არქივი

ეფექტური კომუნიკაცია

5e893079bdc5
კომუნიკაციის რაობა და ნაირსახეობები

კომუნიკაცია არის კომპლექსური ორმხრივი პროცესი, რომელიც მოიცავს შეტყობინების კოდირების, გადაცემისა და გაშიფრვის პროცესს. ეფექტური კომუნიკაცია საჭიროებს კარგ კომუნიკატორს, რომელიც თავის შეტყობინებას წარმოდგენილ აუდიენციას ნათლად და ეფექტურად გადასცემს. კომუნიკაციას დიდი როლი ენიჭება ადამიანებს შორის ურთიერთობაში.
არსებობსვერბალური და არავერბალური კომუნიკაცია:
ვერბალური კომუნიკაცია ინფორმაციის სიტყვიერი გადაცემის გზაა. იმისათვის, რომ მივიპყროთ მოსაუბრის თუ ფართო აუდიენციის ყურადღება, საჭიროა ვერბალური კომუნიკაციის შემდეგი საშუალებების გათვალისწინება:

* საუბრის ეფექტურად დაწყება;
* საუბრის მანერა – ხმის ტემბრი და სიმაღლე, ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი
(მონოტონური, დინამიური) და ა.შ.
* ცხოვრებისეული ან ფაქტებზე დაყრდნობილი მაგალითების მიწოდება;
* სიტყვებისა და ფრაზების მრავალჯერ გამეორების თავიდან აცილება;
* ერთი თემიდან მეორეზე ლოგიკური გადასვლა;
* შესატყვისი ლექსიკონის გამოყენება.

არავერბალურ კომუნიკაციას ისეთივე დიდი დატვირთვა აქვს კომუნიკაციის პროცესში როგორც ვერბალურს. კომუნიკაციის არავერბალური საშუალებებია:

*ჟესტიკულაცია – ხელების, ფეხების, თავის და სხეულის მოძრაობები;
* შეხება – ხელის ჩამორთმევა, მხარზე ხელის დადება და ა.შ.
* მსუბუქი გამომხატველობითი მოძრაობები – წარბების შეკვრა, გრიმასები, ღიმილი, ტუჩების კვნეტა და ა.შ.
* მხედველობითი კონტაქტი;
* ფიზიკური დისტანცია – არსებობს 4 ტიპის დისტანცია:

ინტიმური: 0-45 სმ, ახლო ემოციური კონტაქტის შემთხვევაში;
პერსონალური : 45-120 სმ, ნორმალური კომუნიკაციის დროს;
სოციალური: 120-360 სმ, ოფიციალური შეხვედრების ან საქმიანი ურთიერთობების შემთხვევაში;
სახალხო: 360 სმ-ზე მეტი, მიტინგების და კონფერენციების დროს.

* პოზა – რა მანერით ზის, დადის ან დგას ადამიანი;
* პარალინგვისტური ხმები: ტირილი, სიცილი, ჩურჩული, ხველა და ა.შ.;
* საუბრის მანერა – ხმის ინტონაცია (თბილი, ცივი), ტემპი (მონოტონური, დინამიური), ნათქვამი
სიტყვები (ნერვიულად, მძიმედ, ადვილად, დაგვიანებით და ა.შ.);
* გარეგნული მახასიათებლები – სახე, თმები, სხეული, ჩაცმულობა, სქესი და ა.შ.

არსებობს ცალმხრივი და ორმხრივი კომუნიკაცია:

ცალმხრივი კომუნიკაციის დროს მხოლოდ ერთი ადამიანი საუბრობს. ამ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ინტერაქტიული მეთოდების გამოყენებას: შეკითხვების დასმას, საკუთარი მოსაზრების გამოთქმას, დისკუსიას.

ორმხრივი კომუნიკაცია გულისხმობს ინტერაქტიული კომუნიკაციის პროცესს. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის პროცესში ჩართულია როგორც ერთი, ისე მეორე მხარე, რაც აადვილებს და უფრო გასაგებს ხდის მოწოდებული ინფორმაციის აღქმის პროცესს.

P.S. თუ მოგეწონებათ კიდევ შემოგთავაზებთ სხვადასხვა თემებზე ასეთ პოსტებს.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button