გასართობისაკითხავისასარგებლო

სინდრომებში დაკარგული ძლიერი სქესი

იშვიათია ქალი, რომელიც კარადის გადასაადგილებლად დასახმარებლად მამაკაცს არ მოუხმოს. ისეთი ქალიც იშვიათია, საიმედო ადამიანის გვერდით “მტკიცე კედლის მიღმა”, “მყარ საყრდენთან” ცხოვრებაზე რომ არ ოცნებობს. თუმცა ზოგის ბედნიერება ჯიბის გოლიათის თანამგზავრობაა, ამ უკანასკნელს ხომ ყველაფერი შეუძლია, ერთადერთს და განუმეორებელს, მხოლოდ მას ემორჩილება.

მამაკაცები ხალისით იცავენ გავრცელებულ თვალსაზრისს და იმდენად ირჯებიან საყოველთაოდ მიღებული სტანდარტების კვალზე სიარულისთვის, რომ ეს მცდელობა “სუფთა მამაკაცურ” კომპლექსებს აყალიბებს, რომელთა არსებობას ისინი ყოველთვის გადაჭრით უარყოფენ.

ბიჭებს ლამის დაბადებისთანავე უნერგავენ: კაცი ხარ და ძლიერი უნდა იყო, შენს გადაწყვეტილებებზე პასუხისმგებელი, გარშემომყოფებზე უკეთესი და ოჯახშიც უფროსიო.

1. ასეთი აღზრდის პირობებში ცოტა (უფრო ზუსტად მხოლოდ 40%) თუ ეგუება იმას, რომ ცოლს 3-ჯერ მეტი ხელფასი აქვს. დიდ ნაწილს თურმე გულის სიღრმეში შურს კიდეც. მამაკაცების მხოლოდ მესამედი არ იტანჯება ოჯახში ქალის “უფროსობის” გამო. ამ მამაკაცური საზრუნავებს და მღელვარების თაიგულს ამერიკელმა მეცნიერმა ედვარდ მორიმ “ბოსის სინდრომი” უწოდა. რა თქმა უნდა, ამ სინდრომის მიჩქმალვაც შეიძლება, მაგრამ სრულად ჩაკვლა შეუძლებელია.

2. ეს “სუსტი” ქალები ხანდახან საოცრად ძლიერები აღმოჩნდებიან ხოლმე. ნახევრად ღმერთი ჰერკულესი უამრავი გმირობის შემდეგ თვალისომჭრელი სილამაზის ამაზონელ ქალს ჩაუვარდა ტყვედ და “სუფთა ქალურ” საქმეს აკეთებდა – ქსოვდა. თანამედროვე მამაკაცებს საშინლად არ უყვართ ძალთა ასეთი გადანაწილება და საშინლად ეწინააღმდეგებიან ასეთი ურთიერთობის ჩამოყალიბების პერსპექტივას. ნებისმიერ ფასად “ქალური ძალაუფლების” თავიდან არიდება და ამ “ძალაუფლების” პანიკური შიში ჰერკულესის სინდრომის გამოხატულებაა.

3. კაცური იმიჯის ერთ-ერთი ნიშანია სექსუალური აქტიურობა. გაუცნობიერებელ ინტერესს – დაეპატრონოს და მანიპულირებდეს რაც შეიძლება მეტი ქალით – “დონჟუანის სინდრომი” ჰქვია. ამ სინდრომის ფესვებს ბავშვობაში, დედასთან რთულ ურთიერთობაში პოულობენ. უკვე გაზრდილი, ჩამოყალიბებული მამაკაცი ყველა ქალზე შურისძიებას იწყებს.

4. საკუთარი ძალის დემონსტრირებისთვის გარეგნული ხიბლის შენარჩუნება აუცილებელია და მამაკაციც თვალს ადევნებს საკუთარ პერსონას. და თუ მოხდა ისე, რომ რატომღაც თავზე თმა შეთხელდა, ეს ერთხანს კატასტროფად და სირცხვილად აღიქმება. იწყება გამუდმებული ბრძოლა “ნაკლის“ დასაფარად. მსგავს პრობლემას, “კოტოვსკის სინდრომს” უწოდებენ.

5. არსებობს “მაკედონელის სინდრომი”: მამაკაცების უმრავლესობა შიშობს, რომ ნაკლებად კაცურებად, ნაკლებად მამაცებად ჩათვლიან, ვიდრე სხვას. ამის გამო, განსაკუთრებულად, სასტიკად მალავენ ჰომოსექსუალურ მიდრეკილებებს.

6. ხანშიშესულ მექალთანეს ასაკთან შეგუება არაფრით სურს. მისი თანამგზავრები უკვე შვილის ტოლი ქალები არიან. რაც მეტია სხვაობა ასაკში, მით ნაკლებია ნდობა და იმატებს მღელვარება. ასეთი მოვლენა, ასეთი ცხოვრების წესი “დავითის სინდრომად” იწოდება.

7. შვილებს დიდი სიხარული მოაქვთ. ქალიშვილი მამას კაცის იდეალად აღიქვამს, რომელსაც ყველა კითხვაზე პასუხი აქვს და ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტა შეუძლია. გადის წლები და ქალიშვილს ახალი კერპი უჩნდება, მთელი ყურადღება მისკენაა მიმართული. ქალიშვილის რჩეულთან გაუცნობიერებელი მეტოქეობა “ლოთის სინდრომად” ითვლება.

8. დაბალი მამაკაცი ხანდახან ფარულად, იქნებ გაუცობიერებლადაც, არასრულფასოვან ან შეუდმგარ ადამიანად გრძნობს თავს. ამაზე წუხილი უზარმაზარი ამბიციებით და გასაოცარი ამპარტავნებით კომპენსირდება. შესანიშნავი მაგალითია – ნაპოლეონი, რომლის სახელიც უწოდეს ამ სინდრომს.

* * *
ზემოთქმული ერთ რამეს მოწმობს,ბუნებას კაცისთვის ძალა ისე, უბრალოდ არ მიუცია. ძალასთან ერთად ვალდებულებაც დიდია. საჩუქარს გაფრთხილება სჭირდება.

ამიტომ ძვირფასო ქალბატონებო, დავინდოთ მამაკაცები, გავუფრთხილდეთ და ვუერთგულოთ ღირსეულს. აბა, რა ეშველებათ ჩვენი სითბოს, ალერსის, მხარდაჭერის, გამხნევებისა და ყურადღების გარეშე?! ;)

წყარო. eva.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close