გართობაუცნაური

რელიგიური კულტი ,,ოჯახი” და წამებული ბავშვები

7f8b2a242071

Anne Hamilton-Byrne ამ ქალმა წარსულში ბევრი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და შოკში ჩააგდო საზოგადოება. ის იყო რელიგიური კულტის, სახელწოდებით ,,ოჯახის” წარმატებული ლიდერი. მისი კულტის წევრთა გაზრდის საკითხიც მშვენივრად მიდიოდა, სანამ 1987 წელს პოლიცია არ წამოადგა თავზე.
Anne Hamilton ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ქალია, რომელსაც უყვარს კატები, ეჯავრება ნაოჭები, მაგრამ მის ცხოვრებას ერთი არა-ჩვეულებრივი ნაწილიც ჰქონდა. იგი თავის თავს ქრისტედ აცხადებდა, ვითომ ღმერთმა განიცადა რეინკარნაცია და მისი სხეულით მოუნდა სამყაროში მოსვლა.
მოკლედ თავიდან დავიწყოთ. Anne დაიბადა 1921 წლის 30 დეკემბერს. მამამისი რალფი რკინიგზაში მუშაობდა, დედა – ფლორენცია კი გაგიჟდა და დავრდომილთა თავშესაფარში დაასრულა სიცოცხლე. თავად ჩვენი გმირის წარსული ცხოვრება კი გაუხმაურებულია. ცნობილია, რომ 20 წლის ასაკში გათხოვდა პირველად და ჰყავდა ერთი გოგონა. 1950 წელს იგი იოგით დაინტერესდა და სწავლას შეუდგა, შემდეგ კი ახალი ინტერესის სფეროც აღმოაჩინა, ეს აღმოსავლური მისტიციზმი იყო. პირველი ქმარი გარდაეცვალა საავტომობილო ავარიით. რომელიც მალევე შეცვალა მეორე ქმრით. ეს მეორე ქმარი კი 1960-იან წლებში მუშაობდა მებაღედ პატივცემულ აკადემიკოსთან, დოქტორ Raynor Johnson-თან. ცნობილი ფიზიკოსი და მებურნის ერთ-ერთი უნივერსიტეტის მეთაური ჯონსონი, ამავე დროს რამდენიმე წიგნის ავტორიც გახლდათ. მაგალითად ,,მარადისობის აღზრდილნი”, რომელიც სპირიტუალური, პარანორმალურ მოვლენებსა და სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს ეხებოდა.
cd3e2798d2f0

Anne ერთ კვირა დღეს ჯონსონის სახლში მივიდა, არავინ იცის რა თქვა მან იქ, მაგრამ ჯონსონი კი დაარწმუნა, რომ სპირიტუალიზმში ნამდვილი სპეციალისტი იყო. და ეს წყვილი სულ მალე პარტნიორებად ჩამოყალიბდა. მათ მიიზიდეს თავიანთი პირველი მიმდევრები, ძირითადად ჯონსონის საახლობლო წრიდან და კულტს სახელად ,,ოჯახი” დაარქვეს.
დასაწყისში Anne თავის შეხედულებებს აცნობდა მეტად დასაფასებელ ხალხს, ესენი იყვნენ ექიმები, ადვოკატები, აკადემიკოსები. ისინი იკრიბებოდნენ დარბაზში, რომელიც ჯონსონის სახლის გვერდით მდებარეობდა და სანკინიკეტანის ლოჟას უწოდებდნენ. ადამიანები ყურადღებით უსმენდნენ ქალის სწავლებას, რომელშიც შერეული იყო ქრისტიანობა, ბუდიზმი, ინდუიზმი, ერთი იდეის, კარმის ირგვლივ.
ეს ქალი არ იყო პირველი ადამიანი, ვინც აღმოსავლურ და დასავლურ რელიგიების ერთმანეთში შერწყმას ცდილობდა.

