გართობა

სურნელთა ენა თქვენზე ამბავს ყვება

c7be90abcb6a

რატომ მოგვწონს ერთი სურნელი და ძნელად ვიტანთ სხვას? ისეც ხდება, რომ არასისიამოვნოთა რიცხვში სწორედ ის არომატი ხვდება, რომელსაც ჩვენი ახლობლები ირჩევენ. თურმე ამა თუ იმ სურნელის მიმართ სიპმათია-ანტიპათიის მიხედვით ადამიანის თვისებებზე, აქედან გამომდინარე კი, ადამიანების თავსებადობაზეც შეიძლება მსჯელობა.

გავიგებთ რა ”სურნელთა ენას”, საკუთრი თავსაც უკეთ გავიცნობთ და ჩვენ გვერდით მყოფსაც. ეს პრაქტიკული თვალსაზრისითაც ძალიან მოეხერხებულია: თუ ადამიანს კარგად იცნობ უშეცდომოდ შეგიძლია მისთვის საჩუქრად არომატის არცევა. მაშ ასე, ვნახოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები სურნელისა და ადამიანის ნატურის ურთიერთკავშირის შესახებ:

ყვავილოვანი არომატები, მაგალითად, ჟასმინი, ვარდი, შროშანი, ფრეზია, გარდინია – როგორც წესი, მათ მოსწონთ, ურთიერთობაში მსუბუქი და სასიამოვნო ადამიანები. ის, ვინც ამ სურნელს ირჩევს, საიმედო და ერთგული მეგობარი, სტუმართმოყვარე მასპინძელია. ყვავილოვანი არომატები შემოქმედებით ადამიანებს მოსწონთ, ანუ მათ, ვისაც არაჩვეულებრივი და ორიგინალური ნოტი შეაქვთ ყოველდღიურ საქმიანობაში. უყვართ თავიანთი სახლი და ხმაურიან წვეულებებს შინაური მყუდრო ატმოსფერო ურჩევნიათ. მარჯვე ხელებით, რომელიც ბუნებამ მისცა, ისინი ყველაფერს, რაც გარშემოა ხელოვნების ნიმუშად აქცევენ, ლამაზი ნივთები და დეკორი უყვართ, ხშორად იტაცებთ კოლექციონერობა.

ხის არომატები, მაგალითად, სანდალოზი, კედარი, მოსწონთ ელეგანტურ ადამიანებს, რომელთაც აქვთ სტილის შეგრძნება, უყვართ თავშეკავება და კლასიკის ერთგულნი რჩებიან. ნამდვილი ინტელექტუალები არიან, მრავალგვარი ცოდნა აქვთ და ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ საუბარი. როგორც წესი, ასეთი ადამიანები ფრთხილი და კეთილგონიერნი არიან, ყოველთვის აკონტროლებენ საკუთარ თავს და ყველაზე რთულ სიტუაციაშიც არ კარგავენ თავს. მათ გულთამპყრობელებად თვლიან – დახვეწილად და მგრძნობიარედ.

მწვანე და ტყის არომატები, მაგალითად, ბამბუკი, ბალახი, თივა, ხავსი, დილის ცვარი – ორჩევენ ჯანსაღი მცხოვრების წესის, ბუნებაში დასვენების, სპოტის თაყვანისმცემლები. თანაც, ვისაც ასეთი სურნელი უყვარს, ყველაფერი ნატურალური და უკონსერვანტო მოსწონთ. მათ შორის ბევრი ვეგეტარიანელია. ასეთი ადამიანები ენერგიულები, მახვილგონიერი, სხარტი გონების ადამიანები არიან. ეხერხებათ არატრივიალური გადაწყვეტილებების მიღება ყველაზე ყოფით პრობლემებთან დაკავშირებითაც. ყოველთვის აღწევენ დასახულ მიზანს.

