გართობა

ზეზვას პასუხი (სახალისო გამოცანა)

fe595da92f25
იყო და არა იყო რა, იყო ორი ზარმაცი არქეოლოგი: ზეზვა და მზია.

ერთ მშვენიერ დღეს, ზეზვას დმანისში საქმე გამოუჩნდა და მეგზურობა მზიას სთხოვა, თუმცა ამ უკანასკნელისაგან მტკიცე უარი მიიღო.

გამოხდა ხანი.

ამჯერად მზიას დასჭირდა ვანში გამგზავრება და ზეზვასთან ელექტრონული ფოსტით წერილი აფრინა. წერილის სათაური ერთი სიტყვისგან შედგებოდა და ამ ერთ სიტყვაში, ყურადღება მზიას თხოვნის ერთ-ერთ ძირითად კომპონენტზე იყო გამახვილებული.

ზეზვას წარსული წყენა ჯერ არ დავიწყებოდა, ამიტომ ავადმყოფობა მოიმიზეზა და კოლეგას ელექტორნული ფოსტითვე თავაზიანი უარი შეუთვალა. თუმცა, მისი უარის რეალური მიზეზი ნათელი გახდა მაშინვე, როდესაც მზიამ მიღებული წერილის სათაურს შეხედა.

რომელი ერთი სიტყვა გამოხატავდა უარის ნამდვილს მიზეზს, თუკი ზეზვა სათაურს საერთოდ არ შეხებია?

წყარო: doin.ge

მსგავსი ამბები

Back to top button