კულტი, მიუხედავად იმისა, რომ არანაირ მიზანს არ ატარებდა, მაინც ფეთქავდა წევრთა ერთობით, უფრო ალბათ მისი ლიდერის ქარიზმატულობისა და ჰიპნოტიკური პერსონის დამსახურება იყო ეს ყოველივე. Anne გამოირჩეოდა სილამაზით, იგი გაცილებით ახალგაზრდას ჰგავდა, ვიდრე სინამდვილეში იყო, ეს კი რეგულარული პლასტიკური ოპერაციების, ლიპოსაქციების და მისი ლეგენდარული
ქერა პარიკების კოლექციის დამსახურება იყო.
2a0137ae0d20

Anne ახალი მიმდევრების ძებნას შეუდგა, იგი ეძებდა ისეთ ადამიანებს, რომელთაც კრიზისი, პირადი პრობლემები ჰქონდათ, აგროვებდა ასეთ ხალხზე ინფორმაციას, შემდეგ კი ყოვლისმცოდნე გურუს სახელით წარსდგებოდა მათ წინაშე. თავისი სიაფანტობის გამართლების შემთხვევაში კი მსხვერპლს დიდი დოზით აძლევდა ნარკოტიკს LCD-ს. პრაქტიკანდი მედიკოსები, მისი მოკავშირეები ამარაგებდნენ მას ამ ნივთიერებებით.

ერთი პერიოდი Anne აკონტროლებდა ფსიქიატრიულ ჰოსპიტალს (სახელად Newhaven). სადაც შესანიშნავი სამსხვერპლოები იპოვნა. ფაქტიურად ადამიანებს რაღაც ცდებს უტარებდნენ. პროცესი რამდენიმე დღე გრძელდებოდა და გარანტირებული იყო თავისუფალი ნების სრული ნგრევა ადამიანში. ხალხი ამის შემდეგ ასრულებდა იმას, რაც ამ ქალს სურდა.

კულტის წევრების შემადგენლობა რამდენიმე ასეული იყო, მაგრამ ლიდერი ისე მშვენივრად ახერხებდა მათ მოწველას, რომ მისი ქონება ამ დროისთვის მერყეობს 50-დან 150 მილიონ დოლარამდე, მოიცავს სიმდიდრეს ავსტრალიაში, ინგლისსა და ამერიკაში. 60-იანი წლების ბოლო ხანებში Anne-ს თავში იდეა მოუვიდა, რომ ბავშვების ჯგუფი შეექმნა, რომელიც უნდა განეთავსებინა იზოლირებულ ადგილას, მათთვის უნდა ჩაეგონებინა თავისი იდეები, დაერწმუნებინა მის ღვთისმეტყველებაში. აქაც მისი ექიმი ნაცნობები დაეხმარნენ. ბავშვების უმეტესობა, რომელიც Anne-ს კლანჭებში ხვდებოდა, იყვნენ ახალგაზრდა, მარტოხელა ქალების პირმშოები ავსტრალიიდან და ახალი ზელანდიიდან. ამ ქალებს არწმუნებდნენ ლიდერის მოკავშირეები, რომ გაეშვილებინათ მათი საწყალი შვილები. ეს მოლაპარაკებები ზოგჯერ ბავშვების დაბადებამდეც მიმდინარეობდა ხოლმე.

761b61734d89

Anne-მ თავისი პირველი ბავშვი 1969 წელს შეიძინა და კიდევ 13 პატარაც მიუმატა შემდეგ წლებში. ყველა მათგანს მისცა თავისი გვარი და ისინი იზრდებოდნენ ისე, რომ ეგონათ ნამდვილი და-ძმანი იყვნენ და დედ-მამის როლში კი Anne და Bill იყო. ბილი ამ ქალის მესამე ქმარი გახლდათ.

