უცნაური

საოცარი პრეისტორიული ნახატები

Image Hosted by ImageShack.us

ლასკაუქსი (საფრანგეთი)
ლასკაუქსის გამოქვაბლების კომპლექსი, რომელიც საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს, ერთ-ერთია იმ გამოქვაბულთაგან, რომლის შიგთავსიც, კერძოდ კი მის კედლებზე შესრულებული ნახატები, რომელიც დაახლოვებით 15,000 წლის წინ პალეოლითის ხანაში შეიქმნა გააოცებს ადამიანს. ეს გამოქვაბული, უფრო სწორედ კი გამოქვაბულების კომპლექსი, 1940 წლის 12 სექტემბერს აღმოჩენილ იქნა სტუდენტების მიერ, ფართო საზოგადოებისთვის ის ცნობილი უფრო მოგვიანებით, მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ 1955 წელს გახდა და ღია იყო ტურისტებისა თუ ადგილობრივებისათვის, თუმცა რამოდენიმე წელში, ფოტოგადაღებების შედეგად, რომლის განათებაც კარბო-დიოქსიდს გამოსცემს დიდი რაოდენობით დააზინა ნახატები ამის გამო 1963 წელს,იმისათვის, რომ ნამუშევრები გადაერჩინათ, გამოქვაბული დახურული გახდო ფართო მასებისთვის.

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

ალტამირას გამოქვაბულები (ესპანეთი)

Image Hosted by ImageShack.us

როგორც გენიალურმა მხატვარმა პაბლო პოკასომ აღნიშნა, ”ალტამირასთან შედარებით, ყველაფერი დაბალი დონისაა.” ალტამირას გამოქვაბულები, ესპანეთის სამხრეთით მდებარეობს და მისი აღმოჩენაც, რა თქმა უნდა შემთხვევითობასთან არის დაკავშირებული, 1868 წელს მონადირე მოდესტო კუბილასი ნადირობისას გადააწყდა ამ გამოქვაბულებს, თუმცა 1875 წლამდე ეს გამოქვაბულები კარგად არ იქა გამოკვლეული, სანამ ერთ-ერთმა ესპანელმა დიდგვაროვანმა კერძოდ კი სანტანდელ მარსელინომ არ მოკიდა ამ საქმეს ხელი, საბოლოოდ კი მისმა ქალიშვილმა მარიამ აღმოაჩინა ეს უნიკალური ნახატები 1879 წელს. ნახატები გამოქვაბულის კედლებზე იმდენად კარგად იყო შემონახული, რომ დიდი ხნის განმავლობაში სპეციალისტებს იგი არ მიაჩნდათ იმ სიძველისა, რომეზეც თავად გამოქვაბული აცხადებდა პრეტენზიას, თუმცა მე-20 საუკუნის დასაწყისში, კვლევა ჩატარდა და დადასტურდა, რომ ეს ნახატები 16, 000 წლის წინანდელია. პირადად ჩემი აზრით საოცარი ფერებია ყველაზე კარგად კი წითლია გამოყვანილი.

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

ჩაუვეტის გამოქვაბულები (საფრანგეთი)

Image Hosted by ImageShack.us

ეს გამოქვაბულები საფრანგეთის სამხრეთში მდებარეობს, იგი დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, მგარამ ცნობილი 1994 წლის შემდეგ გახდა, როცა სამმა მეცნიერმა მის კედლებზე საოცარი რაოდენობის ხელოვნების ნიმუშები აღმოაჩინეს. თუმცა ეს ყველაფერი არ იყო რასაც ეს გამოქვაბული მეცნიერებს უმალავდა, სურპრიზს სურპრიზი მოსდევდა და საბოლოოდ ეს გამოქვაბული რამის პრეისტორიულ ხელოვნების მუზეუმად იქცა. აქ არის ნაპოვნი საოცარი რაოდენობით სურათები კდელებზე, რომელიც არის ხშირშემთხვევაში გაფორმებული ისეთი ცხოველების ძვლებით, რომლებიც დღეისათვის უვკვე აღარ არსებობენ, ასევე ნაპოვნი არის პრეისტორიული ადამიანის ნაფეხურები. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ამ გამოქვაბულებში ადამიანები ორი პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდნენ ამ ორივე პერიოდს თავისი სახელი აქვს, თუმცა ქართულად არ ვიცი როგორ არის ასე, რომ მარტო ამ პერიოდების ქლებს შემოგთავაზებთ, პირველი პერიოდი 30, 000 დან 32, 000 წლის წინ იყო ხოლო მეორე 25, 000 დან 26, 000 წლის წინ, ალბათ ამიტომაც არის არტიფაქტების ასეთი სიმრავლე.

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

Image Hosted by ImageShack.us

მაგურას გამოქვაბული (ბულგარეთი)

Image Hosted by ImageShack.us

მაგურას გამოქვაბული ბულგარეთში მდებარეობს, სოფიადან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით. ეს გამოქვაბული რამდენიმე რამით არის ცნობილი, მათ შორის იმითაც, რომ აქ ვხვდებით, რამდენიმე რეიოდის ნამუშევრებს, ეს არის ადრეული პალეოლითი, ენეოლითი და ნეოლითი, საევე ამ გამოქვაბულში შევხვდებით ბრინჯაოს ხანის კალენდრებს, ქეიფისა და ნადირობის ამსახველს სცენებს რომელიც გამოხატული და გადმოცემულია ხელოვნების სახით მინიმალური დეტალების გათვალისხინებით და იმდენად გულმოდგინედ არის შესრულებული, რომ დრომ ვერაფერი დააკლო.

Image Hosted by ImageShack.us

მსგავსი ამბები

Back to top button