რა შეიძლება გვითხრას ქალის საჯდომის ფორმებმა მის შესახებ
რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს საჯდომის ფორმა – ეს არ არის მხოლოდ გენეტიკურად ჩადებული თვისება, არ არის მხოლოდ ფიტნესის შედეგი, არამედ ეს არის ქალის ჯანმრთელობისა და მისი ჰორმონების რაოდენობის მაჩვენებელი. ამიტომაც როდესაც შეხედავთ ქალის სხეულის სიმპატიურ ნაწილს, შეიძლება მისი მფლობელის შესახებ გაიგოთ ბევრი რამე.
კვადრატული ფორმის საჯდომი
კვადრატული ფორმის საჯდომი ეს არის ქალის სიჯანსაღის მტკიცებულება და ქალის წარმოუდგენელი გამძლეობის მაჩვენებელი. მართალია, ყველა ქალს არ მოსწონს საჯდომის ამგვარი ფორმა, რადგან მათ ის ჰგონიათ არაქალური. იმისათვის, რომ მოახდინოთ მისი ოდნავი კორექტირება, საჭიროა სპორტდარბაზში სიარული. ვარჯიშები არის ძალზედ მარტივი, რომელთა გაკეთება სახლშიც არის შესაძლებელი, მაგალითად, ფეხების უბრალო აწევა, გადახრები წინ და უპირობოა, რომ არცერთ ქალს არ აწყენს გაჭიმვა.
მრგვალი ფორმის საჯდომი
ეს არის იდეალური საჯდომი. ეს აჩვენებს ქალის კარგ ჯანმრთელობას და დაბალანსებულ ჰორმონალურ ფონს. კაცებს ესეთი ფორმები ძალიან მოსწონთ, ისინი ქვეცნობიერად გრძნობენ, რომ ასეთი საჯდომის მქონე ქალისთვის მშობიარობა მარტივად ჩაივლის, ხოლო შვილები კი იქნებიან ჯანმრთელები და ძლიერები.
გულის ფორმის საჯდომი
ეს არის თითქოს იდეალური საჯდომი, რომელიც იზიდავს კაცების აღფრთოვანებულ და ქალების შურიან თვალებს თავისკენ. ესეთი საჯდომის პატრონი თითქოს არის ჯანმრთელი ადამიანი, მაგრამ ეს ასე არ არის. დიდი ალბათობით ასეთი საჯდომის მეპატრონეს აქვს ესტროგენის დაბალი დონე, ან მას ესტროგენთან დაკავშირებული პრობლემა ექნება მომწიფების ასაკში. საჯდომის ფორმები შეიძლება გამოასწოროს ვარჯიშებმა, მაგალითად ჩაჯდომებმა, შეიძლება მიმართოს ადამიანმა პილატესს. აუცილებელია, რომ დაიცვა დიეტა და რეგულარულად ეწვიო ექიმს.
სამკუთხედის ფორმის საჯდომი
ამ საჯდომის ფორმების პატრონებიც ვერ გამოირჩევიან იდეალური ჯანმრთელობით, მათში აღინიშნება ესტროგენის დაბალი დონე. ამის გამო ისინი იტანჯებიან განწყობის მკვეთრი ცვლილებით, უძილობით, არარეგულარული მენსტრუაციით, ძალების დაცემით და ლიბიდოს ნაკლებობით. პირველ რიგში უნდა გადახვიდე სწორ კვებაზე. სასურველია არ გამოიყენო ჰორმონალური კონტრაცეპტივები. იმისათვის, რომ გაზარდო კუნთის მასა დუნდულების ქვედა ნაწილში, საჭიროა სპეციალური ვარჯიშები, მაგალითად ჩაჯდომები.