ევროვიზია 2009 – გამარჯვებული ნორვეგია გახდა
წუხელ საღამოს (16/05/09 23:00) მოსკოვში გაიმართა ევროვიზიის კონკურსის ფინალური კონცერტი. გამარჯვებული ქვეყანა გახდა ნორვეგია, რომელსაც ეს გამარჯვება Alexander Rybak-მა მოუტანა სიმრერით ,,Fairytale”. მან 42 ქვეყნის ხმის მიცემის შედეგად 387 ქულა დააგროვა და გამარჯვებასთან ერთად, ახალი რეკორდი დაამყარა ევროვიზიის ისტორიაში! შესაბამისად Eurovision-2010 ნორვეგიაში ჩატარდება და იმედია ამჯერად მაინც მიიღებს მასში მონაწილეობას საქართველო.
წლევანდელ ევროვიზიაზე კი პირველი 10 ადგილი შემდეგნაირად გადანაწილდა:
1 ადგილი – ნორვეგია ( 387 ქულა)
2 ადგილი – ისლანდია (218 ქულა)
3 ადგილი – აზერბაიჯანი (207 ქულა)
4 ადგილი – თურქეთი (177 ქულა)
5 ადგილი – გაერთიანებული სამეფო (173 ქულა)
6 ადგილი – ესტონეთი (129 ქულა)
7 ადგილი – საბერძნეთი (120 ქულა)
8 ადგილი – საფრანგეთი (107 ქულა)
9 ადგილი – ბოსნია და ჰერცოგოვინა (106 ქულა)
10 ადგილი – სასომხეთი (92 ქულა)