როგორც ვხედავთ მობილურმა ტელეფონებმა შეცვალეს სამყარო . . ეს მართლაც ესეა და დიდი კამათი არ ჭირდება ამას. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მობილური ტელეფონების შესახებ . .
1 – როგორც გამოკვლევებმა აჩვენეს სულ მთლიანად მსოფლიოში დაახლოებით 3,3 მილიარდი მობილური არის ყოველდღიურად აქტივირებული (ანუ დღეში დაახლოებით 3,3 მილიარდი მობილით საუბრობს ხალხი)
2 – მსოფლიოში დაახლოებით 125 მილიონი მობილურ ტელეფონს ყოველწლიურად აგდებენ. არა იმის გამო, რომ მან შეწყვიტა ფუნქციონირება, არამედ უბრალოდ ბეზრდებათ და სურთ შეიძინონ უფრო თანამედროვე და ახალი მოდელი . .
3 – კორეელებმა სმს – ების გზავნაში ყველას აჯობეს. სტატისტიკურად კორეელი მოზარდების 30 % – ი დღეში დაახლოებით 100 სმს – ს აგზავნის . .
4 – პირველი მობილური ტელეფონი გამოჩნდა 1983 წელს.. გაგიკვირდათ ? ამ წელს პირველად გასაყიდად გამოჩნდა მოდელი Motorola DynaTAC 8000X იგი სულ 12 კლავიშისაგან შედგებოდა. აქედან 10 იყო ციფრებისათვის ხოლო 2 კი დასარეკი და გასათიში კლავიში. იგი ლოდინის რეჟიმში მუშაობდა 8 საათს ხოლო ლაპარაკის რეჟიმში კი 35 წუთიდან 1 საათამდე. .
5 – ასევე ყველა ის ვინც სარგებლობს მობილური ტელეფონით, თითქმის ნახევარზე მეტი მის “დისპლეის” ნათებას იყენებს როგორც ფანარს ღამით ;)