როცა ბავშვები ცოტა წამოიზარდნენ ახალ სახლში გადაიყვანეს, სახელად ,,კაი ლამა”, ტბა ეილდონის სანაპიროზე. ბავშვების ცხოვრება დეტალურადაა აღწერილი წიგნში, რომელიც Sarah Hamilton-Byrne-მ (იგი ერთ-ერთი იყო ამ ბავშვებიდან) დაწერა. წიგნს სახელად ჰქვია ,,უხილავი, ჩუმი, უცნობი.”
წიგნის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ ბმულზე

ბავშვები მოწყვეტილნი იყვნენ გარე სამყაროს, მათ 300 მეტრზე შორს არ შეეძლოთ სახლიდან მოცილება, ასევე არ შეეძლოთ ტელევიზორის ყურება, ან თუნდაც ხელში გაზეთის აღება, ფაქტიურად ყოველგვარი მათ არანაირი კონტაქტი არ უნდა ჰქონოდათ ადამაინებთან, გარდა მათი აღმზრდელებისა, რომლებთანაც კავშირი მხოლოდ ცემით შემოიფარგლებოდა.
b969f92f2358

a72d6f1b9dce
ბავშვებს ჩაგონებული ჰქონდათ, რომ როგორც კი ვინმე უცნობი გამოჩნდებოდა მაშინვე უნდა დამალულიყვნენ, სამალავიც მომზადებული იყო, რომელიც ფართით ძალიან პატარაა და შიგ 28 პატარა ალბათ ძლივს ეტეოდა. მათი ცხოვრების წესები თანდათანობით მკაცრდებოდა. დილა იწყებოდა იოგით, კერძოდ 7-ის ნახევარზე, შემდეგ უსმენდნენ Anne-ს უთავბოლო ლაპარაკს და მათთვის გაუგებარ ქადაგებას. გაკვეთილებიც უტარდებოდათ, ძირითადად უცხო ენები და მათემატიკა.
0afd9770beda

შემდეგ ბავშვები გადაიყვანეს ვეგეტარიანულ დიეტაზე, ოღონდ ამას უფრო შიმშილობა ერქვა, ბავშვებს გამუდმებით შიოდათ, ამასთანავე მათ მასიურად აძლევდნენ ვიტამინებს, რა თქმა უნდა ეს კიდევ უფრო უძლიერებდათ მადას. შემდეგ აძლევდნენ დამამშვიდებლებს და ნარკოტიკებს.

1af12fd14868
თავად ქალბატონი ლიდერი იშვიათად იყო ,,კაი ლამაში”, იგი ძირითადად სხვა სახლებში ცხოვრობდა, თუმცა ბავშვები ვერც გრძნობდნენ უიმისობას, სახლი ხომ მისი სურათებით იყო სავსე და თანაც შიგადაშიგ მისი ჩაწერილი ხმა გაისმოდა ხოლმე (ჩაწერილი ჰქონდა თავისი ხმა და ბავშვებს ეგონათ ნამდვილად ის ლაპარაკობდა, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ სახლში არ იყო).
ბავშვებს ჯეროდათ, რომ მათი ლიდერი რაღაც ძალებს ფლობდა, ისე, რომ შეეძლო მათი დანახვა, თუ ცუდ რამეს აკეთებდნენ, ასევე სჯეროდათ, რომ ქალი მოკლავდა მათ თუ გაიქცეოდნენ.

f60839e3222e
შემდეგ ლიდერმა ახალი წესები შეიმუშავა, მისი ქადაგებით ხომ ბავშვების მწარე ცხოვრება მათი სულებისთვის უკეთესი იქნებოდა, სწორედ ცხოვრების გამწარებას ემსახურებოდა ეს ახალი წესები, ვინც მათ დაარღვევდა სასტიკად გაილახებოდა,გარდა ამისა დასჯის საშუალებად ჰქონდათ წყლიან ვედროში თავის ჩაყოფა, ბავშვებს მანამ აყვინთავებდნენ, სანამ არ აღიარებდნენ რომ წესი დაარღვიეს.

