ყოველწლიური პიროტექნიკური ფესტივალი „Tultepeke“-ში
მექსიკურ ქალაქ Tultepeke-ში ყოველწლიურად ეწყობა ეროვნული პიროტექნიკური ფესტივალი „Feria Nacional de la Pirotecnia Tultepec“, სადაც მოდიან როგორც მწარმოებლები, ასევე დიდი რაოდენობით პირომანიები- ნახეთ ვიდეო:
პირომანია ბერძნულად ნიშნავს – pyr ცეცხლი, mania სიგიჟე; ესეიგი დაუძლეველი ლტოლვა ცეცხლის წაკიდებისადმი და როგორც წესი ვითარდება წინასწარ განზრახვის გარეშე. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პირომანია გვხვდება ფსიქოპათიის გარკვეული ფორმის შემთხვევაშიც…
ჩვეულ ატრაქციონებს, კვების დაწესებულებებსა და სხვა გასართობებს, რომლებიც თან ახლავს თითქმის ყველა ფესტივალებს, 9 დღიან ფესტივალს Tultepeke-ში ემატება კიდევ სხვადასხვა პიროტექნიკური შოუ და ფეიერვერკები, რომლებიც წარმოადგენს ფერადი დღესასწაულის გასაღებს;
ერთერთი ყველაზე ექსტრემალური ფესტივალის გასართობი არის კონკურსი “Castillos” (კლიტე): თითქმის ორი კვირის განმავლობაში, მონაწილეები აკეთებენ ქაღალდისაგან და ხისაგან და ამასთანავე არ ივიწყებენ პიროტექნიკურ საშუალებებს, რომლებიც უკვე დამონტაჟებულია პლატფორმაზე და კონკურსის დღეს ჩამოატარებენ ქალაქის ქუჩებში, რომლებსაც აფეთქებენ, რაც იწვევს გარემოს განათებას ცეცხლით…
ფესტივალზე იმყოფებოდა ამერიკელი ფოტოგრაფი, თომას პრიორი (Thomas Prior), რომელმაც გადაიღო ამ ექსტრემალური პიროტექნიკური კონკურსის გარკვეული მომენტები: დაათვალიერეთ და ნახეთ ვიდეოც:
ვიდეო: დაუძლეველი ლტოლვა ცეცხლის წაკიდებისადმი