აღმოსავლური სურნელება – ვანილი, ამბრა,სანელებლები – შემოქმედებითი, ხელოვნების მოყვარული ადამიანების არჩევანია. ტრადიციულები არიან, აფასებენ დახვეწილობას, განმარტოებას, კომფორტს. მათ შორის ბევრია ანტიკვარიატის კოლექციონერი. ხალხში ეფექტური გარეგნობითა და სტილის ხაზგამსმელი აქსესუარებით გამოარჩევთ, მათი საუბარი ბევრი ორიგინალური ეპითეტითა და ტერმინითაა დატვირთული. უყტვართ ყველაფერი მშვენიერი, ეხერხებათ პირადი ცხოვრეაც რომანტიკულ და საოცარ დღესასწაულად აქციონ.

ციტრუსოვანი არომატები: მანდარინი, გრეიფრუტი, ფორთოხალი – უყვართ ორგანიზებულ ადამიანებს, რომლებიც წარმატების საფუძვლად მკაცრ დისციპლინას, ზუსტ სტრატეგიას და ტაქტიკას მიიჩნევენ, ნამდვილი პერფექციონისტები, უყვართ წვრილმანებამდე გათვლილი გეგმები. და თუ დაარღვევთ ამ გეგმას, ფიცხი და თავშეუკავებელი არიან, რადგან არჩეული გზიდან გადახვევა ძალიან უჭირთ. სიყვარულში დომინირება უყვართ. საკუთარი თავის ერთგულნი არიან, სხვის ღალატს ძალიან მძიმედ გადაიტანენ ხოლმე.

ხილის არომატები, როგორიცაა ჟოლო, ატამი, საზამთრო, ნესვი, შავი მოცხარი – ირჩევენ რომანტიკული ადამიანები. ძალია კომუნიკაბელურნი არიან, უყვართ ხმაურიანი კომპანიები ადვილად უმეგობრდებიან. შეიძლება, ენდო – საკუთარი სიტყვის ერთგულნი და მზად არიან ნებისმიერი მსხვერპლის გაღებისთვის. კრეატიულები არიან, გუნდში კარგად მუშაობენ, კარგი იუმორის გრძნობა აქვთ. იმის მიუხედავად, რომ მათ ფლირტი უყვართ და ეხერხებათ კიდეც, ნატურით მაინც ერთის მოსიყვარულეები არიან.

ზღვის არომატები: წყლის მცენარეები, ტალღები, ბრიზი, წვიმა – სურნელი მათთვის, ვისაც არ უყვარს დახურული სივრცე, ავეჯით დატვირთული ოთახები, ზედმეტი ნივთები. მათთვის ეს არომატები დამამშვიდებელია, ასტიმულირებს მოღვაწეობას და ენთუზიაზმს. აქტიური დასვენებისა და მოგზაურობის მოყვარულია – შემგროვებლობა უცხოა. შინაგანი თავისუფლება, შემოქმედებითი ძიებები, მომავლისკენ მიზანმიმართულება, აისახება ახლობლებთან ურთიერთობაზე. ისინი მუდმივი კავშირების მიმართ მიდრეკილნი არ არიან და თავს მაშინ გრძნობენ თავისუფლად, როცა სხვების გრძნობებზე არ ფიქრობენ და არ ზრუნავენ. რითაც ძალიან ხშირად მათ ტკივილს აყენებენ.

ჰაერის, ყინულის, გაყინული ქარის სურნელს ირჩევენ ისინი, ვისაც ქალაქგარეთ ცხოვრება ვერ წარმოუდგენია, ბუნებაში დასვენებაზეც არ გიჟდება. ამ ადამიანებს უყვართ კომფორტი, მოდური სიახლეები, კარგად იცნობენ თანამედროვე ხელოვნებას. ოჯახურ სიხარულსა და მყუდროებას მათ ხმაურიანი კამპანიები და წვეულებები ურჩევნიათ. იშვიათად ჰყავთ ახლო მეგობრები, თუმცა უამრავი ნაცნობი ახვევიათ თავს, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ და დიდხანს ირჩევენ პარტნიორს.

წყარო: eva.ge

მსგავსი ამბები

Back to top button