კულტის წევრებისთვის ჩვევა იყო სახელების გამოცვლა. ლიდერმა ეს თავის კაპრიზად გადააქცია და ბავშვებს თავისი სურვილით უცვლიდა სახელებს, მათ დაბადების თარიღებს, მას უამრავი პასპორტი ჰქონდა, თუ რაიმე იქნებოდა ბავშვები რომ ადვილად გაეპარებინა ქვეყნიდან.
პატარებს ყოველთვის ერთნაირი ტანსაცმელი ეცვათ და უმეტესობას თმა ქერად ჰქონდა შეღებილი (ესეც ლიდერის კაპრიზი იყო).

82038959fd62

როცა ცოლ-ქმარი ჩავიდოდა ბავშვების სანახავად, მომვლელები ასახელებდნენ წესების დამრღვევ ბავშვებს, მათ თავად Anne სცემდა, თუ ცემის დროს ყვირილს დაიწყებდნენ, მაშინ უკვე ბილის კლანჭებშიც მოხვდებოდნენ, რომელიც მათ გამეტებით ურტყამდა და კედლებზე ახეთქებდა. შემდეგ ლიდერმა გადაწყვიტა, რომ უფრო ძლიერი რამ სჭირდებოდა, რითიც ბავშვების მართვას უკეთ შესძლებდა, ამიტომაც ჩააგონეს მათ, რომ ეს ქალბატონი ღმერთი იყო.

თუმცა ბავშვების ზრდასთან ერთად პრობლემებიც მატულობდა, მათი დამორჩილება თანდათან უჭირდათ ძიძებს.
1987 წელს კი ყველაფერი დამთავრდა, როცა პოლიციის წყალობით ბავშვები სამყაროს დაუბრუნდნენ.
f24653758092

18 თვის შემდეგ პოლიციამ ,,ოჯახის” კვლევა დაიწყო. 1993 წელს კი პოლიცია და FBI-ს აგენტები თავს დაადგნენ ცოლ-ქმარს ნიუ-იორკთან ახლოს, მთებში მდებარე სახლში. ისინი იქ 30 ძაღლთან და 70 კატასთან ერთად ცხოვრობდნენ. პოლიციამ დააკავა ისინი და გასასამართლებლად ცოლ-ქმარი ავსტრალიას გადაეცა. ისინი საბუთების გაყალბებაში დაადანაშაულეს, რადგანაც სხვა ვერაფერი დაუმტკიცეს. 3 ბავშვზე გაუკეთებიათ ისეთი საბუთი, თითქოს მათი შვილები იყვნენ და თან ტყუპები. თუმცა აღმოჩნდა, რომ ვიქტორიანული ქვეყნის სასამართლოს ასეთი ფაქტის ამკრძალავი ნორმა საერთოდ არ გააჩნდა, ამიტომაც იძულებულნი გახდნენ ჯარიმით დაკმაყოფილებულიყვნენ და 5000 დოლარი გადაახდევინეს. რამდენიმე ძიზას კი მცირე დროით მიესაჯა პატიმრობა. ასე ჩაიფარცხა ეს ამბავი, თუმცა კი საზოგადოების დიდი აღშფოთება მოჰყვა, მაგრამ როგორც ჩანს ხშირად დამნაშავეები არ ისჯებიან.
ასეთმა სტრესმა რასაკვირველია ასახვა ჰპოვა მსხვერპლთა ფსიქიკაზე, ზოგიერთმა მათგანმა სუიციდს მიმართა, ზოგს ფსიქიკური პრობლემები აქვს.

32883f524919

ქალბატონი ყოფილი ლიდერი ყველაფერს უარყოფს, რასაც სარა ამბობს, მისი თქმით არასოდეს არ უცემიათ ბავშვები, არც ნარკოტიკებს აძლევდნენ, არც დიეტაზე ყავდათ, მოკლედ ყველაფერს ბავშვების მოგონილ ზღაპარს უწოდებს. და ამბობს, ბავშვებს კარგი ფანტაზია აქვთ და ესეთ რამეს ხშირად იგონებენო.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button