გართობაკულტურა

Android-ის საინტერესო აპლიკაციები და თამაშები (4 ნაწილი)

ee4e726d75d8
Battery Doctor (Battery Saver) – შესანიშნავი და დახვეწილი პროგრამა მათთვის ვისაც სურს რომ დაზოგოს ტელეფონის ბატარია.აპლიკაცია აჩვენებს რამდენ პროცენტზეა ტელეფონის ბატარეა ასევე გვატყობინებს არის თუ არა ის დასატენი და დაახლოებით კიდევ რამდენი საათის ან წუთის განმავლობაში შეინარჩუნებს ტელეფონი ჩართულ რეჟიმში ყოფნას. აპლიკაციის საშუალებით ადვილად შეძლებთ დაადგინოთ რომელი პროგრამა ან თამაში ხარჯავს უფრო მეტ ბატარეას და შეამციროთ ამ თამაშებით და აპლიკაციებით სარგებლობა რათა დაზოგოთ ბატარეა. პროგრამის-ის საშუალებით შესაძლებელია ტელეფონის სინათლის ანუ Brightness-ის დაწევა იმისათვის რათა მოხდეს ბატარიის უკეთ შენახვა და დაზოგვა.

ed43cfbd0f33
ZigZag – საკმაოდ რთული თამაში რომელსაც  Ketchapp წარმოგვიდგენს თამაშში თქვენი მისიაა რომ შეინარჩუნოთ ბურთი რაც შეიძლება დიდ ხანს და არ გადავარდეთ გზიდან დამიჯერეთ ამ თამაშში წარმატების მიღწევა ძალიან ადვილია იმ შემთხვევაში თუ არ აყვებით ნერვებს მოიკრიბავთ ნებისყოფას და ითამაშებთ თამაშს დიდი მონდომებით. თამაშში შესაძლებელია იყიდოთ სხვადასხვა ფერის ბურთები თქვენი გემოვნების მიხედვით და აირჩიოთ სასურველი ფერის ბურთი.
fde0c87aab24
Hola Free VPN – პროგრამა რომელიც ერთერთი აღმოჩენა გახდა ჩემთვის ამ აპლიკაციის ჩაწერის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ საქართველოს ანდროიდ სთორი სხვა ქვეყნის ანდროიდ სთორით. მოგეხსენებათ ზოგიერთი პროგრამა ან თამაში არ იხსნება სთორში შესვლის დროს და გვიწერს რომ ეს ფაილი ჩვენი ქვეყნისათვის ანუ საქართველოსათვის არ არის ხელმისაწვდომი ამ აპლიკაციით კი შეგვიძლია ეს შეზღუდვა მოვხსნათ და თამამად ავირჩიოთ სხვა ქვეყნის სთორი იქ სადაც დანამდვილებით გახსნის თქვენთვის სასურველ პროგრამას ან თამაშს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატების ან დიდი ბრიტანეთის სთორი რომლითაც ეს პრობლემა მოგვარდება ასე რომ ჩაიწერეთ მოცემული აპლიკაცია და ნახეთ სასურველი თამაში ან პროგრამა პრობლემოდ.
e49164029ca7
iRoot – გინდათ ტელეფონის დარუთვა და არ იცით როგორ დარუთოთ ის ? მაშინ ეს პროგრამა თქვენთვის ზუსტადაც რომ სწორად შევარჩიე. აპლიკაციის საშუალებით შეძლებთ ადვილად დარუთოთ თქვენი ტელეფონი ანდროიდს 2.2 ვერსიიდან დაწყებული 4.4 ვერსიამდე. უმეტეს შემთხვევაში ადამიანები ანდროიდის დარუთვის კომპიუტერულ მეთოდს ამჟობინებდნენ Usb კაბელის საშუალებით მაგრამ თქვენ ამის გაკეთება დამატებითი კომპიუტერული პროგრამების გარეშე უკვე ტელეფონითაც შეგიძლიათ ასე რომ ჩაიწერეთ მოცემული პროგრამა და დარუთეთ თქვენი ანდროიდი სწრაფად და მარტივად რაც მთავარია შეფერხების გარეშე.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button