩვეულებრივი სახლი, ამ “უძრავ ქონებაშიც” არის “სპალნა”, სამზარეულო, სააბაზანო და მისაღები ოთახი! მისი “აშენება” ჯდება დაახლოებით 30.000 ევრო, მაგრამ დიზაინერებს ჯერათ, რომ ფასი დაიკლებს ბევრად, თუ მას გაუშვებენ წარმოებაში და მასიურად ააშენებენ. პრინციპში ეს გახდება საუკეთესო საშუალება იმ ხალხისთვის, ვისაც პატარა შემოსავალი აქვთ, თან სამსახურში ივლი სახლით :D რა უნდა იყოს ამაზე უკეთესი :D

ესეც მოსიარულე სახლის პირველი ნაბიჯების ვიდეო! გვპირდებიან, რომ შემდეგი მოდელი იქნება ბევრად სწრაფი და მანევრული! :D

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button